კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 როგორ ააცალა ბერიამ ფაშისტურ უშიშროებას ანტიფაშისტი კომუნისტები ცხვირწინ

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური


ლავრენტი ბერია, თანამედროვე ტერმინი რომ გამოვიყენოთ, კრეატიული ადამიანი იყო და ყველა დაკისრებულ სამუშაოს შემოქმედებითად უდგებოდა. განსაკუთრებით კი, ბერიას კრეატიულობა სადაზვერვო საქმიანობაში იჩენდა ხოლმე თავს. მის მიერ დაგეგმილი და შესრულებული, ურთულესი სადაზვერვო ოპერაციები (ლიკვიდაციების გარდა) მარტივი, მაგრამ გონებამახვილური სქემით გამოირჩეოდა და საბჭოთა ბელადს არაერთხელ გულიანად უცინია ბერიას მიერ ბრწყინვალედ ჩატარებულ, ამა თუ იმ ოპერაციაზე. ერთ-ერთი ასეთი სახალისო ოპერაცია ჩაატარა „ენკავედემ“ 1939 წლის ოქტომბერში, რომელიც ორ მნიშვნელოვან ამოცანას ისახავდა მიზნად და ორივე მიზანი მიღწეულ იქნა. ანუ, ბერიამ ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლა. გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „მიუხედავად იმისა, რომ 1939 წლის მიწურულს საბჭოთა კავშირი და ფაშისტური გერმანია, ფაქტობრივად, სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ, ორ ქვეყანას შორის (როგორც ეს მეგობრებს შორის ხდება) ურთიერთსადაზვერვო მოქმედებები კი არ შენელებულა, როგორც ეს ერთ-ერთი ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, არამედ კიდევ უფრო გაძლიერდა. დღის წესრიგში დადგა ბერლინში არალეგალ საბჭოთა მზვერავთა შეგზავნის საკითხი. ასეთი რამ კი საკმაოდ რთულად განსახორციელებელი იყო მაშინ – მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა. ჰიტლერს, გაასმაგებული ჰქონდა საზღვრების კონტროლი და უმკაცრესი შემოწმების გარეშე, არამც თუ ბერლინში, ფაშისტების მიერ ოკუპირებულ, ეგრეთ წოდებულ, „მესამე ქვეყნებშიც“ კი ვერავინ შეაღწევდა. მით უმეტეს, მზვერავი-არალეგალი. ამ კატეგორიის ადამიანები ხომ უცხო ქვეყანაში არალეგალურად შედიან და ლეგენდით მუშაობენ. საზღვრიდან შესული კი, თუკი ის დროულად უკან არ დაბრუნდება, ავტომატურად ძებნილი ხდება და არალეგალური საქმიანობისთვის გამოუსადეგარია. 1939 წლის ოქტომბერში, ჩვენ უკვე გვყავდა საუცხოოდ მომზადებული მზვერავ-არალეგალთა თორმეტკაციანი ჯგუფი და იმაზე ვიმტვრევდით თავს, თუ „სუფთად“ როგორ გადაგვესროლა  ბერლინში. 2 ოქტომბერს ბერიამ თავის კაბინეტში გამომიძახა და მკითხა:
– ერთადერთი გზა დაგვრჩა, ლავრენტი პავლოვიჩ, ისინი პარაშუტებით უნდა ჩავყაროთ გერმანიაში. შემდეგ კი თავისით ჩავლენ ბერლინში, – ვუპასუხე ბერიას.
– არ ივარგებს, – თავი გააქნია ბერიამ, – ერთი ჩვენიანიც რომ შეიპყრონ ფაშისტებმა, მაშინვე წერტილი დაესმევა ჩვენს ურთიერთშეთანხმებას. იქ კი წერია, რომ მხარეები წყვეტენ ერთმანეთის მიმართ სადაზვერვო-დივერსიულ საქმიანობასო.
– აბა, რა ვიღონოთ, ლავრენტი პავლოვიჩ. სხვა გზა არ არსებობს „ატილას“ ბერლინში მოსახვედრად, – შევწუხდი მე და თავი დავხარე.
– ერთი აზრი მაქვს და მომისმინე, – ეშმაკურად გაეღიმა ბერიას.
– გისმენთ, – ვთქვი მე და სმენად ვიქეცი.
– „ჰანსის“ საქმიანობაზე, როგორც მე ვიცი, კარგად უნდა იყო ინფორმირებული.
– ერნსტ ტელმანის არალეგალ თანამებრძოლებს გულისხმობთ?
– სწორედ მათ, – თავი დამიქნია ბერიამ.
– დიახ. ისინი ამ ორიოდე კვირის წინ გაშიფრა „გესტაპომ“. თუმცა, მიმალვა მოასწრეს და ამჟამად მათ მთელი ფაშისტური პოლიცია და უშიშროება ეძებს.
– თუ არ ვცდები, თორმეტნი უნდა იყვნენ.
– დიახ.
– „ატილაც“ ხომ თორმეტკაციანი ჯგუფია?
– დიახ.
– ძალიან კარგი, – თქვა ბერიამ და დააყოლა, – „ჰანსის“ თორმეტკაციან ჯგუფს ბერლინში ჩავიყვანთ, „ატილას“ თორმეტკაციან ჯგუფს კი მოსკოვში ჩამოვიყვანთ. ერთი გასროლით ორ კურდღელს მოვკლავთ და ჰიმლერსა და კამპანიას ხახამშრალებს დავტოვებთ. მეტიც, ამ აქციას უშუალოდ ვუხელმძღვანელებ და პირადად მივიღებ მონაწილეობას მასში.
ბერიას სიტყვებიდან დიდი ვერაფერი გავიგე და მხოლოდ მაშინ ჩავწვდი მის არსს, როცა მან ოპერაცია „კრუიზის“ ყველა დეტალი გამაცნო...“
ოპერაცია „კრუიზი“ ლავრენტი ბერიას მიერ მოფიქრებული მარტივი და გონებამახვილური სქემა გახლდათ, რომელიც უზადოდ შესრულდა და თავიდან ბოლომდე პირადად ბერია უძღვებოდა.
1939 წლის მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი არა მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკური ხელშეკრულება იყო, არამედ სხვა, მათ შორის, კულტურულ სფეროსაც მოიცავდა. ამიტომ, საბჭოთა კულტურის სახალხო კომისარიატი და გერმანიის შესაბამისი უწყებები შეთანხმდნენ, რომ მატარებლით განხორციელებულიყო ექვსდღიანი კრუიზი მარშრუტით – მოსკოვი-ბერლინი, ბერლინი-მოსკოვი. ეს მატარებელი, რომელიც ათი ვაგონისგან შედგებოდა, 18 ოქტომბერს მოსკოვიდან ბერლინის მიმართულებით დაიძრა. მასში ისხდნენ საბჭოთა და გერმანელი კულტურის მოღვაწეები, მუსიკოსები, მსახიობები. ყველა მათგანი საკარნავალო სამოსში იყო გამოწყობილი. მატარებელი დიდ სადგურებზე ჩერდებოდა და სხვადასხვა წარმოდგენას მართავდა, თან საბჭოეთ-გერმანიის „ძმობის“ პროპაგანდას აწარმოებდა. საბჭოთა მსახიობებს შორის იყო ის თორმეტი არალეგალი, რომლებიც „ატილას“ სახელით იყვნენ ცნობილები. ისინი გრიმით, ჭრელაჭრულა სამოსით, სხვა მსახიობებთან ერთად მართავდნენ წარმოდგენებს. იმავე სამოსითა და გრიმით ელოდა მატარებლის ბერლინში გამოჩენას „ჰანსის“ ჯგუფიც. ბერლინში გრანდიოზული წარმოდგენის დროს, რომელიც ქუჩაში ალექსანდრპლაცზე გაიმართა, „ატილას“ „ჰანსი“ ჩაენაცვლა და ტელმანის ძებნილი თანამებრძოლები მშვიდობიანად დაბრუნდნენ მოსკოვში. ბერლინში კი „ატილამ“ დაიწყო თავისი არალეგალური საქმიანობა. ამ კრუიზში ერთად იმგზავრეს ლავრენტი ბერიამ და გერმანიის ელჩმა შულენბურგმა. ვერავინ შეამჩნია და ვერც ვერავინ მიხვდა, სინამდვილეში, რას ემსახურებოდა ეს ყოველივე. ბერიამ კი მორიგი წარმატებული ოპერაცია ჩაატარა, რომელშიც ის სრულად იყო ჩართული.
скачать dle 11.3