№2 5-დღიანი დიეტა და მინუს 4 კილოგრამი
სადღესასაწაულო დღეებში, ჩვენი ორგანიზმი იტვირთება ზედმეტი საკვებით და ხდება წონაში სწრაფი მატება. თუ გსურთ, ასევე სწრაფად დაიკლოთ აკრეფილი ზედმეტი კილოგრამები, ამაში 5-დღიანი, საათობრივი დიეტა დაგეხმარებათ. მისი დაცვით, ზედმეტ 4 კილოგრამსაც მოიკლებთ უსწრაფეს დროში, ფორმაშიც ჩადგებით და ორგანიზმსაც განტვირთავთ. რაც მთავარია, დიეტის განმავლობაში უნდა სვათ, დღეში მინიმუმ 3 ლიტრი წყალი. დიეტა ეკრძალებათ გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს.
9:00 – 2 ცალი ვაშლი;
11:00 - 1 ფინჯანი უშაქრო ყავა ან ჩაი;
13:00 – 2 ცალი მოხარშული კვერცხი და 1 ჭიქა ხილის ახალგამოწურული წვენი;
15:00 – 200 გრამი მოხარშული უცხიმო საქონლის ხორცი და 1 ჭიქა ხილის ახალგამოწურული წვენი;
17:00 - 30 გრამი მუქი შოკოლადი;
19:00 - 1 ჭიქა მაწონი ან კეფირი.