№1 გია ბეროშვილის ანეკდოტები
ფოთელი ეუბნება რაჭველს:
– ჩვენ, ფოთში თეატრი გვაქვენ!
– ჩვენ, ქვე შენი ჭირიმე, რიონი.
– ჩვენთან სტადიონიც არის.
– ჩვენთან რიონი.
– ჩვენ კინოც გვაქვს.
– ჩვენ რიონი.
– რა გამიხურე, კაცო, მაგ რიონით და იმეორებ-რიონი, რიონი... ჩაგიფურთხე მაგ რიონში!
– ხოდა, ქვე ჩამოგიტანს ფოთში!
***
მიტუას ქელეხში, ისეთი ოხშივარი ასდიოდა ხაშლამას, სული 60 დღე არ გავიდა სახლიდან.
***
ორი გურული მონადირე საუბრობს:
– გუშინ 5 ბატი მოვკალი.
– გარეული?
– ბატი არ ვიცი, მაგრამ პატრონი კი გარეულივით ღრიალებდა.
***
ბიჭს მოსწონს ქუთაისელი გოგო და ვერ ეუბნება. დაინახავს და შეშდება. ერთხელაც ამოუვიდა გოგოს ყელში:
– რო დამინახავ და ჩერდები.. რა „სვეტაფორი“ ვარ, ძამია?
***
სიდედრი „მოძღვრავს“ სიძეს:
– ყველა კაცი ვალდებულია, ოჯახისთვის იყოს თოვლის ბაბუა, მიეხმაროს თავის „სნეგუროჩკას“ საშობაო ზღაპრის შექმნაში, მიუძღვნას საჩუქრები...
სიძემ ცხვირი აიბზუკა. სიდედრმა შეხედა და გააგრძელა:
– ვისაც არ მოსწონს და არ აწყობს, რასაც მე ვამბობ, არის კიდევ ერთი ვაკანსია.
– რისი?
– ირმის!
***
– შვილო, პისტოლეტი რომ გიყიდე დაბადების დღეზე, სად გაქვს?
– გავყიდე და აი, ეს საათი ვიყიდე.
– ხოდა, ხვალ ვინმე რომ მოვიდეს და გითხრას: შენი დედა... შენი ცოლი და შვილიო, რას უპასუხებ, სამის ნახევარიაო?
***
შვილიშვილი ეუბნება ბაბუას:
– ბაბუ, რა უფრო მთავარია ცხოვრებაში ბედნიერება თუ ჯანმრთელობა?
– ჯანმრთელობა, ბაბუ! ამას წინათ ქუჩაში, ისეთ მაგარ ბედნიერებას შევხვდი და ჯანმრთელობა არ მეყო.
***
ზოოვეტის სტუდენტი მიტუა ეკითხება მამას:
– მამი, შეიძლება, ძროხას გაუკეთდეს აბორტი?
– აუ, ისევ შარში გაეხვიე, შე შობელძაღლო?
***
ავტობუსში ჭყლეტაა.
– ბატონო, ხომ ხედავთ, დაგნებდით, ხმას არ ვიღებ და ისე მაინც მოიქეცით, ეს მგზავრობა სასიამოვნოდ გამახსენდეს.
***
ქუთაისელი ეკითხება თბილისიდან ჩასულ ბიჭს:
– ბიძია, რატომ ხარ ასეთი შავი?
ბიჭმა იფიქრა, გავეღადავებიო და უპასუხა:
– რავი, ბიძაჩემო, დედაჩემი ჩემზე რომ იყო ორსულად, ზანგი გამოკიდებია და...
– ბიძია, კი არ გამოკიდებია, დაწევია.
***
მილიონერი ეუბნება სასიძოს:
– თუ ჩემს 20 წლის ქალიშვილს შეირთავთ ცოლად, 20 ათას დოლარს ვატან მზითევში. თუ ჩემს 25 წლის ქალიშვილს – მაშინ, 25 ათას დოლარს, ხოლო, თუ 30 წლის ქალიშვილს – მაშინ 30 ათას დოლარს.
– უკაცრავად და, 60 წლის ქალიშვილი არ გყავთ?
***
სვანი კამიკაძე, თვითმფრინავის სალონში შევარდა და ვენები გადაიჭრა.
***
– ჩემი სიმამრი რომ მოკვდა, სამი დღე არ ვტიროდით.
– რატომ?
– ისე კარგად თამაშობდა პოკერს, რომ მოკვდა, ბლეფი გვეგონა.