კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 მეხსიერებაარეულები

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ ინტერესებგარღვეულები


სანამ ძველი წელი წავიდა და ახალი შემობრძანდა, ირანში ისეთი არეულობა დაიწყო, ზოგიერთებმა ისიც კი დაასკვნეს, რომ მალე შაჰის მმართველობაც აღდგებოდა, ნაწილმა კი იწინასწარმეტყველა, რომ, როგორც კი ირანში რევოლუცია მოხდებოდა, თვით რუსეთში პრ. პუტინიც ამოყირავდებოდა.
უმეტესობა პროცესების მართვაში დასავლეთის ხელს ხედავდა, ნაწილი – თავისუფლებისმოყვარე ირანელი ხალხის სულის გამოძახილს, რეალურად კი ძეხორციელმა არ იცოდა და არც იცის, თუ რა მოხდა (და რა ხდება) ირანის ისლამურ რესპუბლიკაში.
თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ არეულობა მაინც შიგნით დაიწყო და გარე ძალები შეეცადნენ მის გამოყენებას (რომ არ ცდილიყვნენ, ის იქნებოდა საოცარი). მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ ოცდამეერთე საუკუნეში იმ პირობებში ადამიანების ცხოვრება, როგორიც ირანშია, წარმოუდგენელია (ანუ რაღა დროს აიათოლების მმართველობაა?!).
მაგრამ, რაც მთავარია, მეტად საინტერესო იყო ქართველი საზოგადოების რეაქცია ირანში მიმდინარე პროცესებზე, იმ მხრივ, რომ არც თუ მცირე ჩვენი თანამემამულე არათუ ღელავდა, იქნებდა, თავისუფლებისმოყვარე ირანელმა ხალხმა მიაღწიოს მიზანსო (პათოსით: დიდება გმირებს!), არამედ – ლამის თვალცრემლიანი ჭმუნავდა, რაც იმ ეჭვსაც კი ბადებდა, რომ თბილისი აღა-მაჰმად-ხანმა კი არ მოსრა, არამედ, მაგალითად, მე; ან ქეთევან დედოფალი განა სპარსეთის შაჰმა-აბასმა აწამა, არამედ ღმერთმა უწყის, ვინ.
სავსებით ცხადია, რომ წარსული წარსულია და მისი ერთადერთი დანიშნულება სასარგებლო გაკვეთილის გამოტანაა (ანუ არც მტრობაა მუდმივი და არც მოყვრობა). შესაბამისად, პირადად მე, თუ გულზე ხელს დავიდებ, ვერ მოვიკლავ თავს ვერცერთი ხალხის ბედნიერებისთვის (და არც ნერვს შევიტოკებ, ვაითუ აღარ აღმიდგეს), მხოლოდ იმას დავაკვირდები, რა ხეირს ნახავს ჩემი ქვეყანა მოვლენების ასე ან ისე განვითარებით, რაკი ამ ცოდვილ მზისქვეშეთში მუდმივი მხოლოდ ინტერესებია. –
скачать dle 11.3