კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 რომელი პრემიერის შემდეგ ჩამოაშორეს ვერა წიგნაძე ბალეტს და რატომ იცავდა ცხენოსანი მილიცია ოპერის თეატრს

თათია ფარესაშვილი ეკა პატარაია

ვერა წიგნაძე – ეს სახელი და გვარი არამხოლოდ საქართველოში, მსოფლიოს საბალეტო სამყაროშია ცნობილი. ბაქოში დაიბადა და გაიზარდა. ბაქოს ქორეოგრაფიული სასწავლებელი დაამთავრა, ბაქოს ოპერისა და ბალეტის თეატრში ცეკვავდა. თუმცა, მისი პრიმა-ბალერინად ჩამოყალიბება თბილისში მოხდა და ამაში ვახტანგ ჭაბუკიანს მიუძღვოდა დიდი წვლილი. ის პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ვახტანგ ჭაბუკიანს „ოტელოში“ გაუწია პარტნიორობა. ამ დღიდან  ის ჭაბუკიანის უცვლელ პარტნორად დარჩა.
პირველად გთავაზობთ ამ საოცარი ქალბატონის დღიურებს, რომლის სინაზეს, სინატიფეს, ჰაეროვნებასა და განსაკუთრებულ ქორეოგრაფიულ პლასტიკას, სცენაზე თუ ცხოვრებაში, კაციც და ქალიც ერთნაირად მოჰყავდა აღტაცებაში.     
„ვერა წიგნაძე ბაქოში დაიბადა. ომის დროს იქაურ ქორეოგრაფიულ სკოლაში სწავლობდა. სწორედ ომის დროს ჩავიდა ბაქოში გასტროლებზე ვახტანგ ჭაბუკიანი, დიდი თეატრის პრიმა-ბალერინა, მარინა სიმიონოვასთან ერთად. წიგნაძემ სთხოვა თავის პედაგოგებს, წერილით მიემართათ ჭაბუკიანისთვის. ისინი წერდნენ, რომ მათ სკოლაში სწავლობს ნიჭიერი ქართველი გოგონა, რომელსაც ყურადღების მიქცევა სჭირდება (წყარო: „რადიო თავისუფლება“). წიგნაძემ თვითონ მიუტანა წერილი ჭაბუკიანს, მაგრამ გოგონამ ვერ გაბედა მასთან დალაპარაკება და წერილი მარინა სიმიონოვას გადასცა. სიმიონოვას წიგნაძის პედაგოგებისთვის უთქვამს, ჭაბუკიანმა წერილი წაიკითხა, მაგრამ მხოლოდ გაიღიმა და არაფერი თქვაო. ორი წელი ისე გავიდა, ვახტანგ ჭაბუკიანი ვერა წიგნაძის პედაგოგთა თხოვნას არ გამოხმაურებია. ამასობაში, ახალგაზრდა ბალერინამ დაამთავრა ბაქოს ქორეოგრაფიული სასწავლებელი
და ახუნდოვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიწყო ცეკვა. აზერბაიჯანულ ბალეტის სამყაროში მას „თავისად” მიიჩნევდნენ, თუმცა, როგორც მოგვიანებით აღნიშნა, იმხანად წიგნაძე მხოლოდ სამშობლოში დაბრუნებასა და თბილისის ოპერის თეატრში ცეკვაზე ოცნებობდა. ომი დასასრულს უახლოვდებოდა, როცა ვერა წიგნაძემ ჭაბუკიანისგან დეპეშა მიიღო: ქართული ბალეტის მაესტრო მას თბილისში ეპატიჟებოდა. 1946 წლიდან ვერა წიგნაძე თბილისის ოპერისა და ბალეტის წამყვანი მოცეკვავე გახდა. ეს იყო იშვიათი შემთხვევა, როცა დებიუტანტი კორდებალეტში არ დააყენეს და თავიდანვე მთავარი პარტიების შესრულება შესთავაზეს (ჟიზელი, დედოფალი ირემა „გორდაში”, კატრი „დონ-კიხოტში”, ცისნამზე „სინათლეში”, ტაო-ხოა „წითელ ყაყაჩოში”, ოდეტა „გედის ტბაში” – ეს არასრული სიაა იმ პარტიებისა, რომელიც ვერა წიგნაძემ ვახტანგ ჭაბუკიანის დასში შეასრულა) იმ დასში, რომელიც ძირითად აქცენტს მამაკაცის პარტიაზე, ესე იგი, თავად ვახტანგ ჭაბუკიანზე, აკეთებდა. თუმცა, ჭაბუკიანმა კარგად იცოდა, რომ რეფორმა, რომელიც მან თანამედროვე ქორეოგრაფიაში განახორციელა და მამაკაცის როლს მნიშვნელოვანსა და ზოჯერ უფრო მნიშვნელოვანსაც ხდიდა, არ გულისხმობდა ქალის პარტიის შეზღუდვას. ვახტანგ ჭაბუკიანს კარგი პარტნიორი სჭირდებოდა – ის, ვინც არა მარტო საკუთარ, არამედ თავად ჭაბუკიანის შესაძლებლობებს წარმოაჩენდა... ან, სხვანაირად რომ ვთქვათ, ხელს არ შეუშლიდა ბალეტის მაესტროს სცენაზე. წიგნაძე, თავისი შეუდარებელი ტექნიკით, ბრწყინვალე ფუეტეთი, მსუბუქი ნახტომითა და ჰაეროვანი პლასტიკით, ჭაბუკიანისთვის უფრო მეტი იყო, ვიდრე პარტნიორი. მათ თავიდანვე კარგად გაუგეს ერთმანეთს. თამაზ ვაშაკიძე აღნიშნავს, რომ  იმ პერიოდში ვერა წიგნაძეს არა მარტო თბილისში, არამედ დიდ თეატრშიც რომ ეცეკვა, მას საბჭოთა ბალეტის პრიმა-ბალერინად აღიარებდნენო.  მაგრამ, წიგნაძემ ჭაბუკიანი არ მიატოვა... არ მიატოვა, მიუხედავად იმისა, რომ ბალერინები ხშირად ერიდებოდნენ ჭაბუკიანთან ერთად ცეკვას. ამბობდნენ: რომ ის მათ თვითგამოხატვის საშუალებას არ აძლევს,
მათ შესაძლებლობებს ზღუდავს; რომ კლასიკურ ბალეტში ძნელია ცეკვა იმ მამაკაცთან, რომელიც სცენაზე მაყურებლის ყურადღების ცენტრშია. მაგრამ, თამაზ ვაშაკიძის თქმით, ვერა წიგნაძე გამონაკლისი გახლდათ ჭაბუკიანის შემოქმედებით ბიოგრაფიაში: „ვერა არ დაჩრდილა, მაგრამ ვახტანგისგან დიდი იმპულსი მოდიოდა. რომ ვუყურებ ახლა „ოტელოს”, ვახტანგის შემოქმედებას, ძალიან ძნელია ამას გაუძლო.”  1947 წელს ანდრია ბალანჩივაძის ბალეტი „მთების გული”, ზურაბ კიკალეიშვილისა და ვერა წიგნაძის მონაწილეობით, ჩეხოსლოვაკიაში წარმოადგინეს. სპექტაკლის დასრულების შემდეგ, სცენაზე უზამაზარი ყვავილების კალათი შემოიტანეს – ეს იყო ჯორჯ ბალანჩინის ანსამბლის სოლისტების საჩუქარი. ბალანჩინი ახალგაზრდა ქართველ მსახიობებს შეერთებულ შტატებში ეპატიჟებოდა. ამერიკაში გამგზავრება ცხადია, ვერ მოხერხდა, თუმცა ამ წარმოდგენის შემდეგ ვერა წიგნაძის ოსტატობაზე მსოფლიო პრესა ალაპარაკდა. ბალეტის კრიტიკოსები აღნიშავდნენ, რომ ვერა წიგნაძე არა ჰგავს სხვა საბჭოთა ბალერინებს, რომლებიც, როგორც წესი, კლასიკური ბალეტის ტექნიკის დემონსტრირებას ცდილობენ და არა აქვთ სურვილი, ჩასწვდნენ როლის არსს...  50-იან წლებში ყველა დარწმუნდა, რომ ვერა წიგნაძე ერთნაირად ბრწყინვალედ ასრულებს როგორც დრამატულ, ისე ლირიკულ პარტიებს. უფრო მეტიც, შეუძლია ჩვენ თვალწინ გარდაქმნას ლირიკული დრამატულად – ითამაშოს, მაგრამ დაიცვას ქორეოგრაფიული ხელოვნების საზღვრები და ბალეტი პანტომიმად არ გადააქციოს... ეს ყველაფერი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ვახტანგ ჭაბუკიანს მაჭავარიანის ბალეტ „ოტელოზე” დაეწყო მუშაობა... ჭაბუკიანს ჰყავდა თავისი დეზდემონა – ვერა წიგნაძე... ბალერინა, რომელიც პლასტიკით ახერხებდა პუბლიკის ატირებას; ბალერინა, რომელიც სინაზის, ჰაეროვნების, სიმსუბუქის სიმბოლო გახდა ქართულ ქორეოგრაფიაში. ქართული ბალეტის წარმატება საბჭოთა „ქორეოგრაფიულ მაფიას” ყოველთვის აღიზიანებდა. „კაგებეში“ არ მოსწონდათ არც ჯორჯ ბალანჩინის დაინტერესება ქართველი მოცეკვავეებით. მას შემდეგ, რაც საქართველოს კომპარტიას შევარდნაძე ჩაუდგა სათავეში, ოპერის თეატრის საბალეტო დასს, პირადად ვახტანგ ჭაბუკიანსა და მის ფავორიტებს, ხელისუფლებამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ეს ის დროა, როცა თბილისში სულხან ცინცაძის ბალეტი „დემონი” დაიდგა – თანამედროვე ბალეტი, რომელშიც მთავარი პარტია ვერა წიგნაძემ შეასრულა. პრემიერის შემდეგ, „ცეკას“ დაკვეთით, პრესაში თითქმის ყოველდღე ქვეყნდებოდა კრიტიკული წერილები, რომელთა ავტორები ვერა წიგნაძეს „პენსიაზე გასვლას” ურჩევდნენ. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ვერა წიგნაძეს ცეკვაზე უარი ეთქვა. ასე დარჩა ის ლეგენდად. სცენა დაატოვებინეს, თუმცა მისი გამოცდილება გაითვალისწინეს და პედაგოგიური მუშაობის საშუალება მისცეს... მისი მოწაფეა თამაზ ვაშაკიძეც, რომლის თქმით, ვერა წიგნაძის ხელოვნება დღესაც არ მოძველებულა – „ქართველი დეზდემონასგან” ახალგაზრდა თაობას ბევრი რამ შეუძლია ისწავლოს... როცა „ვერა წიგნაძეს უყურებ დღეს, ის უძლებს აბსოლუტურად დროს... რომ უყურებ, როგორ ცეკვავენ ის ძველი მოცეკვავეები, ყველა შეჭამა დრომ.”  1994 წელს, როცა საქართველო აფხაზეთის ომის ჭრილობებს იშუშებდა, როცა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს დახურვის საშიშროება შეექმნა, ბალეტის მოყვარულებმა ვერა წიგნაძის 70 წლის იუბილე აღნიშნეს. ქართული ბალეტის პრიმა-ბალერინა ისევ ვახტანგ ჭაბუკიანს უხდიდა მადლობას... ხალხი ამბობდა, ჭაბუკიანის გვერდით მას არასდროს უცდია ყურადღების მიპყრობა, ყოველთვის გამოირჩეოდა თავმდაბლობითო... მაგრამ, ქორეოგრაფიის ისტორიაში ხშირად ყოფილა ასე: მაყურებელი უფრო მეტად იმას აქცევდა ყურადღებას, ვინც სხვისთვის ცეკვავდა... ასეთი ბალერინა საქართველოში ვერა წიგნაძე გახლდათ…
ვერა წიგნაძე იხსენებს: „ოტელო“ ჭაბუკიანის სული იყო, ეს იყო მწვერვალი საბალეტო ხელოვნებასა და ვახტანგის შემოქმედებაში… ეს სასწაული, ნამდვილი ზეიმი გახლდათ. არ მახსოვს, ვინმეს „ოტელო“ გაეკრიტიკებინოს. ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ ეს შედევრია. ძალიან თბილი და სასიამოვნო მოგონებები მაქვს მჟავანაძეზე. ბალეტი ფაქიზი ხელოვნებაა და მისი აღქმა ყველას არ შეუძლია. ვასილ მჟავანაძე ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა ქართულ კულტურას, ამაყობდა ჩვენით. მაგრამ, ამასთან საოცრად ფხიზელი თვალი ჰქონდა, ყველაფერს ამჩნევდა. მაშინ თბილისში, როდესაც სცენაზე ბალეტი იდგმებოდა, თეატრთან ცხენოსანი მილიცია იდგა, რადგან უამრავი ხალხი აწყდებოდა. ერთ პატარა ეპიზოდს გავიხსენებ, რომელიც ვასილ მჟავანაძის კრიტიკულ თვალზე მეტყველებს. ვასილ მჟავანაძე „ოტელოს“ რეპეტიციაზე მოვიდა. დამთავრდა რეპეტიცია და ვასილ პავლოვიჩმა, რა თქმა უნდა, ტაშით დაგვასაჩუქრა, ძალიან მოეწონა. შემდეგ ვახტანგ ჭაბუკიანი იხმო და ეუბნება: ძალიან კარგია, მაგრამ რატომ აქვს ვერას ასე ცოტა ცეკვა?! მჟავანაძემ შეამჩნია, რომ მე მხოლოდ დუეტები მქონდა, სოლო კი – არა. ამ საუბრის შემდეგ, ჭაბუკიანმა ჩემთვის „ტარანტელა“ დადგა. აღრფთოვანებული და ძალიან ბედნიერი ვიყავი. ვასილ მჟავანაძის დამსახურებაა, რომ სპექტაკლში ჩემთვის სოლო ცეკვები დაიდგა.“
მოსკოვის ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადაზე, „ოტელოს“ სანახავად დიდ თეატრში მივიდნენ: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი – დაგ ჰამარშელდი, ბელგიის დედოფალი – ელიზავეტა, საბჭოთა კავშირის მთავრობის თავმჯდომარე – ნიკიტა ხრუშჩოვი და სხვები. როგორც ყოველთვის, საზოგადოება წარმოდგენით კმაყოფილი დარჩა და საპატიო სტუმრებმაც სოლისტებს უშუალოდ გადაუხადეს მადლობა.“
скачать dle 11.3