№1 რა მოხდა ამ დღეს
1 იანვარი
ძველი წელთაღრიცხვით 46 წელი – გაიუს იულიუს კეისრის რეფორმით ახალი წლის დაწყების აღნიშვნა რომაელებმა 1 იანვარს დაიწყეს.
1800 – დიდმა ბრიტანეთმა გააუქმა ირლანდიის ავტონომია.
2 იანვარი
1939 – ლუი დაგერმა გადაიღო მთვარის პირველი ფოტო.
1944 – ვერტმფრენების პირველი საბრძოლო გამოყენება.
3 იანვარი
1888 – ვაშინტონელმა, ვინმე სტოუნმა, დააპატენტა წვენებისა და კოქტეილების დასალევი მილაკი.
1962 – რომის პაპმა ანათემას გადასცა ფიდელ კასტრო.
4 იანვარი
1896 – იუტა, მას შემდეგ, რაც იქ მცხოვრებმა მორმონებმა უარი თქვეს მრავალცოლიანობაზე, ოფიციალურად გახდა ამერიკის 45-ე შტატი.
1943 – ამერიკულმა ჟურნალმა, „თაიმმა“, წლის ადამიანად იოსებ სტალინი დაასახელა.
1961 – კოპენჰაგენში დასრულდა მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი გაფიცვა: ადგილობრივი პარიკმახერები გაფიცულნი იყვნენ 1928 წლიდან.
5 იანვარი
1825 – ფრანგ მწერალს, ალექსანდრ დიუმას კურიოზი შეემთხვა – დუელში, ფარიკაობისას შარვალი ჩაძვრა.
1875 – გაიხსნა პარიზის „გრანდ ოპერა.“
1919 – გერმანიაში ანტონ რექსლერმა და კარლ ჰარერმა დააარსეს გერმანიის მუშათა პარტია, რომელსაც შემდეგ ნაციონალ-სოციალისტური (ნაცისტური) მუშათა პარტია ეწოდა.
6 იანვარი
1681 – პირველი აღწერილი კრივის მატჩი ინგლისში.
1838 – სამუელ მორზემ პირველად წარადგინა თავის ტელეგრაფის აპარატი.
1939 – ბერლინში ოტო ჰანმა და ფრიც შტრასმანმა განაცხადეს, რომ შეძლეს თბური ნეიტრონებით ურანის ბირთვების გახლეჩა, რაც საფუძვლად დაედო ბირთვული ბომბის ტექნოლოგიას.
7 იანვარი
1610 – გალილეო გალილეიმ აღმოაჩინა იუპიტერის პირველი თანამგზავრები: იო, აგინმედე და ევროპა.
1914 – პირველმა გემმა გაცურა ჯერ კიდევ ოფიცალურად გაუხსნელი პანამის არხში.
1949 – გამოქვეყნდა გენების პირველი ფოტოსურათი.