კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 რა გავლენას ახდენს ადამიანის უიღბლობაზე დედამიწაზე არსებული მისი დაბადების წერტილები

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

არსებობს პერიოდები, როცა ჩვენში წინასწარმეტყველური ან ტელეპათიური ნიჭი მძაფრდება და ეს მომენტი, ყველა ადამიანს უდგება. მაგალითად, დააკვირდით, როდის გინდებათ განმარტოება, ფიქრი, საკუთარი ცხოვრების დეტალების გაანალიზება, განვლილზე ჩაღრმავება და ასე შემდეგ. ასევე, როცა სიმშვიდისკენ მიილტვით და გინდათ, საკუთარ თავში ჩაიკეტოთ. სწორედ ამ დროს ხდება თქვენი ტელეპათიური, ქვეცნობიერი თუ წინასწარმეტყველური შეგრძნებების  გამძაფრება. აზრი, სიტყვა და ფიქრი ენერგეტიკული ინსტრუმენტებია და ამით თავად იქმნის ადამიანი ტელეპათიურ თუ წინასწარმეტყველურ ფონს. მერე კი სამყაროში აგზავნის და იმავე გზავნილს იღებს უკან, ინფორმაციის სახით.
ემოციური გზავნილის ტელეპათიურად აღქმა, სრულიად შესაძლებელია და ეს რეალური ფაქტია. მაგალითად, როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, მიუხედავად მანძილისა, თუ ერთს რამე უჭირს, მეორეც განიცდის ამას.  თუ შეყვარებული გყავთ, მასთან შეხვედრისას გული სხვანაირად ძგერს და თუ დროებით შორს გამგზავრება მოუხდა, როცა დაგეწყებათ შინაგანი შფოთვა, ფორიაქი, ვერ იპოვით ადგილს და გუნება-განწყობაც უარესობისკენ შეგეცვლებათ, დაურეკეთ და ჰკითხეთ, როგორ არის. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი რიგზე ვერ ექნება. მისი უარყოფითი, წარუმატებლობაზე ფიქრი სამყაროშია გაგზავნილი და მას ტელეპათიურად, ამ სამყაროდან თქვენ ინფორმაციის სახით იღებთ. ეს ინფორმაცია კი იმ განცდებზე მეტყველებს, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ. საერთოდ, გრძნობები ენერგეტიკული მუხტია, რომელიც არსად იკარგება და უფრო მეტიც, ეს გრძნობა გადადის ერთი ადამიანიდან მეორეზე, ზუსტად მასზე მოქმედებს ყველაზე მძაფრად და ძლიერად, ვინც გიყვართ. არცერთი სასიყვარულო და რომანტიკული გრძნობა თუ ურთიერთობა, არ იბმება შემთხვევით. როცა სიყვარულზე სიყვარულითვე პასუხობს მეორე ადამიანი, გამოდის რომ, უკვე არსებობს უხილავი ტელეპათიური კავშირი მათ შორის და შეგრძნებებიც წინასწარმეტყველურად მოქმედებს. რაც უფრო დიდხანს გრძელდება ეს სასიყვარულო კავშირი, მით მეტად იზრდება ორ ადამიანს შორის ტელეპათიური თუ წინასწარმეტყველური შეგრძნებები.
ასევე, ნებისმიერ ადამიანს დაბადების მომენტშივე, დედამიწაზე საკუთარი წერტილები აქვს, რაც პასუხს აგებს ჩვენს წარმატება-წარუმატებლობაზე. ანუ, ნებისმიერ ადამიანს დედამიწაზე აქვს, ეგრეთ წოდებული, საკუთარი წერტილები. ასეთ ადგილებში ადამიანს აურა და ბიოველი საგრძნობლად ეცვლება. ეს წერტილები იმისთვისაა საჭირო, რომ დედამიწაზე კონკრეტულ ადამიანს თავისი შესაბამისი ადგილი ჰქონდეს, სადაც დიდხანს ყოფნისას, უარყოფითი წერტილების გავლენით, ადამიანის ბედისწერა ცუდისკენ იცვლება. დადებით წერტილზე მოხვედრისას კი, ბედი ეხსნება, წარმატებულიც ხდება და სასიკეთოდაც იცვლება მისი იღბალი. ამ ადგილებში, თავს მშვიდად და კომფორტულად გრძნობთ, იმუხტებით დადებითი ენერგეტიკით და დაცული ხართ. უარყოფით ზონებში კი ადამიანი სუსტდება, ღიზიანდება, კარგავს სასიცოცხლო ენერგიას, ირღვევა ფსიქიკა, ყურადღება იფანტება და არ არის გამორიცხული, მას საკუთარი სახელიც კი დაავიწყდეს. ამ მდგომარეობაში არ შეიძლება, დიდხანს დარჩეთ, რადგან სასიცოცხლო ენერგია იყინება და არ არის გამორიცხული, ზიანი მიადგეს თქვენს ჯანმრთელობას. ამიტომ, დააკვირდით, სად და როგორ გრძნობთ თავს: როდის ისვენებთ, როდის უღრმავდებით ფიქრებს, შფოთავთ და განიცდით რაღაცას. ასევე, დააკვირდით სახლში რომელ ადგილას ყოფნისას გიბუჟდებათ კიდურები ან გიშტერდებათ თვალი. ეს თქვენთვის საშიში, ანომალიური ზონაა და მას სასწრაფოდ უნდა გაეცალოთ.
ბევრი ვერ ხვდება, რატომ ეცვლება გუნება-განწყობა ხშირად და უმიზეზოდ; რატომ იწყება ოჯახის წევრებს შორის უმიზეზო  სკანდალები; ინგრევა, ერთი შეხედვით, იდეალური ოჯახები. მართალია, ამაზე ბევრს პასუხი არ აქვს, მაგრამ ჯანმრთელობა რომ სერიოზულად მძიმდება და ეს ფაქტები ნერვული აშლილობის, უძილობისა და წარუმატებლობის მიზეზი ხდება, სამწუხაროდ, რეალობაა. ასეთი უხილავი თუ ხილული დაავადებებით, არა მარტო ადამიანები, არამედ სახლებიც „ავადდებიან”. იქ შესვლისას ხვდებით, რომ გუნება გიფუჭდებათ, თავს არაკომფორტულად გრძნობთ. გინდათ, სასწრაფოდ დატოვოთ იქაურობა და უცნაური გრძნობა გეუფლებათ. ადამიანების უმრავლესობა, დიდ დროს სწორედ სახლში ატარებს და იქ თუ არასასიამოვნო, ენერგეტიკულად საშიში აურა ტრიალებს, ეს მართლაც სახიფათოა. ასე რომ, თუ ვერ ახდენთ საცხოვრებელში აზრების მობილიზებას, გაწუხებთ აკვიატებული ფიქრები, გტანჯავთ უძილობა და შიშები, სასწრაფოდ მიიღეთ ზომები.
скачать dle 11.3