№2 რა მოხდა ამ დღეს
8 იანვარი
1656 – ჰოლანდიის ქალაქ ჰარლემში გამოვიდა გაზეთი, რომელიც დღემდე გამოდის. ესაა დღემდე არსებული უძველესი პერიოდული გამოცემა.
1958 – 14 წლის ბობი ფიშერი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონი ჭადრაკში
9 იანვარი
1799 – ინგლისში მსოფლიოში პირველად შემოიღეს მოგების გადასახადი.
1816 – ქვანახშირის მაღაროებში პირველად გამოიყენეს უსაფრთხო ნავთის ლამპები.
1951 – ნიუ-იორკში გაიხსნა გაეროს შტაბ-ბინის შენობა.
10 იანვარი
1863 – გაიხსნა მსოფლიოში პირველი – ლონდონის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი.
1966 – გაიხსნა თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი: „ლენინის მოედანი – დიდუბე“.
1993 – იტალიაში სპეციალური კანონით აიკრძალა სექსი ავტომობილის ტარებისას.
11 იანვარი
1909 – ამერიკის შეერთებული შტატებში გაიმართა ქალთა პირველი ავტორბოლა.
1963 – ლოს-ანჯელესში გაიხსნა პირველი დისკოთეკა მსოფლიოში – Whisky-A-Go-Go.
1984 – პირველად მუსიკის ისტორიაში ალბომის გაყიდვამ გადააჭარბა 10 მილიონ ეგზემპლარს – ეს იყო მაიკლ ჯეკსონის „The Triller“.
12 იანვარი
1910 – წყვილი ჩინეთიდან: ყველაზე მცირეწლოვანი მშობლები – ბიჭი 9 წლის, გოგო – 8-ის.
1928 – რუს სანიდერი გახდა პირველი ქალი, რომელიც სიკვდილით დასაჯეს ელექტრო- სკამზე.
1932 – არკანზასელი ჰეტი კარაუეი იყო პირველი ქალი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წევრი გახდა.
13 იანვარი
1906 – მაღაზიებში გასაყიდად გამოიტანეს პირველი რადიომიმღები.
1917 – პარიზში საფრანგეთის კონტრდაზვერვამ დააპატიმრა მოცეკვავე ჯაშუში მატა ჰარი.
14 იანვარი
1119 – იერუსალიმში დაარსდა ტამპლიერთა რაინდული ორდენი.
1900 – რომში გაიმართა ჯაკომო პუჩინის ოპერის, „ტოსკას“ პრემიერა.
1953 – მარშალი ტიტო გახდა იუგოსლავიის პირველი პრეზიდენტი.