კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 როგორ მოხიბლა პედიატრმა თამარ დუდუნიამ ფილიპ კირკოროვი და როგორ გახდა ის რუსეთში „დედოფალი“

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

25 წლის თამარ დუდუნია თბილისში დაიბადა. ორი წლის იყო, როცა ოჯახი საცხოვრებლად სმოლენსკში გადავიდა და ისიც იქ გაიზარდა. განათლებით ექიმი-პედიატრია. არის არაერთი საერთაშორისო მუსიკალური, ვოკალური კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატი. ამასთანავე, კვალიფიკაციას იმაღლებს ესთეტიკური კოსმეტოლოგიის კუთხით და ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, სიმღერისა და სცენის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ქართული კარგად ესმის, საუბარი უჭირს და ამის გამო, თავს იკავებს. თამარი დედით აფხაზია და როგორც თბილისში, ისე აფხაზეთშიც, ბევრი მეგობარი ჰყავს. ის რუსულ მუსიკალურ შოუში, დედის დაჟინებული თხოვნით მოხვდა და ფილიპ კირკოროვის რჩეული კონკურსანტი გახდა. რუსეთის სატელევიზიო არხზე CTC გამართული მუსიკალური შოუს –  „წარმატება“ ოთხ ფინალისტს შორის მოხვდა და მაყურებლის ხმათა 53 პროცენტი მიიღო. განსაკუთრებული მოწონება კი დაიმსახურა მისმა ქართულად შესრულებულმა სიმღერამ, „სამშობლო“.
თამარ დუდუნია:
სპეციალობით ექიმი ვარ, მაგრამ სცენისა და სიმღერის გარეშე, ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. სხვადასხვა ჟანრში ვმღერი – როკი, ჯაზი, ოპერა, პოპ-მუსიკა. მართალია, ქართულად ლაპარაკი მიჭირს, ცოტა კომპლექსი მაქვს, მაგრამ ყველაფერი მესმის და ჩემს მესამე ალბომში, მთლიანად ქართული სიმღერებია შესული და ჩემს ქართველ მეგობარ მომღერლებთან ერთად ვასრულებ. მოსკოვში, ყოველი ოქტომბრის ბოლოს „თბილისობა“ იმართება და ყოველთვის გამოვდივარ – ვმღერი ამ კონცერტზე.  საქველმოქმედო კონცერტებშიც ვიღებ მონაწილეობას. დედა აფხაზია და ბევრი ნათესავი და მეგობარი მყავს იქ. მე თბილისში დავიბადე, ჩემი ძმა კი – სოხუმში, რომელიც ჩემზე 9 წლით უფროსია. ბავშვობიდან, ყოველ არდადეგებს იქ ვატარებთ. სახლიც გვაქვს ზღვასთან  ახლოს. თბილისშიც და აფხაზეთშიც ხშირად ჩავდივარ.
– თამარ, რუსული მუსიკალური შოუ „წარმატების“ ფინალისტი გახდი. ვინ გირჩია ამ კონკურსში მონაწილეობა? თუ ეს შენი სურვილი იყო?
– ამ კონკურსში მონაწილეობა არც მიფიქრია. დედას ძალიან უნდოდა, მივსულიყავი და ბედი მეცადა. ამიტომ, წავიდა და ჩუმად შეავსო ანკეტა. რომ დამირეკეს და ქასთინგზე მისვლა მთხოვეს, ჯერ მეგონა, სხვაგან მოხვდნენ, ნომერი შეეშალათ. მაგრამ, დედამ რომ დამირეკა და მითხრა, მივხვდი, შარშიც გავყავი თავი (იცინის). მოკლედ, დედამ დამარწმუნდა და გავრისკე. სიმართლე გითხრათ, არ მჯეროდა, ამდენს თუ მივაღწევდი და ფინალამდე მივიდოდი. მაგრამ, ფაქტია, დღეს ფინალისტი ვარ და ძალიან მიხარია.
– როგორც ვიცი, შენ გამო, შოუს პროდიუსერებმა და ჟიურის წევრებმა გამონაკლისი დაუშვეს და სიმღერა ქართულად შეასრულე. ფილიპ კირკოროვი კი, ისე მოიხიბლა შენი ნამღერით, ფეხზე ამდგარი გიკრავდა ტაშს და „დედოფალ თამარას“ ყვიროდა.
– მართალია, ჩემ გამო, გამონაკლისი დაუშვეს და ქართულად ვიმღერე „სამშობლო“, რომელმაც განსაკუთრებული ემოციები გამოიწვია მსმენელებშიც, ჟიურიშიც და ფილიპ კიროკოროვი ფეხზეც წამომიდგა. მანამდე, შევასრულე, სიმღერა One night only ინგლისურ ენაზე, რის შემდეგაც ჟიურიმ შემარჩია — სამი ცისფერი წრე დავიმსახურე. ეს ნიშნავს, რომ შემდეგ ეტაპზე გადავედი. შემდეგი ეტაპი კი იყო, ეგრეთ წოდებული, „ბატლი“, რაშიც ოქსანა ბოიკო გამოვიწვიე. მანამდე, ის ოთხი კვირა ვარსკვლავების სახლში ცხოვრობდა და პროექტში იყო. სწორედ, „ბატლზე“ შევასრულე „სამშობლო“ და ყველაზე დიდი მოწონება ქართულმა სიმღერამ დაიმსახურა. რუსული ესტრადის ცნობილი მომღერალი – ფილიპ კირკოროვი ფეხზე წამომდგარი მიკრავდა ტაშს. მაყურებლის ხმათა 53 პროცენტი მივიღე, რის შემდეგაც პროექტში დავრჩი და ფინალში გადავედი. მადლობელი ვარ სატელევიზიო არხ CTC-ის ხელმძღვანელობისა და პროექტის ავტორების, რომლებმაც საშუალება მომცეს, მშობლიურ ენაზე შემესრულებინა საკუთარი ალბომიდან შერჩეული სიმღერა. პროექტის დასრულებამდე, ოთხი ფინალისტი ვარსკვლავურ სახლში ვცხოვრობთ. ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება გვაქვს და ვმეგობრობთ. მე, ფინალში გასულ ანიასთან ერთად, ვარსკვლავურ სახლში მხოლოდ ერთი კვირაა, ვცხოვრობ. ივანე ამ სახლში 6 გამოშვება იყო, რომა – ოთხი გამოშვება. ანუ, მათ ხალხი უკვე იცნობს და მაყურებელიც ხმას აძლევს. თავიანთი ფან-კლუბიც აქვთ. ჩვენ კი ჯერ არავინ გვყავს. ასე რომ, ფინალში რა იქნება, არ ვიცით. ყველაფერს მაყურებლის ხმა გადაწყვეტს. თუმცა, ამ კონკურსში გავიმარჯვებ თუ არა, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, მე უკვე მივიღე ის, რაც მინდოდა.
– რას გულისხმობ?
– იმას რომ, ფედერალური არხის, CTC-ის ორკვირიანი ტელეეთერი დამეთმო, ვარსკვლავებთან ერთად მივიღე მონაწილეობა საახალწლო-მუსიკალურ გადაცემაში – „ნოვოგოდნი აგანიოკი“ და ხომალდის გემბანზე, ოთხივე ფინალისტი ერთად, შევასრულებთ სიმღერას.
–  მართალია, რომ ფილიპ კირკოროვის სტუმრად ჩამოყვანას გეგმავ თბილისში და ამის ინიციატივა თავად გამოთქვა?
– ამ შოუზე კირკოროვმა განსაკუთრებით გამომარჩია, სიყვარულით „ცარიცა ტამარა“ მიწოდა და ჩემი მისამართით ბევრი თბილი სიტყვა თქვა. მას ძალიან მოეწონა ჩემი ვოკალი და აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთი ნაკლი მაქვს...
–  რა ნაკლი იგულისხმა, რა დაგიწუნა?
– (იცინის). არაფერი დაუწუნია, უბრალოდ, ეს რომ თქვა, წამყვანი, ასევე ცნობილი მომღერალი ვერა ბრეჟნევა ჩაეკითხა, მაინც რა ნაკლი აქვს, რას გულისხმობთო და იმანაც ღიმილით უპასუხა: ძალიან ლამაზიაო (იცინის). ხომ წარმოგიდგენიათ, იმწუთას რა ხდებოდა ჩემს შიგნით. მერე, კირკოროვმა,  თავის ცნობილ კარაოკე-კლუბ „ფილარმონიაში“ მიგვიპატიჟა, სადაც სიამოვნებით მივედით ფინალისტები. პირადად გაგვიშალა სუფრა და გაგვიმასპინძლდა. პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა, რაც მისთვის არ არის დამახასიათებელი. ხელზე მეამბორა და იმეორებდა, ულამაზესი, დახვეწილი, ნამდვილი „დედოფალი თამარა“ ხარო (იცინის). მისი რეპერტუარიდან ვიმღერეთ სიმღერები. როდესაც გაიგო, რომ კონცერტებზეც გამოვდივარ და ალბომებიც მაქვს ჩაწერილი, მითხრა: აუცილებლად დამპატიჟე შენს კონცერტზეო. ვიფიქრე, ხუმრობდა, დავიბენი და ვკითხე: მართლა მოხვალთ-მეთქი? აბა, რა, დამპატიჟე და აუცილებლად მოვალო. თავისი, პირადი ტელეფონის ნომერიც მომცა და აუცილებლად დავპატიჟებ ჩემს სოლო კონცერტზე. თბილისშიც უნდა ჩამოსვლა და ვნახოთ, იქნებ ეს ამბავიც მოვაგვარო და სტუმრად ჩამოვიყვანო.
– ესე იგი, თუ ვერ გაიმარჯვე, მაინც კმაყოფილი იქნები, რომ მონაწილეობა მიიღე?
– რასაკვირველია! ამ პროექტით, ჩემი ცნობადობა გაიზარდა. შევიძინე ახალი  მეგობრები, უფრო თავდაჯერებული გავხდი. სხვათა შორის, აქამდე ჩემს შესაძლებლობებში ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული, ახლა კი მჯერა – ბევრის გაკეთება შემიძლია. ძალიან ბევრი გეგმა მაქვს – ვიწყებთ ახალ პროგრამაზე მუშაობას და ძალიან საინტერესო წინადადება შემომთავაზეს, რომლის შესახებაც წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. შრომა არ მეზარება და ყველაფერს გავაკეთებ, დასახული მიზნების მისაღწევად.
скачать dle 11.3