კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 რას აგრძნობინებს სალომე ჭაჭუას საკუთარი სხეული და რატომ მიიჩნიეს პარიზში „ცეკვის ღმერთებმა“ ის ახალ ვარსკვლავად

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

სალომე ჭაჭუასთვის  2017 წელი საკმაოდ წარმატებული იყო. ის სწორედ ამ წელს წარდგა მაყურელის წინაშე, არა როგორც მოცეკვავე, არამედ როგორც ჟიურის წევრი. სალომე ასევე დაუბრუნდა თავის მეწყვილეს, მაქს რიჟიკოვს, რომელთან ერთადაც, საერთაშორისო ტურნირებზე არაერთ სერიოზულ წარმატებას მიაღწია.
სალომე ჭაჭუა:
მე და მაქსმა გადავწყვიტეთ, ტურნირებზე ცეკვა ერთად გაგვეგრძელებინა და რომ იტყვიან, ჰაერში ვართ გამოკიდებულები: ორი კვირა უკრაინაში, სადაც ტრენერები გვყავს და ორი კვირა – თბილისში. მეორე ტურნირი გვქონდა პარიზში, სადაც პროფესიონალების კატეგორიაში, მსოფლიოს ტოპ 24-ში მოვხვდით. აქ მოხვედრა არ არის მარტივი, საჭიროა, ბევრ ტურნირზე გამოხვიდე, ბევრმა მსაჯმა გაგიცნოს და ასე შემდეგ. როდესაც შემდეგ ტურში გადადიხარ, ტაბლოზე არ იწერება შედეგები და ჩვენი კატეგორიის დრო რომ მოდის, მაშინ აცხადებენ. თუმცა, არ გაქვს უფლება, რომ გამოიცვალო. უკვე გამოცვლას ვაპირებდი და უცებ აცხადებენ ნომერი 40-ს, ისეთი შოკი მივიღე... გიჟივით გავვარდით სცენზე. პირველი ცეკვა როგორ ვიცეკვე, არც მახსოვს, ისეთი ბედნიერი ვიყავი. ეს არის ძალიან კარგი შედეგი. თან, ახლა ისეთ ტრენერებთან ვემზადებით მათთან მოხვედრაზეც მთელი ბავშვობა, მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. ასენის ტურნირზე რომ ვიყავით, მანამდე შეკრება გვქონდა და იქ იყო ყველა ის ტრენერი, რომელთა ვიდეოებზეც გავიზარდე ბავშვობიდან. მსოფლიოს თექვსმეტგზის ჩემპიონები, ასე ვთქვათ, „ცეკვის ღმერთები”, გვიტარებდნენ როგორც საერთო, ისე ინდივიდუალურ გაკვეთილებს – ეს იყო ჩემთვის სრული შოკი.
– როგორ შეგაფასეს შენ?
– ისეთი ემოციებით დავბრუნდი, იმდენი ინფორმაციით... არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ დიდი ინტერესი გამოვიწვიე. იტალიელმა მოცეკვავემ, რომელიც ასევე, მრავალგზის ჩემპიონია და ახლა უკვე მწვრთნელი, მკითხა: შენ საიდან ხარო. იქ რომ შეგამჩნევენ, ეს უკვე ძალიან მაგარია, რადგან 300 წყვილი გამოდის. აქამდე არ გვინახავხარო. რომ გაიგეს, საქართველოდან, მაინც ჩანს, რომ სხვანაირი სისხლიაო. აჟიოტაჟი გამოიწვია ჩემმა ცეკვამ. პარიზშიც მოვეწონე, მითხრეს: ახალი ვარსკვლავი იბადება ჩვენთანო. მე მანამდე სხვა ფედერაციაში ვცეკვავდი და ცოტა ხნის წინ შევიცვალე. აქ არიან ერთ-ერთი საუკეთესო მოცეკვავეები და ტრენერები და მომეცა ამის საშუალება.
– როგორი იყო 2017 წელი შენთვის?
– სულ სხვდასხვა რაღაც მოხდა. პირველი ის, რომ ჟიურიში არასდროს ვყოფილვარ. მართლაც დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის და პლუს – ძალიან საინტერესო, თან, რთული. როცა რაღაცას ვთანხმდები, სერიოზულად ვეკიდები და ძალიან ბევრი ვიმეცადინე. არ მინდოდა, ეთქვათ: ამან მხოლოდ უნდა იცეკვოს და სხვა არაფერი გააკეთოსო.
– მახსოვს, ამერიკის ერთ-ერთ ცნობილ შოუში იყავი მიწვეული.
– კი, მიმიწვიეს, მაგრამ ჯერჯერობით, ისევ გადადებულია. მე თავს მხოლოდ შოუების მოცეკვავედ არ მივიჩნევ, მიუხედავად იმისა, ძალიან მომწონს. ჩემთვის ძალიან რთული იქნებოდა 6 თვე ერთი და იგივე პროგრამა მეცეკვა, იქიდან გამომდინარე, რომ ვფიქრობ, გავაგრძელო სპორტული კარიერა. ამიტომ, ცოტა თავი შევიკავე, გადავდე. მე და მაქსი თებერვალში ერთად ვგეგმავთ  ცოტა ხნით ამერიკაში წასვლას. სანამ ჩემი სხეული და შინაგანი მე მთხოვს, რომ ტურნირებზე ვიცეკვო, ვიცეკვებ.
– კარიერის განმავლობაში, ფსიქოლოგიურად როდის გაგიჭირდა ყველაზე მეტად?
– ნებისმიერ სპორტში ფსიქოლოგიურად ძალიან დიდი ზეწოლაა. უპირველეს ყოვლისა, ისე უნდა გაიზარდო და ისე მოამზადო საკუთარი თავი, რომ დამარცხებაც მიიღო, მოგებაც და გაჩერებაც. ბევრი წინაღობა შემხვდა და ყოველთვის ბოლომდე მივდივარ, რქებით გამაქვს. ერთადერთი, რისი ფანატიკოსიც ვარ, ეს ჩემი პროფესიაა. ფსიქოლოგიურად ერთადერთხელ გამიჭირდა – „ცეკვავენ ვარსკლავების“ ბოლო, მიწურულ პერიოდში. მეც და ირაკლისაც რაღაც გვჭირდა. ასეთ კონდიციაში არასდროს ვყოფილვარ, უცნაურად ვიგრძენი თავი, მაგრამ ორივე მალე გამოვედით მდგომარეობიდან. „რა აზრი აქვს” – ეს განცდა არასდროს მქონია, რადგან, უპირველეს ყოვლისა, სიამოვნებისთვის ვცეკვავ.
– ცხოვრება მაშინაც რქებით გაგაქვს, როცა საქმე პირად ცხოვრებას,  ემოციებს ეხება?
– ცხოვრებაშიც ასეთი ვარ. უბრალოდ, იმდენი ხანია, მარტო ვარ, რომ ასეთ რაღაცებზე აღარ მიფიქრია. მიმაჩნია, ღირებულებების გადაფასება მოხდა. ეს მხოლოდ წარსულიდან არ მომდინარეობს. მეც ვგრძნობ, რომ გავიზარდე, სხვანაირად შევიცვალე. მე ეს სალომე უფრო მეტად მომწონს.
– როგორია ეს სალომე?
– კიდევ უფრო მეტად მშვიდი. ყოველთვის აღნიშნავენ, რომ წყნარი ვარ, მაგრამ შინაგანად, ბევრად უფრო დავმშვიდდი. უფრო მარტივად ვუდგები ბევრ რამეს.  ვისწავლე მარტივად  დავემშვიდობო, როგორც ადამიანებს, ასევე ემოციებს.
– მარტო ვარო და ეს კარგია თუ ცუდი?
– პერიოდია ისეთი, რომ მარტო ვარ. განსაკუთრებული არაფერი ხდება ჩემს ცხოვრებაში, რომ ურთიერთობა გავაგრძელო. ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და კიდევ უფრო კარგად ვიგრძნობ, როცა ის გამოჩნდება ჩემს ცხოვრებაში ანუ – მეორე ნახევარი.
– რამეს გაითვალისწინებ? როგორი ადამიანი გჭირდება გვერდით?
– არანაირი მოთხოვნები არ მაქვს და არც წარმოდგენილი მყავს. ერთი რამ ვიცი: ურთიერთობა უნდა აეგოს და ჩამოყალიბდეს ნდობაზე – ეს არის მთავარი. ნებისმიერი ურთიერთობა ნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული. როცა ურთიერთობაში ნდობა და პატივისცემაა, მერე აიგება ურთიერთობა და იქნება ხანგრძლივი, სამუდამო. უზომოდ თბილი ვარ და ყველანაირ ურთიერთობაში, როგორ სითბოსაც გავცემ, იგივეს ვითხოვ. თუ ვერ ვიღებ ანალოგიურ სითბოს, უკან ვიხევ. ამას ძალით არ ვაკეთებ, ჩემდაუნებურად ხდება. ჩემს ბაზუკასთანაც ძალიან თბილი ვარ და იგივე სითბოს ვიღებ მისგან, როგორც ჩემი მეგობრებისგან. ეს თუ არ იქნება, ურთიერთობაც არ აეწყობა. რომ ვხედავ, მინდა, შინაგანად რაღაც გავაკეთო, მაგრამ თუ იგივეს ვერ ვიღებ, მერე ეს „მატორმუზებს“ და ძალიან რთულია.
– როგორია შენი დამოკიდებულება ღალატისადმი, ეთანხმები, ქალები რომ ამბობენ ხოლმე: „მთავარია მე არ გავიგო“?
– „მიღალატოს და მთავარია, მე არ გავიგო,“ – ასეთი რამ არ არსებობს ჩემთვის. თუ მოხდება ასეთი ფაქტი, ძალიან საღად მივუდგები, მაგრამ ჩემგან გათავისუფლდება, მეტი არაფერი. არც ქალისა და არც მამაკაცის ღალატს არ მივესალმები, არც მეგობრობაში.
– ძალიან საყვარელი ძაღლი გყავს.
– ჩემი ბაზუკა, რომელიც მეგობარმა მაჩუქა, ძალიან მიყვარს. სიურპრიზი იყო, სტუდიაში მომიყვანეს. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი – უთბილესია. უყვარს მოფერება – ამაში ერთმანეთს ვგავართ.
– რამე, განსაკუთრებული საახალწლო ტრადიცია თუ გაქვს?
– ახალი წლის წინა დღეები მიყვარს, რადგან ქუჩაში ყველა ბედნიერია და მეც ბედნიერი ვარ. ახალი წელი რომ დგება, მიხარია, მაგრამ მაშხალების, ფოიერვერკების მეშინია. ბავშვობაში მაგიდის ქვეშ ვიმალებოდი, ახლა საბნის ქვეშ ვარ შემძვრალი. წელს მე და ბაზუკა შევძვრებით მაგიდის ქვეშ. განსაკუთრებული ტრადიცია ის არის, რომ ოჯახის წევრები ერთად ვხვდებით. ადრე მამაჩემი აკეთებდა ასე და ახლა ჩემი ძმა: ახალი წლის ღამეს ერთ კოვზ თაფლს იღებს, ყველას გვაჭმევს და გვეუბენება: ასე ტკბილად დამიბერდითო.
– ამბობენ, რომ ცოცხლებსა და გარდაცვლილებს შორის კავშირი მუდმივად გრძელდება.
– დღე არ გავა, მამა რომ არ გამახსენდეს. მე და მამას ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა და როდესაც, რაიმე ტურნირზე გავდივარ ან სცენაზე, არ არსებობს, არ გამახსენდეს. სულ მგონია, რომ ჩემ გვერდითაა და ეს ძალას მმატებს, მეხმარება. ის იმ პერიოდში წავიდა, ბევრ რამეს, ჩემს წარმატებას ვერ მოესწრო და მგონია, ამ ყველაფერს ხედავს. ტკივილი არასდროს გაქრება, ასეა ჩემი და ჩემი ოჯახის შემთხვევაში. ყველაზე მეტად გვსიამოვნებს, როცა მამაზე ვსაუბრობთ, ვიხსენებთ მას. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისას მინდა, სულ იმ გადასახედიდან შევხედო: მამა რას მირჩევდა, როგორ მოიქცეოდა და მერე მეც ისე ვაკეთებ.
скачать dle 11.3