კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 რომელმა მეფემ უარყო ქართული სარწმუნოება, შეიყვარა სპარსული მაზდეანობა და რით დამთავრდა მისი მეფობა

თათია ფარესაშვილი გია მამალაძე

„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, მირიან („მირვან“) პირველის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ვაჟი, ფარნაჯომი (მოქცევაÎ ქართლისაÎს“ მიხედვით - ფარნაჯობ). ფარნაჯომი დედით იყო ფარნავაზიანი. როგორც ჩანს, „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, სამეფო ტახტის მემკვიდრეობა და სამეფო გვარი გადადიოდა ქალის ხაზით, მაგრამ ტახტზე მხოლოდ მამაკაცს შეეძლო ასვლა, თუნდაც სიძეს. ფარნაჯომის დედა გახლდათ საურმაგ მეფის ასული. მამამისი, მირიან მეფე, ქართულად იყო აღზრდილი საურმაგის მიერ და გაქართველებული. ფარნაჯომიც, ქართველი პრინცესას შვილი, ქართულ სამეფო ოჯახში აღიზარდა. თავიდან სახელმწიფოს გაძლიერებაზე ზრუნავდა, აშენებდა და განამტკიცებდა ციხე-ქალაქებს. მან არაგვის მარცხენა ნაპირზე, მცხეთასთან ახლოს, მაღალ მთაზე, ააშენა ციხე - ზადენი. ზადენის ციხე სტრატეგიულ ადგილას იდგა, მისი ქონგურებიდან ვრცელი ტერიტორიები ჩანდა. ფარნაჯომს იქვე, მთაზე, აღუმართავს კერპი, სახელად ზადენი. ზადენი უხვი მოსავლის ღმერთის კერპი უნდა ყოფილიყო. ალბათ, ზადენის კერპი იდგა მესხეთშიც და სხვაგანაც. მანვე, მეფე ფარნაჯომმა, კახეთში წამოიწყო ქალაქ ნელქარის მშენებლობა, „რომელ არს ნეკრესი“. თეიმურაზ ბაგრატიონი კი გვამცნობს, რომ ზადენის კერპი ფარნაჯომამდე იდგა იმ მთაზე, მამასახლისების დროიდან.
დროთა განმავლობაში შეცვლილა ფარნაჯომ მეფე. მეფემ, ალბათ, პოლიტიკური ან ფსიქოლოგიური მიზეზით, დაივიწყა ქართველთა ღმერთები და შეიყვარა სპარსთა სჯული, მაზდეანობა. მცხეთაში ააშენა საცეცხლე, ზოროასტრული ტაძარი. სპარსეთიდან მოიყვანა ცეცხლის მსახურები, მოგვები და დასხა ისინი მცხეთაში, ადგილას, რომელსაც მერე დაერქვა მოგვთა.
მიაჩნიათ, რომ სიტყვა ზადენი, მომდინარეობს სპარსულიდან და ზადენის კერპის აღმართვაზე გავლენა ჰქონია ძველ ინდოირანულ ღვთაება მითრას. თუმცა, ქართულ სინამდვილეში, ისევე, როგორც მთელ იმდროინდელ ელინისტურ სივრცეში, მითრა ძალიან დაცილებული იყო ზოროასტრულ ღვთაებას. უფრო სინკრეტული ხასიათის ღვთაება გახლდათ. თეიმურაზ ბაგრატიონი გვამცნობს („ვახტანგის მიხედვით“): „ზადენ არს ზევს ანუ დიოს, ესე იგი იუპიტერ“.  
დაიწყო, თურმე, ფარნაჯომმა ქართული კერპების გმობა. გახდა ზოროასტრიზმის მიმდევარი და გაელინისტურებული, შემდეგ კი გაქართულებული ზადენისა და სხვა ქართული ღმერთების მგმობელი. ამ ნაბიჯით, ფარნაჯომმა უარი თქვა ქართველობაზე და თავის სპარსულ-აქემენიდურ ფესვებს დაუბრუნდა. ქართველებს შესძულდათ იბერიის სარწმუნოების მგმობელი მეფე, რადგან ძალიან უყვარდათ საკუთარი ღმერთები და უძლიერესებად მიაჩნდათ.
შეითქვნენ ქართველი ერისთავები და გადაწყვიტეს მეფის დამხობა. გააგზავნეს კაცი სომეხთა ირანული წარმოშობის მეფესთან, არტაშეს პირველთან, რომელიც გამოეყო სელევკიდების სამეფოს და მისწერეს:
„ჩვენმა მეფემ უღალატა მამა-პაპათა სჯულს, აღარ ემსახურება ქართლის მპყრობელ ღმერთებს. შემოიღო თავისი მამისეული სჯული და დაუტევა – დედისეული. ის აღარ არის ჩვენი მეფობის ღირსი. მოგვეცი შენი ძე არშაკი მეფედ, რომელსაც ცოლად ჰყავს ჩვენი მეფეების, ფარნავაზიანთა შთამომავალი. დაგვახმარე ჯარი, მოვიშოროთ ფარნაჯომი, შემომღებელი ახალი სჯულისა. გახდეს შენი ვაჟი, არშაკი, ჩვენი მეფე და მისი ცოლი, ჩვენი მეფეების შთამომავალი კი - ჩვენი დედოფალი“.
მოეწონა სომეხთა მეფეს ქართველი ერისთავების წინადადება. უკან გამოაგზავნა ქართველების მოციქული და მოიწერა:
„თუ მართლა ჭეშმარიტად უბიწო გულით გნებავთ ჩემი ვაჟი თქვენს მეფედ, მომეცით ერისთავებმა მძევლები და მე მოგცემთ ჩემს ვაჟს მეფედ! შემდეგ კი აგავსებთ საბოძვარით“.
 იბერიის ერისთავთა უმრავლესობამ მისცა მძევლები სომეხთა მეფეს და ღიად განუდგნენ ფარნაჯომს. სომეხთა მეფე თავისი ჯარით გამოემართა იბერიისკენ. ფარნაჯომმა სპარსელებს, ალბათ, სელევკიდების სამეფოს, მიმართა დასახმარებლად და მასაც მოუვიდა დიდი ჯარი. ასევე შეკრიბა ის ქართველები, რომლებიც მასთან დარჩენილიყვნენ.
ფარნაჯომისგან განდგომილი ქართველი ერისთავები, თავისი ლაშქრით, სომეხთა მეფეს ტაშირში, ქვემო ქართლში შეხვდნენ. სომეხთა და ქართველთა დიდი ჯარი შეიკრიბა. ფარნაჯომიც ტაშირშივე მიეგება განდგომილი ერისთავებისა და სომეხთა ჯარს.
დიდი ბრძოლა გაიმართა. ორივე მხრიდან ურიცხვი მეომარი დაიხოცა. დამარცხდნენ ფარნაჯომის მეომრები და დიდი მსხვერპლი ნახეს. ბრძოლაში დაიღუპა თვითონ ფარნაჯომიც.
ფარნაჯომის ჩვილი ძე, ერთი წლის მირვანი, გააქცია მისმა მამამძუძემ და წაიყვანა სპარსეთში. სომეხთა მეფემ მისცა ქართველებს თავის ძე, არშაკი, რომელიც ერისთავებმა აიყვანეს იბერიის ტახტზე. დედოფლად დაჯდა ქართველი პრინცესა.
თეიმურაზ ბაგრატიონის მიხედვით, ქართველთა ახალი დედოფალი ყოფილა განდევნილი ფარნაჯომის და, მირვან მეფის ასული. როგორც ვთქვით, მირიანის ცოლი კი იყო საურმაგ მეფის, ფარნავაზის ვაჟის, ასული.
მთელი იბერია დაიმორჩილა არშაკ პირველმა („მოქცევაÎ ქართლისაÎს“ მიხედვით - არსოკ), მეფობდა ნებიერად. გაამაგრა ქართლის ციხე-სიმაგრეები, ჯავახეთში, წუნდას ციხე-ქალაქის ზღუდეები განამტკიცა.
თეიმურაზ ბაგრატიონის მიხედვით, ეს ისტორია ოდნავ სხვაგვარი ყოფილა:
დამარცხების მერე, ფარნაჯამ (ასე უწოდებს თეიმურაზ ბაგრატიონი) მეფე გაქცეულა პონტოში. რადგან სპარსი ცოლი ჰყავდა და მცირეწლოვანი ვაჟი, ცოლს სთხოვა, ჩემი შვილი სპარსეთში (ალბათ, პართიაში) გაზარდეო:
„სასურველო, მეუღლეო ჩემო, მე არ შემიძლია, ვენდო სპარსელებს, რადგან არშაკის ნათესავები არიან და არ შემიწყნარებენ. წადი ფარულად მამაშენის სახლში, აღზარდე ფარულად ეს პატარა და ნუ გამოაცხადებ, რათა რაიმე ცუდი არ შეგემთხვეს შენ და ბავშვს. მე შევკრებ ჯარს პონტოში, საბერძნეთში (რომში) და თუ ღმერთები შემეწევიან, კვლავ დავიბრუნებ მეფობას. მაშინ კი სიხარულით მოგიყვან ჩემთან.
თუ მოვკვდე, ვიდრე ჩემი ბიჭი აღიზრდება, ვითარება შეიცვლება. ასეთ შემთხვევაში, ამცნე ჩემს ძეს, რათა იძიოს შური ჩემთვის და დაიბრუნოს სამკვიდრებელი მამაჩემისა.“
გამოესალმნენ ერთმანეთს მეფე-დედოფალი ტირილითა და ცრემლით და გაუდგნენ გზას – ერთი დასავლეთით, პონტოსკენ, მეორე აღმოსავლეთით, სპარსეთისკენ.
ფარნაჯამს ჰქონდა დიდი ქონება, წაიღო პონტოში, დაიქირავა „საბერძნეთით“ დიდი ჯარი და შემოვიდა იბერიაში, რათა კვლავ დაებრუნებინა ტახტი.
ეს რომ გაიგეს არშაკ მეფემ და ქართველებმა, წინ მრავალი მხედრით მიეგებნენ და შეებრძოლნენ ტაშირში, რადგან ფარნაჯამის მხედრობა იბერიის ტერიტორიაზე იმყოფებოდა (თეიმურაზ ბაგრატიონი, რა თქმა უნდა, ტაშირს ქართულ ისტორიულ მიწად მიიჩნევდა, რომელიც სრულიად უსამართლოდ წაგვართვა რუსეთის ბოლშევიკურმა იმპერიამ და გადასცა სომხეთს).
ტაშირში გამართულ ბრძოლაში დამარცხდა ფარნაჯამი და მისი ჯარიც გაანადგურეს. თვითონ ფარნაჯამიც იმავე ბრძოლაში დაეცა. ფარნაჯამ მეფე ტახტზე მჯდარა ცხრა წელიწადი. შემდეგ, დევნილობაში იყო ათი წელი. დარჩა ფარნაჯამს ვაჟი, სახელად მირვან, რომელიც აღზარდეს დედამ, ფარნაჯამის ქვრივმა და დედამძუძე ბაადურმა, პართიაში.
არშაკს ფარნაჯომის განდევნიდან ათი წელი უმეფია. ფარნაჯომის სიკვდილიდან კიდევ ორი წელი უმეფია არშაკ პირველს.
„ქართლის ცხოვრება“ გვიამბობს, რომ არშაკ მეფის სიკვდილის მერე იბერიის ტახტზე ავიდა მისი ძე, არტაგი („მოქცევაÎ ქართლისაÎს“ მიხედვით - არიკ). მას მხოლოდ ორი წელი უმეფია. მისი მეფობის მეორე წელს იბერიაში შემოიჭრნენ სპარსელები (ალბათ, პართიელები) დიდი ჯარით. ვერ წინააღუდგა მათ არტაგი, ქართველთა მეფე. გაამაგრა ციხეები და ქალაქები. მოიარეს სპარსელებმა ქართლი, მოაოხრეს ველები და სავარგულები, მაგრამ ქალაქები ვერ აიღეს და გავიდნენ იბერიიდან ასე.
არტაგის სიკვდილის მერე ტახტზე ავიდა მისი ძე, ბარტომი („მოქცევაÎ ქართლისაÎს“ მიხედვით - ბრატმან).  
скачать dle 11.3