კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 ჩანერგილი აგენტი

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹52(887)



– როგორაა საქმე, თემურ. რა ქენი? – ჰკითხა საბაშვილმა თემურს, როდესაც კონსპირაციულ ბინაში მივიდა.
– მოვიყვანე.
– დანარჩენი?
თემურმა ვიცე-პოლკოვნიკს ამონაბეჭდი მისცა და უთხრა:
– აი, ხორხელის მთელი მაქინაციები. ეს რომ კანონიერი გზით იყოს მოპოვებული, ამდენი ხლაფორთი არ დაგვჭირდებოდა და უვადოთი გავჭედავდით ამ ნაძირალას.
– მასე რომ იყოს, გიყვარდეს, დედას ვუტირებდით, მაგრამ ამით რომ დავაკავოთ, ყველაზე სულელი, უვიცი ადვოკატიც კი, ნახევარ საათში გამოიხსნის. ამიტომ, მასთან უნდა შეაღწიო და ფაქტზე ავიყვანოთ.
საბაშვილი ამონაბეჭდს ჩაუჯდა და გულდასმით დაიწყო მისი შესწავლა. ვიცე-პოლკოვნიკი გაფართოებული თვალებით ჩაჰკირკიტებდა ამონაბეჭდს და ბოლოს თემურს უთხრა:
– უყურე შენ, ამ ნაბიჭვარს? თითქმის ორმოცდაათი მილიონი უშოვია წელს. ესაა საქმე? ჩვენ ტყვიებს თავს ვუშვერთ და პურის ფულს ძლივს ვშოულობთ. ამ ავაზაკმა ნაძირალამ კი, საწამლავის გაყიდვით უზარმაზარი ქონება იშოვა... მაგრამ, არა უშავს, ტრაკიდან გამოვუღებ ამ ფულს, – საბაშვილმა გააბოლა, – ცოცხალ ქეშზე რა გაიგე?
– ხვალ საღამოს ვასრულებ. კვაჭაძემ მილიონი დოლარი უნდა გამოიტანოს. „ნიუ ბანკის“ საცავი საბურთალოზე ყოფილა და იქ უნდა შევუსრულო.
– ჩემგან არ გესწავლება, თემურ, მაგრამ მაინც გაფრთხილებ – იცოდე, არ მოდუნდე და ყურადღებით იყავი.
– არის, უფროსო! – ხუმრობით გამოეჯგიმა თემური საბაშვილს.
– ჰო, მართლა, დღეს მირანდამ დამირეკა და გიკითხა.
– რა უთხარი?
– მოულოდნელად თურქეთში გაგზავნა უფროსობამ, ახალი საქონლის მონიტორინგისთვის-მეთქი.
– რატომ არ დამირეკაო, არ გითხრა?
– კი და, მე ვუთხარი, სიურპრიზს გიმზადებს და იმიტომ-მეთქი. ჰოდა, როცა „ჩამოხვალ“, რაიმე ძვირფასი უნდა ჩამოუტანო მირანდას თურქეთიდან.
– როდის მე ჩამოვალ...
– მალე ჩამოხვალ, მალე, – გაეცინა ანზორ საბაშვილს, – ხორხელს მალე მოვუღებთ ბოლოს, გული მიგრძნობს.
თემურის საცოლემ, მირანდა ქურციკიძემ არ იცოდა, რას საქმიანობდა მისი საქმრო და ეგონა, ელექტროსაქონლის ექსპორტიორ ფირმაში მუშაობდა. ანზორ საბაშვილი კი, მონიტორინგის განყოფილების უფროსი იყო და თემურის კოლეგებიდან მხოლოდ მას იცნობდა. ისიც იმიტომ, რომ ერთხელ თემურთან სტუმრად მყოფს გააცნო საქმრომ საბაშვილი. იმ დღეს რაღაც სასწრაფო საქმე გამოჩნდა სამსახურში. საცოლესთან საუბარში გართულ მაიორს გამოეპარა, რომ მობილური დამჯდარი ჰქონდა, ამიტომ ვერ დაუკავშირდნენ. საბაშვილი სახლში ეწვია მას და მირანდა ამგვარად გაიცნო.
– ჰო, მართლა, ჩემს ძებნაში მირანდას ხომ არ შეაწუხებენ? – უთხრა საბაშვილს თემურმა, – ვერ დავიჯერებ, რომ ხმალაძემ ჩვენი ურთიერთობის ამბავი არ იცოდეს.
– მირანდა მხოლოდ კონტროლზეა აყვანილი. უშუალო კონტაქტში კი, არავინ შესულა. კი, თქვა მერაბმა, საცოლესთან არ მივა და ტყუილად ვაცდენ რესურსსო, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, მაირანდას კონტროლი ვაჟა გოგელიას დაავალა.
თემურს გაეცინა და თქვა:
– ესე იგი, ვაჟიკო მისადკავებს მირანდასთან?
– მასე გამოდის, – თავი დააქნია ვიცე-პოლკოვნიკმა და საათს დახედა, – წავედი ახლა, აბა, შენ იცი, ყოჩაღად იყავი ხვალ და არ დაიწვე.
***
საღამოს ექვსი საათი სრულდებოდა, როდესაც ზვიად კვაჭაძემ „ნიუ ბანკის“ საცავიდან მილიონი დოლარი გამოიტანა. ტყავის საკვოიაჟი ხელში დაიკავა და „ემელის ჯიპით“ ჯიმშერ ხორხელის ოფისისკენ აიღო გეზი, რომელიც ვაკეში მდებარეობდა. ორასიოდე მეტრი რომ გაიარა და ვიწრო, უკაცრიელ ქუჩაზე შეუხვია, „ემელს“ გზა შავმა „ოპელმა“ გადაუღობა. მანქანიდან ნიღბიანი თემური გადმოხტა და მაყუჩიანი პისტოლეტიდან „ემელის“ ოთხივე მგზავრი მსუბუქად დაჭრა სხეულის სხვადასხვა ნაწილში. შემდეგ ტყავის საკვოიაჟი აიღო და „ოპელით“ გაუჩინარდა.
ოფისში დაბრუნებულმა „მუშტმა“ და მისმა თანმხლებებმა, დაწვრილებით უამბეს ხორხელს ძარცვის ამბავი, თან ცოფებს ყრიდნენ და იმუქრებოდნენ.
– ჩხუბის მერე მუშტებს აღარ იქნევენ. თუ რამის ტრაკი გქონდათ, ადგილზევე უნდა გემოქმედათ და ფული არ გაგეტანებინათ, – კბილებში გამოსცრა ხორხელმა და ზიზღნარევი მზერა ესროლა გაძარცვულებს.
– ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, ბატონო ჯიმშერ, რომ განძრევაც ვერ მოვასწარით, – თავი იმართლა კვაჭაძემ, რაშიც ყველანი დაეთანხმნენ და „მუშტმა“ დააყოლა, – მოულოდნელად დაგვიშვა გლუშიწელიანი პისტოლეტიდან. ყველა მწყობრიდან გამოგვიყვანა და იარაღის ამოღებაც ვერ მოვასწარით.
– მაგ ნაკაწრებს გულისხმობ? – ირონიით თქვა ხორხელმა და თავის კომპანიონსა და კრიმინალურ „კრიშას“ – ვახო ხორავას გადახედა, რომელმაც ხორხელს ანიშნა, გვერდით ოთახში გავიდეთო.
ხორავა და ხორხელი გვერდით ოთახში გავიდნენ და კრიმინალურმა „კრიშამ“ ნარკობარონს უთხრა:
– რას იტყვი, ჯიმი, გჯერა კვაჭაძის მონაჩმახი?
– საეჭვოა, – თავი გააქნია ხორხელმა.
– საეჭვო კი არა, ტყუილია. გვაბოლებს ეგ ბოზი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი დაგვიდგა.
– რომ ვცდებოდეთ?
– რაში? – ჩაეცინა ხორავას, – დადგმული რომ არ იყოს, მძარცველი ასე იმოქმედებდა? რა გარანტია ჰქონდა, რომ იარაღს არ ესროდნენ? პირდაპირ დაუშვებდა და ოთხივეს დაბრიდავდა. მილიონ დოლარზეა ლაპარაკი, ას დოლარზე ხომ არა. „მუშტი“ ძველი „ძაღლია“. როგორც ვფიქრობ, ვიღაც „ძაღლს“ მოელაპარაკა და ერთად შეასრულეს?!
– რას მთავაზობ?
– „მუშტი“ დავაკაჩავოთ და ყველაფერი დავაფქვევინოთ. შემდეგ მისი პაძელნიკი დავითრიოთ. ფული დავიბრუნოთ და ორივე გავარასხოდოთ.
– დანარჩენებს რა ვუყოთ?
– არც არაფერი. იმუშაონ ისევ. აბა, რა მაგათი ბრალია?
ხორხელი და ხორავა რომ დაბრუნდნენ, სამი დაჭრილი გაუშვეს, კვაჭაძე კი რადიატორზე მიაბეს და გამოკითხვა დაუწყეს.
– რას მერჩით, ბატონო ჯიმშერ. ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც მოგიყევით. ბიჭებმაც ხომ დაადასტურეს, – იმეორებდა კვაჭაძე.
– ბიჭებმა რა იციან, შე ბოზო. იმათმა ის თქვეს, რაც დაუდგით. თქვი, ვინ აჩალიჩე. ფული დააბრუნეთ და თავისუფალი ხარ, – ანაჟიმებდა ხორავა „მუშტს“.
ხორავამ კვაჭაძეს პისტოლეტის ტარი ორჯერ ჩაარტყა კბილებში, ჩაულეწა და უთხრა:
– ახლაც არ იტყვი სიმართლეს?
– სიმართლეს გეუბნებით, სინდისს ვფიცავ, – ლუღლუღებდა „მუშტი“.
– ძველი ნაბოზარი „ძაღლი“ ხარ, სად გაქვს სინდისი, – გაცხარდა ხორავა. პისტოლეტის ტარს თავში ურტყამდა და აღიარებას სთხოვდა, აგინებდა და მოკვლით ემუქრებოდა.
– სიმართლეს ვამბობ, სინდისს ვფიცავ, – იმეორებდა გასისხლიანებული „მუშტი“.
– ისევ სინდისი  ახსენე, შე ბოზო! – აღრიალდა ხორავა და კვლავ აამუშავა პისტოლეტის ტარი.
ხორხელი ამ პროცესს მშვიდად ადევნებდა თვალყურს და აბოლებდა. კვაჭაძემ უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და ხორავას უთხრა:
– მე ვარ უსინდისო და ბოზი, შე მართლა, უსინდისო ბოზო. შენ არ იყავი, შენი ძმაკაცი ქურდის ცოლს რომ ჟიმავდი, როცა ის სროკზე იყო? უნდა გამებაზრებინა მაშინ ეს და ქურდები რომ გაგატყავებდნენ, ახლა ასეთ დღეში არ ვიქნებოდი.
ხორავას სიმწრის ოფლმა დაასხა. „მუშტს“ ორი ტყვია თავში დაახალა და იქვე მოკლა.
– ახლა, როგორღა გავარკვევთ, ვინ გაგვძარცვა? – მშვიდად თქვა ხორხელმა, თითქოს იმ წუთას მის წინ ადამიანი კი არ მოეკლათ, ხოჭო გაესრისათ.
– გავარკვევთ. ყველას ფეხზე დავაყენებ, – მიუგო ხორავამ. პისტოლეტი შეინახა და დაამატა, – წავალ. ბიჭებს ვეტყვი, რომ ამ დამპალი ნაბოზარის ტრუპი აქედან მოაშორონ.
***
მოკლული კვაჭაძე ნაგავსაყრელზე იპოვეს და ეს ამბავი რომ გახმაურდა, საბაშვილმა თემურს უთხრა:
– შენი გამოსვლის დროა. აიღე ფული და შეუდექი საქმეს. აბა, შენ იცი.
თემური „ოპელით“ გაემართა ხორხელის ოფისისკენ. მანქანა იქვე გააჩერა. ფულით სავსე საკვოიაჟი აიღო და ოფისის შენობაში შევიდა.
– ბატონ ჯიმშერ ხორხელთან ვარ. აქაა? – ჰკითხა თემურმა დაცვის თანამშრომელს.
– დაბარებული ხართ?
– დიახ. იცის. ასე უთხარით, დაკარგული ფული მოიტანაო.
ორიოდე წუთიც არ გასულა, რომ თემური უკვე ხორხელის წინ იჯდა. იქვე იმყოფებოდა ხორავაც. ხორხელმა საკვოიაჟი იცნო. თემურს შეხედა და უთხრა.:
– გისმენ. რისთვის მოხვედი?  
თემურმა საკვოიაჟი გახსნა. ხორხელს წინ დაუდო და უთხრა:
– აი, თქვენი მილიონი დოლარი. ხელიც კი არ დამიკარებია. უკლებლივ ჩაიბარეთ.
– ვინ ხარ და ფული როგორ აღმოჩნდა შენთან? – ჰკითხა თემურს ხორხელმა.
– ყოფილი პოლიციელი. ამჟამად ძებნილი ვარ. ჩემი უფროსის ცოლს ვჟიმავდი და გავიშიფრე. მან კი იარაღით ვაჭრობის საქმე შემიკერა, რომ სამაგიერო გადაეხადა. ამიტომ, იძულებული გავხდი, პაბეგი ამეკიდა. ვიმალებოდი კვაჭაძესთან. ახლა კი თქვენთან მოვედი აღიარებითი ჩვენებით.
– შენ წაიღე, ჩემი ფული?
– დიახ. „მუშტმა“ მომცა ნაკოლი. მაგრამ, არ ვიცოდი, თუ თქვენი იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელს არ მოვკიდებდი. სულელი კი არ ვარ, რომ სანაგვეზე წოლა მინდოდეს.
– მილიონი დოლარი დიდი ფულია და თავისუფლად შეგეძლო, ამ თანხით უცხოეთში გეცხოვრა.
– შემეძლო, მართალია, მაგრამ საზღვარზე ვინ გამატარებდა და ამდენ ფულს ვინ გამატანდა? პოლიცია ცალკე მეძებს. ადრე თუ გვიან, თქვენც მიპოვიდით და მიღირს ასეთი ცხოვრება?
– კვაჭაძეს საიდან იცნობდი?
– ის და მამაჩემი ერთად მუშაობდნენ მილიციაში და ძმაკაცები იყვნენ.
– რა გქვია?
– ზურაბ გოგიშვილი.
– ჩემგან რას ითხოვ?
– თქვენგან რა უნდა მოვითხოვო. თხოვნა მაქვს ერთი – მფარველობის ქვეშ ამიყვანოთ და თუ ამის საშუალებაა, სამუშაო მომცეთ.
– რისი გაკეთება შეგიძლია?
– ყველაფრის, რასაც დამავალებთ. ისე კი, იარაღს კარგად ვისვრი. ხელჩართული ბრძოლაც მეხერხება და, საერთოდ, კარგად ვერკვევი „ძაღლურ“ საქმეში. ხომ გითხარით, რომ პოლიციელი ვიყავი და არც თუ ისე, ცუდი.
– კარგი. მოვიფიქრებ, რით დაგასაქმო, – უთხრა ხორხელმა თემურს და ორი ცალი ასდოლარიანი წინ დაუდო, – აი, შენი ავანსი. ორი დღის მერე აქ მოდი და დავილაპარაკოთ. თავშესაფარი გაქვს?
– დიახ. მაქვს ერთი ხატა.
– კარგი. წადი ახლა და ორ დღეში გამოიარე.
***
თემური რომ წავიდა, ხორავამ ხორხელს ჰკითხა:
– რას აპირებ?
– გოგიშვილზე მეკითხები?
– კი.
– გადავამოწმებ. გავიგებ, რა ჩიტია. მოგზავნილი არ იყოს.
– თუ მოგზავნილია, როგორ გაიგებ. ასეთ შემთხვევაში, „ძაღლებს“ სტრახოვკაც ექნებათ მომზადებული და ლეგენდაც. თუმცა, არა მგონია, მასე იყოს და ვფიქრობ, სიმართლეს ამბობს.
– მაინც გადავამოწმებ. მყავს ერთი კაცი, რომელსაც ვკვებავ და მკრიშავს. ვფიქრობ, არ გაუჭირდება გოგიშვილის გაშიფვრა, თუ მართლა ისაა, ვისადაც ასაღებს თავს. ხვალ უნდა შევხვდე და გავაიასნებ. ზეგ კი უკვე ყველაფერი გვეცოდინება და ან დავიტოვებთ, ან სიცოცხლეს დავატოვებინებთ.
ხორხელის სიტყვებზე ხორავას გაეცინა და გააბოლა.
***
თემური რომ კონსპირაციულ ბინაში დაბრუნდა, საბაშვილი მას იქ დახვდა და ჰკითხა:
– რა ქენი?
– მივუტანე. ორასი დოლარი მომიგდო და ზეგისთვის დამიბარა.
– მანამდე კი შეგამოწმებს, აუცილებლად შეგამოწმებს. პოლიციაშიც ეყოლება კაცი და შენს სურათსაც ანახვებს. ვიდეოკამერები ხომ დაგაფიქსირებდნენ და ამობეჭდავდა, – თქვა საბაშვილმა. თავი გააქნია და დააყოლა, – რა ძუნწი ყოფილა ეგ ნაბიჭვარი. მილიონი დოლარი მიუტანე და ორას დოლარზე მეტი არ გაიმეტა. არა და, როგორც საბუთებიდან ჩანს, მარტო წელს ორმოცდაათი მილიონი აქვს ნაშოვნი
– ანზორ, ერთი იდეა მაქვს.
– რა იდეა?
– ეგ ხორხელი არც თუ ისე ადვილი მოსახელთებელი ჩანს. მე კანონიერ გზას ვგულისხმობ. ხომ ხედავ, პეტკა მოგვიკლა. ვიცით, მაგრამ ფეხებს ვერ ვჭამთ. უკეთესი ხომ არაა, რომ არალეგალურად ვიმოქმედოთ?
– რას გულისხმობ? – კოპები შეკრა ვიცე-პოლკოვნიკმა.
– გავიტაცებ. ყველაფერს დავაფქვევინებ. ჩავიწერ და მთელ მის ბანდას რომ ავყრით და ავალაპარაკებთ, ხორხელს უკვე ოფიციალურად მოვუსვამთ გვერდით. მანამდე კი, ნამორაძესავით კომფორტულ ტყვეობაში გვეყოლება, რომ სასამართლომდე სული არ გაძვრეს. როცა გამოვაჩენთ, ოფიციალურად ვიტყვით, რომ თითქოს მიმალვაში იყო და მივაგენით.
– გაგიჟდი, თემურ? – სახე წამოეჭარხლა ანზორ საბაშვილს, – მთელი ოპერაცია გინდა, ჩაშალო? ეს რომ გავაკეთოთ და ხორხელმა ყველაფერი რომც დაფქვას კიდეც, სულ იოლად დაგვიმტკიცებენ ძალადობას და ციხეში ჩვენ ჩაგვყრიან. ეგ ნაძირალა კი, ცოტა ფულს დახარჯავს. „ენჯეოებსა“ და მედიას აგვიბუნტებს, წამებულის მანტიას მოირგებს და პოზიციებს კიდევ უფრო გაიმყარებს. არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება, ამის გაკეთება. ყოველგვარი თვითშემოქმედების გარეშე იმოქმედე და შემუშავებულ გეგმას მიჰყევი.
– არის, ბატონო ვიცე-პოლკოვნიკო,  – თქვა თემურმა.
ანზორ საბაშვილმა თემური შეათვალიერა და უთხრა:
– თემურ, თუ რამეში ეჭვი გეპარება და მიგაჩნია, რომ შენი სიცოცხლე საფრთხეშია, შეგიძლია, გამოხვიდე ოპერაციიდან. მით უმეტეს, რომ ეს არაოფიციალური აქციაა და მე ვერაფერს გიბრძანებ.
კერესელიძეს გაეღიმა და საბაშვილს მიუგო:
– საფრთხეში თავის ჩაგდება ჩემი პროფესიაა. უბრალოდ, მინდა, რომ მალე მოვუღო ბოლო ამ ნაძირლის თარეშს და სულ ესაა.
– არა, თემურ, არა. როგორც შევთანხმდით, ისე იმოქმედე. სხვაგვარად არაფერი გამოვა.
– რომ გავაგორო?
საბაშვილს თვალები გაუფართოვდა და თემურს უთხრა:
– გაგიჟდი?
– რატომ, რა, არ იმსახურებს?
– მეტსაც იმსახურებს, მაგრამ ამით რას მიაღწევ? მხოლოდ პეტკას სისხლს აიღებ. ესაა და ეს.
– რატომ მარტო პეტკას სისხლს? მსხვილ ბოროტმოქმედს გავანადგურებ.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3