კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 წლის პლასტიკურ ქირურგად აღიარებულ სიმონ მუმლაძის წარმატების საიდუმლო

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი

პლასტიკურ ქირურგიაში რინოპლასტიკა (ცხვირის ესთეტიკური ოპერაცია) ერთ-ერთი ურთულესი ოპერაციაა. სწორედ ამ მიმართულებით დახელოვნებული, ცნობილი და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პლასტიკური ქირურგი – სიმონ მუმლაძე მიიჩნევს, რომ პლასტიკური ქირურგის პროფესიული წარმატება მადლიერი და კმაყოფილი პაციენტების რაოდენობაშია, რასაც მაღალპროფესიულად შესრულებული ქირურგიული ჩარევები განაპირობებს. „ცხვირების დიდოსტატად” წოდებულ სიმონ მუმლაძის გამორჩეულ „ხელწერას” ჩვენი მკითხველის დიდი უმრავლესობა ერთხმად აღიარებს.
მინი-დოსიე:
1977-1983 წლები – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი-სამკურნალი ფაკულტეტი;  1980-1983 წლები ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტის სახვითი ხელოვნების განყოფილება ქანდაკების სპეციალობით; 1990-1992 წლები – კლინიკური ორდინატურა სისხლის გადასხმის ს/კ ინსტიტუტში დამწვრობის ცენტრის ბაზაზე პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგიაში. 2006 წელს სტაჟირება დანიაში – იორინგისა და ოჰუსის ჰოსპიტლებში პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგიაში და პლასტიკურ ქირურგიაში – გრიმერის კერძო ჰოსპიტალში;  2011 წელს ისრაელში ჰადასას საუნივერსიტეტო კლინიკის პლასტიკური ქირურგიის დეპარტამენტში. არის სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციის დელეგატი.   2007-2010  წლებში იყო კლინიკა „მედიის” პლასტიკური ქირურგი; 2010-2016  წლებში შპს „ჯანმრთელობის ცენტრის” პლასტიკური ქირურგი. 2012 წლიდან კლინიკა „გიდმედიის” პლასტიკური ქირურგი, 2016 წლიდან კი, კლინიკა „ესთეტიკ  სერვისის“ პლასტიკური ქირურგი გახლდათ.
ამჟამად სიმონ მუმლაძე ჩაჩავას კლინიკაში არსებული ახალი ქირურგიული კლინიკის წამყვანი  პლასტიკური ქირურგია.
სიმონ მუმლაძე: ცხვირის პლასტიკა ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო ოპერაციაა ესთეტიკურ ქირურგიაში. ადამიანის ცხვირი სახის შუა ნაწილშია, თვალიც, უპირველესად, ცხვირს აღიქვამს სახეზე და მისი დეფექტების დაფარვაც შეუძლებელია. ვფიქრობ, ქირურგი, გარკვეულწილად, ხელოვანიც უნდა იყოს და ფლობდეს ვირტუოზულ ტექნიკას, იმისთვის რომ, პლასტიკური ქირურგიული ოპერაცია წარმატებულად შეასრულოს. ჩვენი პროფესია ნატიფი და დახვეწილი მოძრაობების შესრულებას ითხოვს, რადგან საქმე გვაქვს უმცირეს დეტალებთან, რომელიც განსაკუთრებულად უნდა დამუშავდეს. ჩვენ უარს ვამბობთ ხელოვნურ შედეგებზე და ვცდილობთ, მაქსიმალურად ახლოს ვიყოთ ბუნებრიობასთან, ნატურალიზმთან. ცხვირი უნდა იჯდეს სახის პროპორციებში.
– კონსულტაციაზე მოსულ პაციენტებს როგორ ურჩევთ ცხვირის სასურველ ფორმას?
– ხშირადია შემთხვევა, როცა კონსულტაციაზე მოსულ პაციენტს, რომელიმე ცნობილი სახის ან თუნდაც მისი ახლობლის ფოტოსურათი მოაქვს და მთხოვს ზუსტად იდენტური ცხვირის გაკეთებას. ასეთი მიდგომა არასწორია, რადგან ყოველი ადამიანის სახის ფორმა, პროპორციები და ნაკვთები განუმეორებელი და ინდივიდუალურია. ყოველთვის ვითვალისწინებ, როგორი ფორმის ცხვირი მოუხდება მას და ამიტომ, არცერთი პაციენტის ცხვირი ერთმანეთს არ ჰგავს. კონსულტაციაზე მოსულს უპირველესად, ვაჩვენებთ ჩვენს შედეგებს და ამის შემდეგ ვიწყებთ საუბარს პაციენტის გარშემო. ვათვალიერებთ ცხვირის სავალებს, ვაზუსტებთ, რა უნდა გაკეთდეს ოპერაციის დროს და ვყალიბდებით ვიზუალურ მხარეზე. პაციენტის, მომავალი ცხვირის ფორმის შესაძლო ვარიანტებს, ოპერაციამდე ვუხატავ. ხშირად რამდენიმე ვარიანტს ვაჩვენებ და ბოლოს ერთად ვარჩევთ როგორი ფორმის ცხვირი მოუხდება მის სახეს. ვიდრე ცხვირი ნახატზე სრულყოფილ სახეს მიიღებს, უამრავ დეტალს ვითვალისწინებ. პაციენტთან საუბრისას, გარდა ვიზუალური მხარისა, ვცდილობ, გავერკვე მის ხასიათსა და ფსიქოლოგიაში, რაც ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ოპერაციის შემდეგ არ დაიკარგოს. სწორად შერჩეული ცხვირის ფორმით, ადამიანებს წლები აკლდებათ, ლამაზდებიან და რაც მთავარია, ბევრად უფრო თავდაჯერებულები ხდებიან. რა თქმა უნდა, ვეხმარებით გაუარესებული სუნთქვის აღდგენაშიც.  ფუნქცია უმთავრესი და უმნიშვნელოვანესია.
– რა სირთულის მანიპულაციებს აკეთებთ?
– კავკასიური ცხვირი სპეციფიკური თავისებურებით გამოირჩევა  – კეხიანია, ხშირ შემთხვევაში, დიდი ზომის და დაშვებული ცხვირის წვერით. თუ ამას ემატება ტრავმა, ცხვირი სხვა სახის დეფორმაციებსაც იღებს და ხშირად უფრო რთული პათოლოგიები იჩენს თავს. ზოგჯერ გვიწევს რადიკალური ზომების მიღება. მაგალითად, საკმაოდ რთული, მაგრამ არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა  თავისივე ნეკნის ხრტილის გადანერგვა. არც თუ ისე იშვიათია, როცა ძგიდის დიდი დეფექტის დროს, ცხვირი კარგავს საყრდენს და დეფორმირდება. იმისთვის, რომ მისი სტრუქტურული მთლიანობა აღდგეს, საჭიროა, თავისივე ნეკნის ხრტილის, შესაძლოა, ყურის ხრტილის (თუმცა, უმეტეს შემთხვევსში,  ეს უკანასკნელი საკმარისი არ არის) გადანერგვა.
– რა ასაკიდანაა შესაძლებელი რინოპლასტიკა და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები თუ მოგმართავენ ხშირად?
– ცხვირის რინოპლასტიკა გოგონებში 16 წლიდან, ხოლო  ბიჭებში – 18 წლიდან კეთდება. ამ წესს მკაცრად ვიცავ. სახალხო პროექტ „ნიჭიერი 2017-ის”  მონაწილე – ლევან ქორქიას 17 წლის ასაკში სურდა ცხვირისა და ყურების ოპერაცია, მაგრამ უარი ვუთხარით და 18 წელი რომ შეუსრულდა, მაშინ გავუკეთეთ. პროექტის შესარჩევ ტურში ძველი ვიზუალით გამოვიდა, შემდეგ გაიკეთა ოპერაცია და მეორე ტურზე უკვე სრულიად სახეცვლილი წარდგა მაყურებლის წინაშე, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი ვერ მიხვდა, რომ ეს ის ლევანი იყო. რა თქმა უნდა, არაერთი ცნობილი ადამიანი მოდის ჩვენთან. თუმცა, არსებობს შესაბამისი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მათი სურვილიდან გამომდინარე, კონფიდენციალურობას ვინარჩუნებთ.
– რა შემთხვევაში ეუბნებით უარს პაციენტს რინოპლასტიკაზე?
– როდესაც ექიმი ხედავს, რომ პაციენტი ფსიქიკურად გაუწონასწორებელია, ასეთ შემთხვევაში, ოპერაციაზე დათანხმება არ შეიძლება. ხშირად ჰგონიათ, რომ ლამაზი ცხვირი მათ პირად და კარიერულ პრობლემებს მოაგვარებს, მაგრამ ეს არასწორი მიდგომაა. არის შემთხვევები, როცა პაციენტის ცხვირის ფორმა დამაკმაყოფილებელია და განსაკუთრებულს ვერაფერს შევმატებთ. ასეთ დროს, უმჯობესია, დავარწმუნოთ, რომ მას არ სჭირდება ოპერაცია. ცვლილება ყოველთვის არ ნიშნავს უკეთესობას და ზოგჯერ ეს სიახლე შეიძლება, დადებითად ვერ მიიღოს პაციენტმა და მისმა გარემოცვამ. ამიტომ, ექიმმა და პაციენტმა ერთად უნდა აწონ-დაწონონ მოსალოდნელი შედეგები.
ლევან ქორქია: როდესაც ოპერაციის გაკეთება გადავწყვიტე, ჩემი გარშემომყოფების უმრავლესობამ მირჩია, სიმონ მუმლაძესთან მივსულიყავი. მართლაც, მისი პროფესიონალიზმით და იქ არსებული ძალიან თბილი და გულისხმიერი დამოკიდებულებით გაოცებული ვარ. ასეთ კარგ შედეგს ნამდვილად არ ველოდი, ძალიან ბუნებრივად გამოვიყურები და ვერავინ ხვდება, რა მაქვს გაკეთებული.

საკონტაქტო ტელ:
555  51 08  65 – მეგი.
Facebook: პლასტიკური ქირურგია-სიმონ მუმლაძე/ Simon Mumladze

скачать dle 11.3