კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 როგორ დაგეგმა თითქმის ბრმა მამაკაცმა ყოფილი ცოლის მკვლელობა

თათია ფარესაშვილი ეკა ბარაბაძე

 43 წლის კობა ნ-ძე სამართალდამცველებმა   ყოფილი ცოლის,  39 წლის ეკა მ-შვილის მკვლელობისთვის დააკავეს.  საქმის მასალების მიხედვით, მან ეჭვიანობის ნიადაგზე ყოფილ ცოლს ცეცხლსასროლი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენა გულ-მკერდის არეში. ინციდენტის დროს ასევე დაიჭრა 29 წლის ნუკრი კ-შვილი, რომელიც ეკა მ-შვილთან ერთად იმყოფებოდა. მას დაზიანებები ფეხებში ჰქონდა მიყენებული.  სროლის შედეგად დაზარალებული აღმოჩნდა კიდევ ორი ადამიანი, რომლებიც ამ შემთხვევას შეესწრნენ.  
სისხლის სამართილის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.  საქმის მასალების მიხედვით, კობა ნ-ძემ ყოფილი ცოლის მკვლელობა წინასწარ დაგეგმა. ამისთვის მან მკვლელობამდე ორი კვირით ადრე შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი.  ამის შესახებ გარდაცვლილი ქალის მეგობრის ჩვენების შედეგად გახდა ცნობილი. მისი ჩვენებით, კობა ნ-ძემ მას დაურეკა და უთხრა, რომ   ყოფილი ცოლის მოკვლას გეგმავდა. ამონაწერი ლიკა ჯ-შვილის ჩვენებიდან: „კობას ათი წელია, ვიცნობ. მისი და ეკას უფროსი შვილის ნათლია  ვარ.  ორი  წელია, რაც ისინი ერთმანეთს დაცილდნენ, მაგრამ კობა ჩემთან კავშირს არ წყვეტდა.  რამდენიმე წლის  წინ კობას ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ,  თვალი დაუზიანდა, რის გამოც ერთი თვალიდან საერთოდ ვერ ხედავდა.  პრობლემა ჰქონდა მეორე თვალზეც, საკმაოდ შეეზღუდა მხედველობა. კობა  მეორე ჯგუფის ინვალიდი გახლდათ. მე ექთანი ვარ,  იმ პერიოდში  კობას სამედიცინო პროცედურებს ვუტარებდი და ამ დახმარებას არ ივიწყებდა. ყოველ დღესასწაულზე საჩუქრებს მიგზავნიდა, ჩემს მეუღლესაც  ეხმარებოდა. კობა და ეკა ერთმანეთს რომ დაცილდნენ, მათ შორის  ურთიერთობა ძალიან ცუდად განვითარდა. რამდენჯერმე კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაშიც კი გადავიდა. ასეთივე ინციდენტი უძღოდა წინ მკვლელობასაც. დაახლოებით, ორი-სამი კვირით ადრე, კობა ეკას სამსახურში მიუვარდა და უამრავი ადამიანის თვალწინ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.  ბოლო პერიოდში კობა ყოფილ ცოლზე ეჭვიანობდა. დამირეკა, ვიცი, ვისაც ხვდება და ჩემს შეურაცხყოფას არ ვაპატიებო. ერთ დღეს კი ისიც მითხრა, იარაღი ვიყიდეო. ამის შესახებ ეკას ვუთხარი,  გავაფრთხილე, მაგრამ მან არ დაიჯერა:  ჩემს შესაშინებლად გითხრა,  მაგას ისე ვუყვარვარ,  ჩემს მოკვლას  არ იფიქრებსო.
როგორც საქმის მასალებით გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ქალმა მუშაობა  სასტუმროში დაიწყო,  კობა ნ-ძე ყოფილ ცოლს ჯერ ქუჩაში დახვდა, შემდეგ სამსახურში მიუვარდა და ფიზიკური შეუარცხყოფა მიაყენა.  გარდაცვლილი ქალის ახლობელთა ჩვენების მიხედვით, მამაკაცი  ყოფილ ცოლს  თან შერიგებას სთხოვდა, თან მასზე ფიზიკურად ძალადობდა. ის განსაკუთრებით აგრესიული მას შემდეგ გახდა, რაც შეიტყო, რომ ეკა მ-შვილი ახალგაზრდა კაცს ხვდებოდა, რომელიც  მისი ახლობლის შვილი იყო და მამის მეშვეობით მამაკაცი სიტუაციაში გარკვევას შეეცადა. ამას ეკა მ-შვილისგან ყოფილი ქმრის მიმართ მუქარა მოჰყვა. ქალმა შეუთვალა, შენთან შერიგებას აღარ ვაპირებ და ჩემს პირად ცხოვრებას თავი დაანებეო.
მკვლელობის დღეს ნასვამი კობა  ნ-ძე  იმ სასტუმროში მივიდა, სადაც ყოფილი ცოლი მუშაობდა. თვითმხილველთა განცხადებით, მამაკაცი აგრესიული იყო. ყოფილი  ცოლის ადგილსამყოფელი მოიკითხა და როცა შეიტყო, რომ ეკა მ-შვილი ადგილზე არ იმყოფებოდა,  სასტუმრო მალე დატოვა.   სასტუმროს პერსონალს ეგონა, რომ ინციდენტი ამოიწურა და კობა ნ-ძე წავიდა. თუმცა, ის გვიან ღამით კვლავ დაბრუნდა სასტუმროსთან და ყოფილ მეუღლეს თითქმის ერთი საათი ელოდა.  საქმის მასალების მიხედვით,  კობა ნ-ძე  ყოფილ ცოლს სასტუმროსთან ჩაუსაფრდა.  ამონაწერი თვითმხილველის ჩვენებიდან: „ღამის პირველი საათი იქნებოდა, სასტუმროსთან ახლოს ვიდექი, მეგობარს უნდა შევხვედროდი. ჩემგან რამდენიმე მეტრში, უცხო მამაკაცი შევნიშნე. კედელთან იყო ჩაცუცქული და საეჭვოდ იქცეოდა. ჩემი ყურადღება იმით მიიქცია, რომ კედელ-კედელ ხელის ცეცებით დადიოდა. ხან ჩაიმალებოდა, ხან ისევ წამოიმართებოდა. თავიდან მთვრალი მეგონა, მაგრამ უცებ მის ხელში ცეცხლსასროლი იარაღი დავლანდე.  მანქანიდან გადმოვედი,  რეაგირება დავაპირე, მაგრამ   ვერაფერი მოვასწარი. დავინახე, როგორ გამოვიდა სასტუმროდან ახალგაზრდა ქალი მამაკაცთან ერთად. ჩასაფრებული კი უცებ გამოვარდა სამალავიდან  და ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა ატეხა.  ქალი ორი გასროლის შემდეგ, იქვე ჩაიკეცა. ძირს დავარდა მასთან მყოფი მამაკაციც.  ამის შემდეგ, საეჭვო პიროვნება უმისამართოდ ისროდა. მე მის უკან ვიყავი, გადმოვხტი, ზურგზე დავეცი და წავაქციე. სასტუმროდან დაცვის სამსახურიც გამოვიდა და მამაკაცი განაიარაღეს, თუმცა იქამდე  სასტუმროში შემსვლელი კიდევ ერთი ქალბატონი დაზარალდა. როგორც მერე გავიგე, მას ჭრილობა ფეხზე ჰქონდა მიყენებული.
  ეკა მ-შვილი მიღებული დაზიანებებისგან ადგილზევე  გარდაიცვალა. ის დაცვის მიერ დაკავებული, ყოფილი ქმრის თვალწინ დაიღუპა. სამედიცინო სამსახურმა შემთხვევის ადგილზე მისი დახმარება ვეღარ შეძლო.  ფეხში მსუბუქი დაზიანებები ჰქონდათ მიყენებული მის მეგობარს და გამვლელ ქალბატონს, რომელთაც დახმარება საავადმყოფოში აღმოუჩინეს.  სამართალდამცველებმა კობა ნ-ძე დააკავეს. შემთხვევის ადგილიდანვე ამოიღეს  ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც მან  ყოფილი ცოლი მოკლა.  
   სასამართლომ  კობა ნ-ძე  დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში. ბრალდებული აცხადებდა, რომ ყოფილი  ცოლის მოკვლა წინასწარ არ  ჰქონდა განზრახული და მასთან მხოლოდ დასაშინებლად მივიდა.  განსასჯელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებას მოითხოვდა მისი დაცვის მხარე.  სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოთხოვნა  და  კობა ნ-ძეს,  ეკა მ-შვილის განზრახ    მკვლელობისთვის, 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
скачать dle 11.3