კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 რა უღიარებია მეგობარ გოგონასთან ირაკლი მაქაცარიას და რატომ არის მისთვის გათხოვილ ქალთან ურთიერთობა ტაბუდადებული

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი


 ირაკლი მაქაცარიასთვის 2017 წელი საკმაოდ აქტიური იყო – ბევრი სიახლით დატვირთული და რაც მთავარია, სწორედ ამ წელს გაიცნო ის საზოგადოების დიდმა ნაწილმა და დადებითი დამოკიდებულება მათი მხრიდან დღემდე გრძელდება.
ირაკლი მაქაცარია:
ვფიქრობ, შრომის წელიწადი მქონდა და სხვა წლებთან შედარებით, უფრო სწრაფტემპიანი. კმაყოფილი ვარ იმ პროექტებით, რაც გავაკეთე. მკითხეს, „ცეკვავენ ვარსკვლავებში” მონაწილეობას, ხომ არ ნანობთო. პირიქით, ვინანებდი, ეს რომ არ გამეკეთებინა. შეიძლება, გამარჯვებულის ტიტული არ გადმომეცა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს პროექტი ძალიან წარმატებულად, ღირსეულად გავიარე, არც წაგების მომენტი დაუტოვებია ჩემთვის. ზოგჯერ მგონია, სიზმარია. ძალიან მიხარია და მსიამოვნებს, რომ ასეთი კეთილგანწყობა მოდის საზოგადოებისგან, მაყურებლისგან.
– რაიმე შეზღუდვა თუ დაუწესე საკუთარ თავს?
– რაღაც კუთხით, ეს სამზადისი უკრაინაში გავიარე. ალბათ, არის გარკვეული ტიპის პასუხისმგებლობა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს ეკისრება, განსაკუთრებით, თუ ის საჯარო პირია და ბევრი უსმენს, განსაკუთრებით ბავშვები. არ უნდა გააკეთო ან თქვა ისეთი რამ, რაც არ შეგეფერება. არც მანამდე ვიგიჟებდი თავს – როგორიც ვიყავი, ისე განვაგრძობ ცხოვრებას.
– რა  იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ოჯახში გასწავლიდნენ? შენთან ურთიერთობაში მუდმივად იგრძნობა, რომ ძალიან კარგ ოჯახში ხარ გაზრდილი.
– პირველი, ადამიანების დაფასებაა. მათ მიმართ კეთილგანწყობილი უნდა იყო და არა ჩასაფრებულის პოზიციაში – მუდმივად ეჭვის თვალით რომ უყურებენ. დღეს შეიძლება, ცოტა არ ამართლებს  მიმდობლობა, მერე ცხვირსაც იმტვრევ ხოლმე, მაგრამ ეს არ არის იმის წინაპირობა, ყველას ეჭვით უყურო. ოჯახში სულ მეუბნებოდნენ, უნდა გქონდეს უფროსის, უმცროსის პატივისცემაო. პასუხისმგებლობაც ბავშვობიდან იყო ჩემში ჩანერგილი, რადგან სულ მიხსნიდნენ:  უნდა გახდე საზოგადოების ნაწილი, ისეთი, რომელიც თავის საქმეს პირნათლად ასრულებს, არ იტყუება, მიზანმიმართულად  არაფერს აშავებს. ეს ყველაფერი შემდეგ უკვე თვისებად ყალიბდება და არ მგონია, გადავეჩვიო. ხშირია სიტუაცია, როცა წინასწარ ვიცი, მომატყუებენ, არ შეასრულებენ დანაპირებს. პრაქტიკიდან გამომდინარე, ხშირად არ ითვალისწინებენ სხვის მდგომარეობას და გულს სტკენენ. როგორც საქმეში, ასევე, პირადში ხშირად მქონია იმედგაცრუება. მადლობა ღმერთს, ეს არ ყოფილა დიდი იმედგაცრუება, რომ გავეტეხე, შევცვლილიყავი კაცობრიობის მიმართ და სხვა დამოკიდებულება გამჩენოდა.
– სულ მშვიდი, გაწონასწორებული ჩანხარ და აგრესიული თუ ხარ ხოლმე?
– როცა ვბრაზდები, ალბათ, აგრესიული ვარ, მაგრამ ისეთ ფარგლებს არ სცილდება, რომ ვინმეს ზიანი მივაყენო. არ მიყვარს ჩემი თავი წყობიდან გამოსული, გაბრაზებული. გარკვეული დროის შემდეგ, როცა ვმშვიდდები და საკუთარ თავს გვერდიდან ვუყურებ, მსიამოვნებს, იმის გახსენება, რაც მოხდა. გაბრაზებულზე შეიძლება, ცუდი სიტყვა თქვა ან მაღალ ტონალობაში ისაუბრო. მერე კი, წყენა რომ გადის, სიტუაცია ლაგდება, ნანობ: ხომ შეიძლებოდა, უფრო მშვიდად ჩაევლო ყველაფერსო. მადლობა ღმერთს, ეს ხშირად არ ხდება.
– საკუთარი დანაშაულის აღიარებაც შეგიძლია?
როგორ არ შემიძლია. თვალების დახუჭვა ჭეშმარიტებაზე, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის მოტყუებაა. ბოდიშის მოხდაც აუცილებლია, როცა მართალი არ ხარ. დღეს საზოგადოების ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ აქცენტი გადაბრალებაზე კეთდება. ნებისმიერ სიტუაციაში, ცდილობენ, ჯოხის გადასატეხი იპოვონ და საკუთარი ბრალეულობა არ აღიარონ.
– შენზე უცდიათ ჯოხის გადატეხა?
– ჭორების აგორებაც, ფაქტობრივად, ჯოხის გადატეხაა, გადატანითი მნიშვნელობით – როცა იგონებენ ისეთ რამეს, რაც არ არსებობს.
– ბოლო დროს შენზე აქტიურად აღარ ვრცელდება ჭორები.
– ძალიან მიხარია. სულ ვიღაცასთან მაწყვილებდნენ – ესეც დამღლელია, მაგრამ აღარ მაინტერესებს. არ ვბრაზდები ჭორებზე, უბრალოდ, არ მსიამოვნებს, როგორც ფენომენი, რადგან ტყუილზეა დაფუძნებული. ძალიან ბევრ მშვენიერ მანდილოსანთან ვმეგობრობ. შეიძლება, ფოტოზეც გამოვჩნდეთ ან სადმე და სულ მიდის რადიკალიზაცია: ეს უეჭველი იმასთან არის. ნინიზე იყო, სალომეზე, ქრისტინე იმედაძეზე, სალომე ღვინიაშვილზე. სირცხვილია, ეს უპატივცემულობაა მის მიმართ, მისი ოჯახის მიმართ და ასევე, ჩემ მიმართ!
– გათხოვილ ქალთან გააბამ ურთიერთობას?
– რომც მომწონებოდა გათხოვილი ქალი, ამას ჩემ გარდა ვერავინ გაიგებდა და არც არასდროს გაუგიათ. ჩემთვის ოჯახის სიმტკიცე ხელშეუხებელია. თუ განათხოვარია, ქმარს გაცილებული – არ მაქვს შეხედულება: აუ, განათხოვარია. მაგრამ, თუ მანდილოსანი ქორწინებაშია ან ვინმესთან აქვს ურთიერთობა, გამორიცხულია, ჩავერიო.
–  როცა თავად ცდილობენ შენთან ურთიერთობის დაწყებას?
– ცდილობენ კიდეც, მაგრამ ჩემთვის ეს თემა ტაბუდადებულია. თან, ამის არანაირი საჭიროება არ მაქვს. არიან ირგვლივ მანდილოსნები, რომლებთანაც გამოვა რამე. ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმისას უნდა ვეცადოთ, რომ საკუთარი თავი დავაყენოთ მეორე ადამიანის ადგილას.
– როგორ მოიქცევი, ასეთ სიტუაციაში რომ აღმოჩნდე?
– სიმართლე გითხრა, არ ვფანტაზიორობ ჩემს წარმოდგენებში. თუ დაუშვებ, რომ ეს თემა წარმოიდგინო, ფაქტობრივად, დასაშვებად მიიჩნიე რეალობაშიც. თუ გვერდით გეყოლება ადამიანი, რომელთანაც არ გაქვს ნდობა უმაღლეს ხარისხში, ჯობია, არ გქონდეს ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ყველაფერი ხდები, გამორიცხული არაფერია, მაგრამ ვცდილობ, უფრო პოზიტიურზე გავამახვილო ყურადღება, ვიდრე ნეგატიურზე. შენ თუ ავლენ საკუთარ სურვილებს, ამით უშვებ ენერგეტიკას, რაც შემდეგ უკანვე გიბრუნდება. იქიდან, რასაც მივაღწიე, ბევრი რამ წარმოდგენილი მქონდა და მადლობა ღმერთს, ამიხდა.
– შენი მომავალი ოჯახი თუ გაქვს წარმოდგენილი როგორი იქნება?
წარმოდგენილი მაქვს, რომ იქნება მტკიცე ოჯახი. სიმტკიცეში, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება ურთიერთპატივისცემის ყველაზე მაღალი საფეხური. სიყვარული, გრძნობა – ძალიან მაგარია, აუცილებელია ურთიერთობაში. მაგრამ, სიყვარულის ის ალი, რომელიც თავიდან არის, შეუძლებელია, ყოველთვის ერთინაირი სიძლიერის იყოს. თუმცა, თუ გრძნობა გაქრება, მხოლოდ პატივისცემაზე ვერ აიგება ურთიერთობა. უნდა იყოს ლტოლვა, გრძნობა, მაგრამ მხოლოდ გრძნობაზე, ძლიერ ლტოლვაზე აქცენტის გაკეთებაც არასწორია. შენ შეიძლება, ვიღაც გიყვარდეს, მაგრამ წახვიდე და „გაიგულაო” სადღაც. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღარ გიყვარს. უბრალოდ, მიდიხარ რომ გაერთო. ეს უპატივცემულობაა, რაც ზუსტად იცი, რომ გავლენას მოახდენს იმ გრძნობაზე, დამოკიდებულებაზე, რაც გაქვს. ამიტომ, მხოლოდ გრძნობა, არ ნიშნავს, რომ წყვილი მტკიცე იქნება. ოჯახში უნდა იყოს ურთიერთპატივისცემის მაღალი დონე. გვერდში დგომა და ერთმანეთის გატანა – უმნიშვნელოვანესია. იმაზე რომ ვილაპარაკოთ, ორივეს ერთნაირად უნდა უყვარდესო, რა თქმა უნდა, არასწორია. ადამიანები, სულ რომ იდენტური ტყუპები იყვნენ, ვერც ერთნაირად განიცდიან  და ვერც ერთნაირად გააფუჭებენ რამეს – ყველა ინდივიდია. მთავარია, საკუთარ თავში იყო დარწმუნებული, რომ ამ ადამიანის მიმართ გრძნობა გაქვს, სურვილი იმის, მასთან ერთად იყო, შექმნა ოჯახი. „შენ უფრო მეტად გიყვარვარ, თუ მე” – ეს ბავშვური თემაა.
–  შენ როგორ გამოხატავ სიყვარულს?
– ნელ-ნელა იწყება ხოლმე. შეიძლება, უცებ ძალიან მომეწონოს გოგო, მაგრამ მაშინვე არასდროს მითქვამს: აუ, შემიყვარდა. სიტყვა: „მიყვარხარ“ რომ ვთქვა, თვეები უნდა გავიდეს. ზოგადად, ძალიან რთულად მიყვარდება. როცა ადამიანის მიმართ გრძნობები მიჩნდება, ეს სიღრმისეულად მაქვს გაცნობიერებული. უბრალოდ, დრო მჭირდება იმისთვის, რომ საკუთარ გრძნობებში გავერკვე. როცა ეუბნები: „მე შენ მიყვარხარ“, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას იღებ საკუთარ თავზე. ამ სიტყვებს დიდი ძალა აქვს და როგორც კი სიყვარულს გასცემ და ისიც მიიღებს, იმ ადამიანის მიმართ უდიდესი პასუხისმგებლობა გეკისრება. თან, თუ ისიც ანალოგიურად გპასუხობს. რაც უნდა ძლიერი იყო, გულისტკენა გულისტკენაა და არავისთვისაა ის სასიამოვნო. თუ საკუთარ გრძნობაში დარწმუნებული ხარ, არ არის აუცილებელი, დაელოდო, თუ რას გრძნობს ის. მან აუცილებლად უნდა იცოდეს შენი მის მიმართ გრძნობისა და დამოკიდებულების შესახებ. მე თუ გრძნობა მაქვს ადამიანის მიმართ და მისგან ანალოგიურს არ ვიღებ, ეს ვერ შემაკავებს, ჩემი გრძნობის შესახებ არ ვუთხრა, არ დავუდასტურო. თუ ადამიანი დაგიფიქსირებს – ჩვენ შორის ვერაფერი იქნებაო, ამ შემთხვევაში, შეიძლება, არ გაიხსნა, მაგრამ არის მომენტები, როცა ბოლომდე იბრძვი.
– გოგონები დღეს ხშირად ამბობენ: რომ ბიჭები ერიდებიან პასუხისმგებლობის აღებას, არ იბრძვიან, არ ქმნიან ოჯახებს.
– პირიქით ვიტყვი, რადგან მე საკუთარი თავიდან გამომდინარე ვაფასებ. თვითონ გოგონების მხრიდან დამოკიდებულებაც შეცვლილია, უფრო დაჟინებულები არიან. რა თქმა უნდა, ყველაზე არ ვამბობ.
– რას გულისხმობ?
– ადამიანს შეუძლია დღესში 50-ჯერ მოგწეროს: იქნებ წავიდეთ, კინოში ხომ არ წავიდეთ. როცა უფიქსირებ, რომ არ გინდა, ხომ უნდა გაითვალისწინოს. მიხარია, რომ არიან ისეთი გოგონებიც, რომელთა გულის მოსაგებად მეტი ნაბიჯი უნდა გადადგა. ეს არის კაცისთვის მუღამი – რა თქმა უნდა, მუღამი კარგი გაგებით. პირიქითაც რომ მოხდეს, მანდილოსანს შეუყვარდეს მამაკაცი – ესეც აბსოლუტურად მისაღებია. მთავარია, გახსნილები ვიყოთ. გაურკვევლობაში ყოფნას, ჯობია, ყველაფერი ვუთხრათ ერთმანეთს.
– ხშირად გითქვამს „მიყვარხარ“?
– ძალიან იშვიათად. იმიტომ არა, რომ იშვიათად მიყვარს, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, არ ვარ ისეთი თბილი, როგორიც სხვები არიან და ეს მიღიარებია, როგორც ოჯახში, ასევე მეგობრებში, მეგობარ გოგონასთან. იოლად ვერ ვიტყვი: მომენატრე, მიყვარხარ. მირჩევნია, ის ამას გრძნობდეს ჩემი დამოკიდებულებით, ყურადღებით. ნებისმიერ შემთხვევაში, ქმედება ბევრად მნიშვნელოვანია.  მე ასეთი ვარ და არასდროს მქონია მომენტი, მეთქვას: რატომ არ მეუბნები, რომ მოგენატრე-მეთქი. ეს არ უნდა იყოს საწყენი, რადგან მე არ ვცდილობ, ვინმეს მოვერგო, სხვა ტიპი გავხდე დ მერე ისევ დავუბრუნდე საწყისს. მე თუ ასეთი შეგიყვარე და  მომწონხარ, ასეთი მეყვარები.
скачать dle 11.3