კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 გამობირთვებულები

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ ჩემი ღილაკი შენსას სჯობია…


იმ დროს, როდესაც „ნატოს“ გენმდივანი რფ-ის ლამის დითირამბებს უძღვნიდა და ამუნათებდა (ჩინეთსა და რუსეთს), დაგვეხმარეთო (ფხენიანის მოსარჯულებლად), ჩრდილო კორეის თავკაცმა კიმ ჩენ ინმა მას შემდეგ, რაც თავის სამწყსოს ახალი წლის დადგომა მიულოცა, იქვე ისიც ახსენა, რომ მათი ქვეყანა ბირთვული იარაღის მფლობელია. თავად მას კი, არც მეტი, არც ნაკლები, ბირთვული იარაღის ღილაკი აქვს მუდმივად მაგიდაზე. ჰოდა, რაკი აქვს და იმის საშუალებაც, რომ აშშ-ს ტერიტორიასაც კი მისწვდნენ, დასძინა, თუ ომს დაგვიწყებენ, საკადრის პასუხს გავცემთო.
და ვიდრე ცივილიზებული მსოფლიო იმაზე მსჯელობდა, თუ რაოდენ უმწიფარია პოლიტიკურად (თუმცა ჰაბიტუსით, სავარაუდოდ, სხვა მხრივაც) ჩრდილო კორეის ლიდერი, ამ ჩვენი აშშ-ის პრეზიდენტმა ფხენიანელ კოლეგას „ტვიტერით“ (საკუთარი გვერდიდან) შეახარბა, რომ მისი წითელი, ანუ ბირთვული ღილაკი უფრო დიდია, თავად ის (ანუ დონალდ ტრამპი) კი „თავისუფალი მსოფლიოს ლიდერია“.
სანამ ეს ორი თავიანთ ღილაკებს ადარებდნენ და ერთმანეთს ებრიქებოდნენ, მაგალითად, მე გამახსენდა, რომ ჩვენ ისეთი ნაცარქექია გვყავს, დევებს რომ მუდამ აბრიყვებს (და მერე რა, რომ მაგიდებზე წითელი ღილაკები არ გვაქვს?! ) და, ზედაც, თუ ხუთკუნჭულას მივაშველებთ, იმ ორის ღილაკებიც ჩვენ დაგვრჩება. –
скачать dle 11.3