№2 ბრძნული აზრები
ბიბლია: თუ ამხელ უგუნურს, შეიძენ მტერს; ამხილე ბრძენი და შეიძენ მეგობარს.
სიუნ ცზი: დაუმარცხებლობა დევს ჩვენში, გამარჯვების შესაძლებლობა დამოკიდებულია მოწინააღმდეგეზე.
როკფელერი: მეგობრობა, დამყარებული ბიზნესზე, უკეთესია, ვიდრე ბიზნესი, დამყარებული მეგობრობაზე.
დიდრო: თავშეკავება კეთილისმყოფელობის პირველი საფეხურია, რომელიც სრულყოფილების დასაწყისიცაა.
რუსო: კარგად გატარებული დღე სიამოვნებაა, ხოლო კარგად გატარებული სიცოცხლე – ბედნიერება.
რუზველტი: ისტორიას ხალხი ქმნის, ხოლო გამოჩენილი პიროვნებები ამშვენებენ.
ჩესტერფილდი: იმის გამო, რომ არ არსებობს სიყვარულის საზომი, ყველას ჰგონია, მას ყველაზე მეტად უყვარს.
ლებოკი: თუ ფულს უთავბოლოდ არიგებ, უმეტესობაში შურს აღძრავ და არა მადლიერების გრძნობას.
ნილი: შიშის გამოთავისუფლება ყველა სკოლის კარზე ჩამოკიდებულ დევიზად უნდა იქცეს.
ბერსტონი: სიკვდილი ამპარტავნების საიდუმლო წამალია.
ზვიად გამსახურდია: ნიღაბი იქ ხდება საჭირო, სადაც სახე არ არის.
ნიცშე: ყველაზე დამახასიათებელი ტყუილი თავის მოტყუებაა, ხოლო სხვების მოტყუება – ეს იშვიათი გამონაკლისია.
პლატონი: ადამიანი იმით ფასდება, თუ როგორ იყენებს ძალაუფლებას.
ორუელი: საყოველთაო სიცრუის დროში სიმართლის თქმა რევოლუციური ქმედებაა.
სენეკა: ასი შებრძოლებიდან ასი გამარჯვება კი არ არის მთავარი, არამედ შებრძოლების გარეშე მტრის დამარცხებაა გამარჯვების მწვერვალი.
სვიფტი: მტერი შეიძლება, ჭკვიანი იყოს, მტრობა კი უმეცრებაა.
ფილდინგი: განუსაზღვრელის სურვილს შეუძლია განსაზღვრული არარაობად მოგაჩვენოს.
ტოლსტოი: სიღარიბე მხოლოდ მაშინ არის სამარცხვინო, როცა ის სიზარმაცითაა გამოწვეული.
დიკენსი: შენი ქვეყანა ყველაზე მეტად უნდა გიყვარდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ყველაზე უკეთესია.
მონტენი: ეჭვის მიზეზი ნაკლებ საშინელებაა, ვიდრე თვით ეჭვი.
მოლიერი: სიყვარული ადვილად ძლევს ქალის სიმტკიცეს.
ცვაიგი: ქალს ასაკი რომ მოემატება, მისთვის დროის დინება ჩერდება.