კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 ვინ აჩუქა კესარია აბრამიძეს ახალი წლისთვის ბინა და როგორ აპირებს ის მის „სიყვარულის სახლად“ გადაქცევას

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

 კესარია აბრამიძე ახალ წელს დიდი სიახლით შეხვდა – მას საყვარელმა მამაკაცმა ბინა აჩუქა, რომელსაც თავისი გემოვნებით მოაწყობს. 2017 წელი კესარიასთვის საკმაოდ საინტერესო იყო.
კესარია აბრამიძე:
2017 წელი ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი იყო. გასართობად არ მეცალა, ვიყავი დაკავებული, შეყვარებული და ამ წელმა ბევრი სიურპრიზი მომიტანა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიურპრიზი ის იყო, რომ ჩემმა საყვარელმა მამაკაცმა გადმომცა ბინის გასაღები – სახლი მაჩუქა ახალი წლისთვის. ამაზე არც ვფიქრობდი, არ გვისაუბრია, მაგრამ სულ მინდოდა, ჩემი გემოვნებით მოწყობილი სახლი მქონოდა, რასაც  მომავალში ვგეგმავდი. საახალწლოდ ასეთი მშვენიერი საჩუქარი გამიკეთა. მინდა, ჩემი ბინა ჩემი გემოვნებით იყოს მოწყობილი – თავისი ტიხრებით, ყველაფრით. ამიტომ, ვიწყებ მის მოწყობას ნულიდან. იმ დონეზე შევიჭერი, რომ მაკიაჟზე, ესთეტიკაზე გაგიჟებულს, ახლა მაინტერესებს „ციკლოვკა“, გაჯი, ავეჯი, აგური და ასე შემდეგ. აწი, ალბათ, ელიავაზეც წავალ. ძალიან საინტერესო ყოფილა, როცა ბუდეს იშენებ შენს საყვარელ მამაკაცთან ერთად.
– რას ითვალისწინებ?
მინდა, მაქსიმალურად სადა იყოს, კუსკუსა – სიყვარულის სახლი უნდა გავაკეთო ჩემს ბიჭთან ერთად, სადაც გვექნება ლამაზი, რომანტიკული საღამოეები და კარგად განვიტვირთებით. ერქმევა „სიყვარულის სახლი“. საჩუქრებით სულ მანებივრებს, იმაზე მეტად, რამდენადაც ამას ვიმსახურებ, რადგან სულ ვაბრაზებ. მან ზუსტად იცის, ჩემთვის, ჩემი ცხოვრებისთვის რა იქნება უკეთესი და ამ ყველაფერს იმიტომ არ აკეთებს, რომ ყურებით დამიჭიროს. სულ მეუბნება: ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და ჩემ გვერდით რომ არ იყო, მაინც მინდა, ბედნიერი იყო, შემდგარი და წარმატებულიო.
– ამას გულახდილად ამბობს?
– ვფიქრობ, რომ გულახდილია. მუდმივად ზრუნავს ჩემზე და საკმაოდ წინდახედული, ჭკვიანია. ასევე, ძალიან მგრძნობიარე: წინასწარ გრძნობს ბევრ რამეს. კარგი ინტუიცია აქვს და ნათელმხილველივით იცის, ყველა მომდევნო ნაბიჯი.
– ესე იგი, ვერაფერს გამოაპარებ.
– ვერაფერს გამოვაპარებ. სანამ გავიფიქრებ, უკვე ყველაფერს მეუბნება – შესწავლილი ვყავარ თავიდან ბოლომდე. ეს ცოტა რთულია, თან, ამას ისიც ემატება, რომ ძალიან ეჭვიანია. დიდ პრობლემებს მიქმნის „ფეისბუქის ლაიქები“, ასევე, მამაკაცების კომენტარები. მაგალითად, ვინმე ბიჭმა დამიწერა კომენტარი: „რა ლამაზი ხარ” ან გულები – ამაზე მაშინვე ბრაზდება. შეუძლია, ყველა საქმე გადადოს და დამირეკოს: გააქრე ის კომენტარიო. ასე მყავს ნახევარი საქართველო დაბლოკილი. უბრალოდ, არ სიამოვნებს და ვერ შეეგუა სხვა მამაკაცების მხრიდან კომპლიმენტებს. ჩემს პოპულარობასაც ვერ შეეგუა. მისთვის ვარ ერთი, ჩვეულებრივი გოგო, რომელიც ძალიან უყვარს. ვერ აღიქვამს იმას, რომ ვარ პოპულარული, საჯარო პირი და სულ ფორმაში უნდა ვიყო: ინფორმაცია უნდა მივაწოდო ჩემს ფანებს, მეგობრებს. მე ამას ვერ ვეგუები, რადგან იმდენად თამამი და თავისუფალი ვარ, რომ ხშირად გვაქვს აზრთა სხვადასხვაობა.
–  ხშირად კამათობთ?
– კი და ჩვენი ჩხუბი ბოლოს მთავრდება: მიყვარხარ, გიყვარვარ... ჩახუტებითა და კარგი სექსით. მგონი, ამიტომ ვჩხუბობთ, რადგან უყვარს ჩხუბის მერე კარგი სექსი.
– ხშირად არ ჩანხარ სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. ამბობენ: კესარიას შეყვარებული ძალიან ზღუდავს და ასეთ ადგილებში არ უშვებსო. მართალია?
– თუ სადმე ჩემი გამოჩენა აუცილებელია, მაშინ არ აქვს პრობლემა, მიშვებს და იშვიათად, თვითონაც მოდის. მას ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს და მისი მესმის. ერთად ყველგან დავდივართ, უბრალოდ, კამერების წინ არ ვჩნდებით. არ გვინდა, საჯარო გავხადოთ ჩვენი ურთიერთობა. არ მინდა, ამდენი ჭორაობა, ენები. ჯობია, წყნარად ვიყოთ, გემრიელად და კომფორტულად. რაც შეეხება შეზღუდვებს, მაგალითად, ტაქსისაც რომ გავაჩერებ, მძღოლი 50 წელს ზემოთ უნდა იყოს, ახალგაზრდას არ უნდა ჩავუჯდე. სადაც მივდივარ, თითქმის ყველა ადგილიდან ვუგზავნი ფოტოს, ვიდეოს – სად ვარ, რას ვაკეთებ. თვითონ არ მთხოვს, უბრალოდ, ნერვიულობს. მასთან ძალიან კომფორტულად ვარ, მაგრამ ცოტა მაკლია ის თავისუფლება, რაც მქონდა. ზოგჯერ მენატრება თავისუფლება, მაგრამ როცა ადამიანი გიყვარს, გარკვეულ დათმობებზე უნდა წახვიდე. ჯერჯერობით ერთად სადმე წასვლა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ იმედია, იქნება. სხვათა შორის, უკვე მეორე ახალ წელს შევხვდით ერთად. მესამე ახალ წელს ახალ სახლში შევხვდებით. წინასწარ არაფერი გვაქვს დაგეგმილი, რადგან მატყუებს ხოლმე: ერთად ვერ შევხვდებითო, მამაიმუნებს და მერე ერთად ვართ. უყვარს ასეთი სიურპრიზები.
– კიდევ როგორი სიურპრიზები უყვარს?
– ძალიან უყვარს საჩუქრების გაკეთება, განსაკუთრებით – ძვირად ღირებულის.  ვგიჟდები ოქროზე, ბრილიანტებზე და ყველაზე ძალიან მახარებს, როცა ასეთ ძვირფას სამკაულებს მომართმევს ხოლმე.
–  შენც ეჭვიანობ?
– მე არ ვიყავი ეჭვიანი, მაგრამ ნამდვილმა, ჭეშმარიტმა სიყვარულმა იცის ეჭვიანობა. ამ გრძნობამ გამხადა ეჭვიანი და მაქვს ასეთი მომენტები. ჩემგანაც აქვს გარკვეული შეზღუდვები, ვუწყობ ხოლმე ისტერიკებს. ორივე დიდ დათმობებზე მივდივართ, მაგრამ მაინც ვკამათობთ. თუ ადამიანისგან არაფერი გწყინს, ესე იგი, ის არ არის შენთვის ღირებული. ჩვენი ისტერიკები, ძირითადად, მესიჯებით ხდება ხოლმე, როცა ის სამსახურშია და ბოლოს, პიკს რომ აღწევს ყველაფერი, მისი თანამშრომლები რეკავენ ჩემთან: გაგიჟებულიაო და უკვე უკან ვიხევ.
– აპირებთ დაქორწინებას?
– ამას აღარ ჰქვია სერიოზული ურთიერთობა, ეს უსერიოზულესია. ფურცელზე რა წერია, ამას ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, სულიერად ვიყო კარგად, კომფორტულად. სხვა მოთხოვნები არ მაქვს მის მიმართ. ის, რომ თეთრი კაბა ჩავიცვა და ამით დედოფლად ვიგრძნო თავი – ის ყველაფერს გააკეთებს და მაგრძნობინებს თავს დედოფლად. მე არ მინდა, მისთვის ერთი დღით ვიყო დედოფალი. მინდა, ყოველდღე მისთვის დედოფალი ვიყო და ვარ კიდეც.
– ის, შენთვის პრინცია?
– მეპრინცება, რადგან, რაც ჩემ გვერდითაა უფრო და უფრო სიმპათიურდება და სიმპათიურდება. ყველანაირ სტიმულს ვაძლევ.
– გავრცელდა ჭორები, რომ „რუსთავი2-ზე“ ახალი გადაცემის წამყვანობა შემოგთავაზეს.
–  კი. იყო ამაზე საუბარი, მაგრამ ჩემი ბიჭი წავიდა წინააღმდეგი. ამ შემთხვევაში, ჯერ ჩემი ბიჭი უნდა მოთაფლონ და მერე – მე.
–  რატომ იყო წინააღმდეგი?
– არ უნდოდა, ისეთი სკანდალური გადაცემის წამყვანი ვყოფილიყავი, რომელიც „ლგბტ“ თემებს შეეხებოდა. ცოტა ჰომოფობია და სულ გვაქვს ამაზე კონფლიქტი.
–  და მიუხედავად ამისა, დღეს შენ გვერდითაა?
– მე შევუყვარდი. პარადოქსია, რადგან ძალიან ქართველი, ტრადიციული ტიპია და მისთვის რაღაცები მიუღებელია. ამ თემაზე ვერასდროს შევთანხმდით და ვერ მივაღწიეთ კონსენსუსს.
–  შენს მეგობრებში არიან „ლგბტ“ თემის წარმომადგენლები და მათთან როგორი ურთიერთობები აქვს?
– მათთან ძალიან დისტანციური და გულგრილი ურთიერთობა აქვს – ადამიანური სალამი და მეტი არაფერი.
скачать dle 11.3