კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 „ლივ ჰოსპიტალი“ – არაერთი გადარჩენილი სიცოცხლე, დამარცხებული მძიმე პათოლოგიები და სივრცე, სადაც ყველა სპექტრის სპეციალისტი ერთად მუშაობს

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

„ლივ ჰოსპიტლის“ პირველი ფილიალი  ქალაქ სტამბოლში, ულუსის უბანში, 2013 წლის იანვარში გაიხსნა და დღეს ის თავის სფეროში, ერთ-ერთი საუკეთესოა. ჰოსპიტალში სრულფასოვანი მკურნალობისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი პაციენტებისთვის.  ამიტომაც, „ლივ ჰოსპიტალში“ საქართველოდან ძალიან ბევრი პაციენტი ჩადის, რომელთაც მომსახურების სრულ სპექტრსა და შეღავათიან ფასებს სთავაზობენ.
ნინო თომაშვილი (საერთაშორისო მარკეტინგის დეპარტამენტის რეგიონალური განყოფილების ხელმძღვანელი):
„ლივ ჰოსპიტლის“ ჯგუფის სახით, ვამუშავებთ 49 სამედიცინო დეპარტამენტს. ჩვენი 50-პროცენტიანი ამერიკული პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ და დავნერგოთ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უახლესი სამედიცინო მიღწევები; პაციენტებს შევთავაზოთ მკურნალობა და ქირურგიული მომსახურება უახლესი ტექნიკური მიღწევებისა და აღჭურვილობის გამოყენებით – მთელ მსოფლიოში მიღებული გამოცდილების მედიკოს-სპეციალისტთა გუნდის მეშვეობით.
„ლივის“ კლინიკები რეგიონის წამყვანი საავადმყოფოების ჯგუფია მთელ რიგ სპეციალობებში,  მათ შორისაა: ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, რეგენერაციული მედიცინისა და ღეროვანი უჯრედების პროდუქციისა და გამოყენების ცენტრი, უშვილობა და PGD, გენეტიკური დიაგნოსტიკის ცენტრი, მრავალმხრივი სიმსივნის ცენტრი, განვითარებული აპარატული ცენტრი, ორთოპედია, კარდიოლოგია, პედიატრია, შიდა დაავადებები, პლასტიკური ქირურგია, დერმატოლოგია, სტომატოლოგია, ჰემატოლოგია, გულმკერდის ქირურგია, ENT, ოფთალმოლოგია, ზოგადი ქირურგია, უროლოგია, გინეკოლოგია, CVS, კრიტიკული მკურნალობის განყოფილება, ნეიროქირურგია და სხვა განყოფილება.  „ლივ ჰოსპიტალში” უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიის სახით აგრეთვე ხელმისაწვდომია IORT, Truebeam STX, Pem, PetCT, Davinci Robotics, Makoplasty Robot, eximerLasik.
როგორც ცნობილია, საქართველოში „ლივ ჰოსპიტლის“ წარმომადგენელი, პლასტიკური ქირურგი, კოტე მათითაშვილია: 27 დეკემბერს სამედიცინო ცენტრი MEDINVEST+ში „ლივ ჰოსპიტლის“ ორთოპედ-ვერტებროლოგმა მიიღო 70-მდე პაციენტი და მათ შორის, ძალიან ბევრს ჰქონდა ხერხემლის მძიმე პათოლოგიები, რომელთაც, რეალურად ოპერაციული მკურნალობა სჭირდებათ. რა თქმა უნდა, ასეთი ოპერაციის გაკეთება შესაძლებელია „ლივ ჰოსპიტალში“ და კონკრეტული პაციენტებისთვის უკვე მზადდება ფინანსური დოკუმენტები, რომელიც, ბუნებრივია, საქართველოში გაივლის სათანადო სპეციალისტების დასკვნას. მე ვნახე ისეთი სქოლიოზები, რომლებიც შორიდანაც თვალისთვის კარგად აღსაქმელია. ვნახე დეფორმული ხერხემლები, რომლის გასწორებაც „ლივ ჰოსპიტალში“ შესაძლებელია და ოპერაციის მეორე დღიდან პაციენტი ფეხზე დგება. რამდენიმე დღეში კი, უკვე შეუძლია, დაუბრუნდეს სამშობლოს.
– თუ იგეგმება სხვა მიმართულების ექიმების ჩამოყვანაც?
– ყველასთვის ცნობილია, მკურნალობის რა მასშტაბები აქვს „ლივ ჰოსპიტალს“. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩამოვიყვანოთ ისეთი სპეციალისტები, რომელთა მოთხოვნაც საქართველოს სამედიცინო ბაზარზე შედარებით მეტია. ეს შეიძლება, იყოს ნეიროქირურქი – თავის ტვინის მძიმე პათოლოგიების დროს, ასევე, თორაკალური ქირურგი, ბავშვთა ონკოლოგი. ანუ, ის სპეციალისტები, რომელთანაც კონსულტირების სურვილი ექნებათ საქართველოში. პირადად ჩემი სურვილია, რომ ქართველ კოლეგებთან ერთად, მოხდეს ეს ყველაფერი. მათ მოგვაწოდონ რეალური, პრაგმატული ინფორმაცია, თუ რა სფეროში შეიძლება, დავიხმაროთ ჩვენი თურქი კოლეგები. შეიძლება, ამასთან დაკავშირებით, ლექციებიც ჩავატაროთ, რომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა, მათ შორის, ჩემმა კოლეგებმა, მოისმინონ, რა ტიპის მკურნალობები ტარდება „ლივ ჰოსპიტალში“. ყველა ექიმი, რომელიც თურქეთიდან გვესტუმრება, იქნება უმაღლესი კატეგორიის, გაივლის სათანადო სერტიფიცირებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ამის შემდეგ, უკვე შეგვიძლია დავეხმაროთ პაციენტებს ყველა მიმართულებით. რაც მთავარია, ჩვენი დახმარება მოხდება ეთიკისა და კანონის დაცვით, რისთვისაც დიდი მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს და იმ სამსახურებს, ასოციაციებს, რომლებიც გვერდში დაგვიდგნენ. ანდა, დაგვიდგებიან მომავალში, რათა კოლეგების აზრი გაიზიარონ და მძიმე პაციენტების შემთხვევაში, მათი მოწოდებული ინფორმაცია მიიღონ.
უახლოეს მომავალში, ასევე, გვინდა, სერვისში ჩავრთოთ  ლაბორატორიული კვლევებიც: პრეპარატის აღება მოხდება საქართველოში, შემდეგ გადაიგზავნება თურქეთში და უმოკლეს ვადებში მივიღებთ პასუხებს. არ შემიძლია, ხაზი არ გავუსვა სამედიცინო ცენტრ MEDINVEST+-ს, სადაც ძალიან კარგი პირობებია იმისთვის შექმნილი, რომ ჩამოსულმა ექიმმა კომფორტულად, სწრაფად მიიღოს პაციენტები, გაუწიოს მათ კონსულტაციები.
– „ლივ ჰოსპიტალში“ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაც განსაკუთრებულად არის განვითარებული.
– საქართველოში ონკოლოგიაში საკმაოდ დიდი ნაბიჯები გადაიდგა. სხვადასხვა სამედიცინო ცენტრმა ჩამოტანეს და დანერგეს ახალი ტექნოლოგიები. მაგრამ, ყველაფერი ერთ გუნდურ სივრცეში უნდა იყოს, რადგან პაციენტებს ძალიან უჭირთ სხვადასხვა ადგილას მისვლა, სხვადასხვა სპეციალისტთან ვიზიტი. ონკოლოგიაში არის პათოლოგიები, სადაც ერთი სივრცეა მნიშვნელოვანი და „ლივი“ სწორედ ის სივრცეა, სადაც ყველა სპექტრის სპეციალისტი ერთადაა. ერთ პაციენტთან მუშაობს მთელი გუნდი, რომელიც ცდილობს, ფეხზე დააყენოს და ისე გამოუშვას ის საქართველოში. „ლივ ჰოსპიტალში,“ ასევე, დანერგილია რობოტოქირურგია, რაც, ძირითად შემთხვევაში, ონკოლოგიაში, თავის ტვინის სიმსივნეების დროს, მიუწვდომელ, რთულ სამუშაო ადგილებში დამხმარე საშუალებაა. ეს არის ჩვეულებრივი „რობოტი“, რომელსაც მართავს გამოცდილი ექიმი და ის, გარშემო არსებული ქსოვილების დაზიანების გარეშე, კონკრეტულად იღებს დაზიანებულ ან ონკოლოგიური უჯრედებით მოცულ უბანს. გამოჰყოფს ანატომიურად ისეთ ქსოვილებს, რასაც ადამიანის ხელი ვერ მიწვდება, ან იგივე სიზუსტით ვერ გააკეთებს. ეს ძალიან ეფექტური სამკურნალო ხელსაწყოა, რომელიც დამატებით ეხმარება ადამიანს. რაც შეეხება ბავშვთა ონკოლოგიას, საქართველოშიც კარგად არის ის განვითარებული, არსებობს სხვადასხვა ფონდი და მათ ეხმარებიან. მაგრამ, მედიცინას არ აქვს საზღვრები, „ლივ ჰოსპიტალში“ არიან სხვა მიმართულების ექიმები, აქვთ განსხვავებული მიდგომები, რაც ისევ და ისევ პაციენტების სასარგებლოდ შეგვიძლია, გამოვიყენოთ.
თქვენს მკითხველს მინდა ვთხოვო, რომ მოგვმართონ იმ შემთხვევაშიც, თუ დიაგნოზი დაუდგენელი ან საორჭოფოა: დაწყებული უროლოგიიდან – დამთავრებული თავის ტვინის პათოლოგიებით, ნებისმიერი მიმართულებით. საწყის ეტაპზე ჩვენ ამ ინფორმაციას სრულიად უსასყიდლოდ გადავაგზავნით თურქ კოლეგებთან და პაციენტს დავანახვებთ სავარაუდო გეზს, მიმართულებას. „ლივ ჰოსპიტალი“ მზად არის, ყველას აღმოუჩინოს დახმარება, თუნდაც კონსულტაცია, რაც საწყის ეტაპზე უფასოა.
ნებისმიერი ინფორმაციის
მისაღებად ან დამატებითი
კონსულტაციებისთვის,
დაგვირეკეთ: ტელეფონის
ნომერზე: 599 72 40 00.
ელ-ფოსტა:
kote.livhospital@gmail.com.


скачать dle 11.3