კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 როგორ დაეხმარა მაძებარი ძაღლი-ბობიკი სლავა მეტრეველს საფეხბურთო კარიერაში

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი სლავა მეტრეველი ადრეული ბავშვობიდანვე ფანატიკურად იყო შეყვარებული ფეხბურთზე. დღენიადაგ ბურთს აგორებდა, სხვა არაფრის გაგონება არ სურდა და იმთავითვე ეტყობოდა, რომ დიდი საფეხბურთო მომავალი ელოდა. სამაგიეროდ, სრულიად საპირისპირო აზრის იყვნენ პატარა სლავკას მშობლები და უნდოდათ, მათი პირმშო მაღალი კლასის ზეინკალი გამოსულიყო.
– წყლის ნაყვაა ეს შენი ფეხბურთი. ზეინკლობა ისწავლე, რომ მომავალი ოჯახი ფინანსურად უზრუნველყო, – ეტყოდა ხოლმე სლავკას მამა. დედა კი მხარს აუბამდა მეუღლეს და დასძენდა:
– სლავკა, მომაშორე ეგ შენი საზიზღარი ბურთი, თორემ ერთხელაც დავავლებ მაგ გაბერილ ეშმაკს ხელს, ნაკუწებად ვაქცევ და ტოლ-ბიჭებში თავს მოგჭრიო.
მეტრეველები სოჭში ცხოვრობდნენ. ქართველების დასახლება პლასტუნკაში. მაშინ ბურთის დეფიციტი იყო, თანაც ძალიან ძვირი ღირდა. სლავკამ და მისმა მეგობრებმა ფული შეაგროვეს, ერთი გადამყიდველისგან ნამდვილი „პიპკიანი“ ბურთი შეიძინეს და დილიდან დაღამებამდე თამაშობდნენ. ძვირფასი ნივთი სლავკას ჰქონდა მიბარებული, როგორც უბნის პირველ ფეხბურთელს და ისიც თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა, ერთ დღეს, როცა სლავკამ ბურთი მოიკითხა, აღმოჩნდა, რომ დედამისს საიმედოდ გადაემალა. ის დღე პლასტუნკელებმა უფეხბურთოდ გაატარეს. მეორე დილით მორიგეობიდან დაბრუნებულმა დედამ სლავკას ბურთი მისცა და უთხრა:
– მხოლოდ შაბათ-კვირას ითამაშებ, დანარჩენ დღეებში კი კვლავ დაგიმალავო.
მიუხედავად მუქარისა, სამსახურიდან დაბრუნებული დედა სლავკას კვლავ მობურთალს ხედავდა და უკვირდა, როგორ ახერხებდა მისი ვაჟი ბურთის პოვნას.
მთელი საიდუმლოება კი ის გახლდათ, რომ საზრიანი სლავკა, როცა დედას ბურთს უბრუნებდა დასამალად, მასში ქონის ნაჭერს დებდა. დედა რომ წავიდოდა, სლავკა თავის მაძებარ ძაღლს – ბობიკს აუშვებდა, სახლში შეიყვანდა და ის სულ ადვილად პოულობდა ბურთიან ქონს...
მოგვიანებით, უკვე მსოფლიო ვარსკვლავი სლავა მეტრეველი განსაკუთრებულად აღნიშნავდა ბობიკის როლს მის კარიერაში.
скачать dle 11.3