კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 ფუი, დაძმობილებას?!

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ ოპონენტების ჩხუბი სულელს მართალი ეგონაო


რაკი ამ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის გარანტი ამ ჩვენი ოკეანისგაღმელი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა და სიტყვიერი განცხადებებია, ეს ჩვენი ოკუპანტი კი გამეცადინებულია, როგორმე მარტო დაგვტოვოს, რომ მერე ნება-ნება შეგვახრამუნოს, ცხადია, ჩვენც გაფაციცებულნი ვადევნებთ ამ ჩვენს შავ-შავ თვალებს „ნატო“-რფ-ის ურთიერთობას (და, ბუნებრივია, გვირჩევნია, არ დამეგობრდნენ).
ამასობაში კი (სანამ ჩვენ თვალებს ვაცეცებთ) „ნატოს“ გენმდივანმა განაცხადა, რომ ალიანსს რუსეთთან „ცივი ომის“ დაწყება არ სურს და იქვე ბირთვული იარაღიც ახსენა.
კერძოდ: „ნატოს“ ქვეყნებს ბირთვულ საფრთხეებთან ბრძოლის ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ და, მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული რაკეტები არსებობდა, მხარეებს ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ არ გამოუყენებიათ.“
მეტიც, მოსკოვი და ჩინეთიც დაამუნათა, ჩრდილო კორეის ალაგმვაში დაგვეხმარეთო.
მოვიხმობ ციტატას ბ-ნ სტოლტენბერგის განცხადებიდან: „ჩვენ ჩრდილოეთ კორეაზე მაქსიმალურ ზეწოლას ვახდენთ როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად. თუმცა ჩინეთსა და რუსეთს ამ საქმეში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ვინაიდან ისინი არიან ფხენიანის მეზობელი ქვეყნები და, ასევე, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები.“
იცოცხლე, ჩრდილო კორეის ალაგმვა საშური საქმეა (ან კი როგორ არ იქნება, როდესაც ბირთვულ იარაღზე უდევთ თითი და უკვე მზეზეც კი „იყვნენ”?!), ოღონდ ჩვენ მაინც ცივი ომი გვირჩევნია, ამ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისა და ოკუპანტის დაძმობილებას. –
скачать dle 11.3