№2 იცით სიყვარული?
სიყვარული არის ნიჭი, რომელიც ყველა ადამიანს არ აქვს. თუმცა, თუ მოინდომებ, ურთიერთობას ისწავლი. ეს ტესტი საშუალებას მოგცემთ, უპასუხოთ შეკითხვას – როგორ გეხერხებათ და გამოგდით სიყვარული.
1. სიყვარული თქვენთვის არის...
ა) პირადი ცხოვრების მოწყობის შანსი;
ბ) მეორე ნახევრის პოვნა;
გ) შთაგონების წყარო.
2. მე ბედნიერი ვარ, როცა...
ა) არ არსებობს ბედნიერება;
ბ) როცა საქმე კარგად გამომდის;
გ) როცა შეყვარებული ვარ.
3. შეგიძლიათ, ღიად გამოხატოთ თქვენი ემოცია?
ა) ძალიან იშვიათად;
ბ ზოგჯერ, როცა ის ჭარბადაა;
გ) ყოველთვის. ამის გარეშე არ შემიძლია.
4. ჩემი გემოვნება ჩაცმისას...
ა) რთული გასარკვევია. ვიცვამ, რაც ხელში მომხვდება;
ბ) განწყობის მიხედვით იცვლება;
გ) წლების განმავლობაში გამოვიმუშავე.
5. ახლობლები დახმარებისთვის გაკითხავენ...
ა) ვერავის ვეხმარები, ჩემი პრობლემებიც მყოფნის;
ბ) ძალიან ხშირად. უკვე დავიღალე;
გ) ეს ჩემი ბედნიერებაა. უნდა დავეხმარო, რითაც შემიძლია.
6. ჩემი განკარგულების ქვეშ არის:
ა) ჩემი სახლი და პირადი ნივთები;
ბ) ყველაფერი, რაც ჩემს ოჯახს გააჩნია;
გ) ჩემი გული და მთელი სამყარო.
7. შეყვარებულმა რომ მიმატოვოს....
ა) გავურჩევ საქმეს და სხვას მოვძებნი;
ბ) ძალიან მძიმედ გადავიტან;
გ) გული მომიკვდება, რწმენას დავკარგავ.
8. თუ მძიმე და რთული სამუშაო მაქვს:
ა) არავის ვაგრძნობინებ, რომ დავიღალე;
ბ) ჩემი სამუშაო მიყვარს, არ მაქვს დისკომფორტი;
გ) ბედნიერი ვარ – ეს ჩემი ცხოვრების სტილია.
9. ძალიან ჯიუტი ვარ, ურთიერთობაშიც...
ა) ცუდია, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია;
ბ) სულ ვცდილობ, საქმე კონფლიქტამდე არ მივიყვანო;
გ) სიყვარული მცვლის და უკეთესს მხდის.
ნახეთ შედეგები:
ყოველი პასუხისთვის „ა“ – 1 ქულა;
პასუხისთვის „ბ“ – 2 ქულა;
პასუხისთვის „გ“ – 3 ქულა.
9-15 ქულა: სიყვარულის ნიჭი არ გაქვთ. ეს იცით, მაგრამ ძალიან არ დარდობთ. ცუდი ისაა, რომ სიყვარულის არსიც კი არ გესმით. დროა, საკუთარ თავს რაღაც მოუხერხოთ.
16-21 ქულა: ემოციური ხართ – ამას ვერავინ წაგართმევთ. სიყვარულისთვის გახსნილი ხართ, მაგრამ თითქოს ბოლომდე – არა. ეცადეთ, უკეთ გაუგოთ ადამიანებს. მაშინ მართლაც ბედნიერი იქნებით.
22-27 ქულა: სიყვარულში გენიოსი ხართ. ბედნიერებას მთლიანად გრძნობას, ემოციას უკავშირებთ. გიყვართ და სიცოცხლეც გიხარიათ – ეს შესანიშნავია.