კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 როგორი რეაქცია ჰქონდა ადა მარშანიას ჩოხებში გამოწყობილი ქართველი ბიჭისა და მისი მეწყვილის გეიქორწინებაზე ამერიკაში და რატომ იქლიბავდა ის პარლამენტში ფრჩხილს

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

საკუთარი განცხადებებითა და ქცევით, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ყველაფერს თავის მიზეზი აქვს და იმ პოლიტიკოსების რიცხვს ნამდვილად არ მიეკუთვნება, ვისაც სკანდალები უყვარს. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა და რეკორდსმენი პარლამენტარობისა, საახალწლო სამზადისში მეუღლესთან ერთადაა ჩართული და მისთვის მთავარი, ამ დღეს საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნაა.
ადა მარშანია
: ყოველ ახალ წელს ერთი პრობლემა მაქვს – ძალიან მიყვარს ნაძვის ხის სუნი, მაგრამ უსაშველოდ მეცოდება მოჭრილი ხე. ამიტომ, მე და ჩემი მეუღლე პრინციპულად არ ვყიდულობთ ცოცხალ ნაძვს. ხელოვნური დიდად არ მომწონს ან რომელიც მომწონს, საოცრად ძვირია, ამიტომ ბუნებრივი ნაძვის ტოტებს ვყიდულობთ და გვირგვინს ვაკეთებთ, რომლითაც ბუხარს ვალამაზებთ. ბუხარი ჩვენი სახლის მთავარი სიმდიდრეა, რომელიც ყველაფერ კარგთან ასოცირდება. ასე რომ, ტრადიციული ნაძვის ხე არ მაქვს. ჩვენი მეკვლე კი ჩვენი ძაღლია – ლაიკა, რომელიც ძალიან გვიყვარს და სხვათა შორის, საოცარი ფეხი აქვს.
– რა არის თქვენი ოცნება ამ წლისთვის?
– ეს არის კონკრეტული ძვრები აფხაზეთთან დაკავშირებით. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და არაა გამორიცხული, სააღდგომოდ, პირველი ჯგუფი გავგზავნოთ იქ. ადამიანებმა საკუთარი ახლობლების საფლავებზე გასვლა უნდა შეძლონ.
– ხშირად საუბრობთ პუტინთან და რუსეთთან ურთიერთობაზე, ამას საზოგადოების მხრიდან კრიტიკული დამოკიდებულება მოჰყვება ხოლმე
– პუტინი ქვეყნის პრეზიდენტია, მოგვწონს თუ არა ეს ჩვენ. აუცილებლად უნდა ვესაუბროთ – გველეშაპი ხომ არაა, ადამიანია. ბევრი მეუბნება, მასთან ადამიანური საუბარი წარმოუდგენელიაო, მაგრამ იმისთვის, რომ მე აფხაზეთში დავბრუნდე, რა პრობლემაა პუტინთან საუბარი?!. კი ბატონო, ვთქვათ, გველეშაპია, ადამიანური ენა არ ესმის და მაინც მოგვატყუებს, მაშინ კიდევ 25 წელი ასე გავაგრძელოთ? თუ რისი იმედი გვაქვს  – ვინმე ჯადოსნურ ჯოხს გამოიყენებს და ისე დაგვიბრუნებს აფხაზეთს, ან იომებს რუსეთთან, წაართმევს და ჩვენ დაგვიბრუნებს?! გასაგებია, საერთაშორისო ზეწოლა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, აგერ უკრაინის მდგომარეობას – მერე რა? შედეგი? კი ბატონო, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ კიდევ დიდხანს დაველოდებით შესაბამის პოლიტიკურ ამინდს. ეს არის პოზიცია, მაგრამ ჩემთვის – მიუღებელი. ამ ორ რეგიონში უმძიმესი მდგომარეობაა. განსაკუთრებით კარგად ვიცი აფხაზეთის მდგომარეობა. იქ დემოგრაფიული სურათი ყოველდღიურად იცვლება. ადგილობრივი მოსახლეობა უკვე უმცირესობაშია სხვა ეროვნებასთან შედარებით. თუმცა, იმ სხვა ეროვნებასთან – სომხებთან ერთად, ჩვენ არაჩვეულებრივად ვცხოვრობდით. მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. პატიოსანი, მშრომელი ხალხია, მაგრამ ისტორიულად, ადგილობრივ მოსახლეობაზე მეტი რომ ხდები, რაც უნდა ტოლერანტული იყო, ეს მაინც ქმნის დაძაბულობას. ამიტომ, ვიმეორებ ხშირად, რომ ჩვენ ლოდინის დრო აღარ გვაქვს.
– გული არ გწყდებათ, როცა ამის შემდეგ ვიღაც პრორუსად მოგიხსენიებთ?
–  პოლიტიკაში რომ ხარ, ამას უნდა მიეჩვიო. გაჩვენებთ ჩემს პირად მიმოწერას, დედის გინებებიც არის. თუ ვინმემ შემაგინა, მეც ვაგინებ კულტურულად. რას ნიშნავს აქ თმენის ვალდებულება? მე თუ დედის გინება მოვითმინე, ნორმალური ადამიანი არ ვყოფილვარ, ეს პირადი შეურაცხყოფაა. კრემლისა და პუტინის აგენტები ხართ და საქართველოს ღალატობთო, მწერენ. პუტინი თვალით არ მინახავს, მაგრამ რადგან რუსეთში მივდივართ, ესე იგი, გააზრებული მაქვს მასთან ურთიერთობის მნიშვნელობა. რუსეთის ფედერაციის გარეშე, ეს საკითხი არ მოგვარდება. უნდა შევაგროვო ეს წერილები და გამოვცე. მინდა, ხალხმა ნახოს, რა დღეში აგდებენ პოლიტიკოსებს. თუმცა, როცა შენს სიმართლეში დარწმუნებული ხარ, მაშინ უწმაწური გინება მაინცდამაინც არ მოქმედებს. ადამიანი ვარ და ემოციურად უსიამოვნოა. მშობლების გინებას არავის ვაპატიებ და პასუხს ვაძლევ, მაგრამ საჯარო სივრცეში რომ ეს იკადრონ, არ ვიცი, რას გავაკეთებ.
– თქვენთან დაკავშირებულ სკანდალებზე როგორ რეაგირებთ?
– ბევრი პოლიტიკოსი ხელოვნურად იწვევს სკანდალებს, ყურადღების მიქცევის მიზნით. ზოგი ბუნებრივად ასეთი ტიპაჟია. მაგალითად, აკაკი ბობოხიძე ასეთი ადამიანია – არაერთხელ მინახავს მისი ჩხუბი სხდომათა დარბაზში. მე არ მიყვარს სკანდალები, მაგრამ ჟურნალისტებს უყვართ. ქლიბის ისტორია იყო საოცრად სკანდალური. რა მექნა, ფრჩხილი მომტყდა და ხან, ზედატანი გამოვძაფე, ხან – კაბა. ვიფიქრე, სანამ ყველაფერს დავხევ, უცებ გავიქლიბავ-მეთქი. ქალები უფრო გამიგებენ ამ ამბავში. თან, შესვენება იყო და ინსტინქტურად გავაკეთე ეს. ფრჩხილი გავიქლიბე, დიდი ამბავი, ადამიანი ხომ არ დამიხრჩვია?! კი, ბატონო, ფრჩხილი გავიქლიბე იქ, სადაც ეს არ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ მერე ისე გამოჩნდა, თითქოს, მე უსაქმურად ვზივარ პარლამენტში და ფრჩხილებს ვიქლიბავ. თქვენ ვერ წარმოიგდგენთ, რამხელა გამოხმაურება მოჰყვა ამ ამბავს. ყოველდღე საშინელი ამბები მომდის აფხაზეთიდან და ისეთ მწარე პრობლემებზე ვსაუბრობ, მაგრამ ამაზე არავინ არაფერს ამბობს. ხალხო, რა გვჭირს, რით ვართ დაკავებულები? აფხაზეთია ჩვენი პრობლემა ჩემი ფრჩხილის გაქლიბვა კი არა. მერე გააშარჟეს, თითქოს თმებს ვიხვევ პარლამენტში და „საპარიკმახერო“ მაქვს მოწყობილი. ხუმრობა მესმის, მაგრამ მიკვირს, ადამიანებს რომ ეს უფრო აინტერესებთ, ვიდრე რეალური პრობლემები.
– სკანდალური იყო თქვენი და კვიციანის მიერ მაგიდაზე ხელების ბრახუნიც. განსაკუთრებული გამოხმაურება დაიმსახურა თქვენ მიერ კვიციანის კამერების წინ „გაქრობამ“.
– ჩვენ გვქონდა შეთანხმება, რომ ბრიფინგის შემდეგ, არავის მიეცა ინტერვიუ. ბატონი ემზარი გვიან შემოგვიერთდა და საქმის კურსში არ იყო. ამიტომ, მე ავუხსენი. ემზარი მიხვდა, რომ რაღაცაშია საქმე და მან ეს არ იცის. მე დამიჯერა, რადგან მიცნობს და პატივს მცემს. რას ნიშნავს, აუკრძალა ლაპარაკი? ემზარს არ სწყენია.  უბრალოდ, იმ მომენტში ასე იყო საჭირო. ეს არ იყო ძალადობა ემზარზე (იცინის), ან – „მე ვუბრძანე და ის დამემორჩილა“. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს. ამას უამრავი კუდი მოჰყვა და მერე წავიკითხე, რომ თურმე, მოსკოვში ვაპირებდით ჯვრის დაწერას. ეს იქნებოდა კიდევ ერთი დასტური ჩვენი კრემლის აგენტობისა. ამას სხვა „პეწი“ აქვს (იცინის). ამას ახლდა მსუბუქი უხერხულობა, რადგან კი ვიცით, რომ ეს მოგონილია, მაგრამ ორივეს ოჯახი გვაქვს. თუმცა, ორივე პოლიტიკაში ვართ და გვესმის ეს ყველაფერი.
– ცოტა ხნის წინ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ქართველი ბიჭის გეიქორწინებას ჩოხებით ამერიკაში.
– კარგია, რომ მოჰყვა. მე არ მესმის, არ მომწონს ეს მოვლენა და არ ვარ მომხრე. მაგრამ, ვიცი, ასეთი ადამიანები ყოველთვის არსებობენ და იარსებებენ. არ ვიცი, ამას რა დავარქვა, ნორმიდან გამოსვლა, გარყვნილება თუ ბიოლოგიური დარღვევა. არ ვიცი, რა არის სწორი. მაგრამ, ამას რომ მივესალმოთ და რეკლამა გავუკეთოთ, არასწორია. მით უმეტეს, რომ თოთო, არამდგრად ბავშვებს ფორმირების პროცესში მივცეთ დავალება, რომ საპირისპირო სქესის როლი მოირგოს, ეს მათზე ტერორად და სტრესად მიმაჩნია. ევროპაში მიღებულია ასეთი თამაშები დაბალ კლასებში და უნდათ, ჩვენთანაც შემოიტანონ. რად უნდა ამას სპეციალური თამაშები. თუ ადამიანი ასეთია, ეს ხომ ისედაც გამოვლინდება? ასევე, არ მესმის, როცა ასეთი წყვილების მიერ ბავშვის აყვანაზეა ლაპარაკი. არ შეიძლება კატეგორიულობა, მაგრამ ამის წინააღმდეგი ვარ. თუ მართმადიდებლები ვართ, ჩვენი რწმენის მიხედვით, ეს მკვლელობაზე უარესი ცოდვაა. ადრე მათ ეკლესიის ეზოშიც კი არ უშვებდნენ. 25 წელი გარეთ უნდა მდგარიყვნენ, რომ ცოდვა გამოესყიდათ და მერე მისცემდნენ ეკლესიის ეზოში შესვლის უფლებას. ჰომოსექსუალიზმი არის, იქნება და ამას ვერ მოსპობ, მაგრამ იყვნენ თავისთვის. თუმცა, იმის გამო, რომ სექსუალურ უმცირესობას წარმოადგენენ, მათ არავინ უნდა შეეხოს და მათი სიცოცხლე, ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არ უნდა დადგეს.
შეიძლება, მათ თქვან, ჩვენ შეგვიძლია, ჩოხის ჩაცმაო. მაგრამ, ჩოხა ეროვნული სამოსია, რომელიც ჩვენს წარმოდგენაში, ვაჟკაცებთან ასოცირდება. ჩოხით იბრძოდნენ და კვდებოდნენ გმირები. ნამდვილად არ უნდა მოქცეულიყვნენ ასე. ჩემში ამან გაღიზიანება გამოიწვია. ეს ქორწინება თავისთავად გამოწვევაა და თან, როცა ამას ეროვნულ სამოსში აკეთებ, სამოსში, რომელსაც ეროვნულ დღესასწაულებზე იცვამენ და მთელი ერი პატივს სცემს – ეს ჩემთვის ორმაგი გამოწვევაა. მე რომ მკითხო, ჩოხას „ღიპიან კაცებსაც“ არ ჩავაცმევდი (იცინის). პირადად,  მე, ძალიან მინდა, მაქსიმალურად ჩავდგე ფორმაში, რომ 26 მაისს „სამოსელი პირველის“ მორგება შევძლო. მამაჩემი ძალიან ამაყობდა, რომ ჩოხას ატარებდა. მამა ჩოხით დავკრძალეთ და წარმოიდგინეთ, რა დამოკიდებულება აქვს ჩემს ოჯახს ჩოხისადმი.
– რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას?
– მე მომხრე ვარ, რომ კანონი უფრო ჰუმანური გახდეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში დეკრიმინალიზება. მიმაჩნია, რომ სერიოზულ ნარკომანებს იძულებით უნდა ვუმკურნალოთ. ისინი საზოგადოებრივად საშიშნი არიან. „წამლის“ გამო ყველაფერზე წავლენ და ჩვენ ამას ვერ ვუყურებთ. ციხეში რომ ჩასვა, იქ ყველას დაგლეჯს, კრუნჩხვები დაემართება.
– მე მყავდა რესპონდენტი, რომელიც ამბობდა, რომ ამას დიდი ეკონომიკური სარგებელი აქვს. ვაზი რომ ავჩეხოთ და მარიხუანა დავთესოთ, გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვექნება მატერიალურადო.
– უკაცრავად, განარკომანებული საზოგადოება, ნეტავ, რა სარგებელს მოიტანს? სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ეს კატასტროფააა. ჩავაბაროთ ყველა ახალგაზრდა გოგო ბორდელში, მათ შორის, მისი და და დედამისი. ასე ვუპასუხოთ ამ ადამიანს, თორემ სხვანაირად, ვერ გაიგებს რა სისულელეებს ბოდავს. ვიცხოვროთ ყველამ საროსკიპოებში და მოვწიოთ „ანაშა”, არაჩვეულებრივი სახელმწიფო გამოვა. თავისუფლება ის არ არის, რასაც ესენი ეძახიან.
скачать dle 11.3