კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 დაქალის ქმარს გავყევი ცოლად და ბედნიერი ვარ

თათია ფარესაშვილი ქეთა, 25 წლის.

ინტიმური საუბრები

მე და მაკა ბავშვობის მეგობრები ვიყავით. პირველი კლასიდან ერთად მოვდივართ და ერთმანეთის ყველა საიდუმლო ვიცოდით. აჩიკო რომ შეუყვარდა და ჩუმად ხვდებოდნენ, მხოლოდ მე ვიცოდი. საკმაოდ მკაცრი მშობლები, ჰყავს და რომ ეთქვა, ბიჭი მიყვარსო, გადაირეოდნენ. საკმაოდ შეძლებული ოჯახიდანაა და ასეთივე შეძლებული სიძე უნდოდათ. მოკლედ, აჩიკო, ერთი უბრალო ოჯახში გაზრდილი ბიჭია – არც დიდი ქონების პატრონი და არც გავლენიანი ნათესაობის ფრთებს ამოფარებული. მშენებლობაზე მუშაობს და არავის ხელებში შემყურე არ არის. მაკა და აჩიკო რომ გაიპარნენ, მე გამატარეს წნეხში. მომივარდნენ მაკას მშობლები და ცხარე ცრემლით მატირეს. ზისტად იცოდნენ, მე როგორც ყველაზე ახლო დაქალმა, ყველაფერი ვიცოდი – სად იყვნენ ისიც. მაგრამ, ვერ მათქმევინეს. ამის შემდეგ, სამი წელი გავიდა. აჩიკო, საკმაოდ კარგი შესახედაობის ბიჭია, სიმპათიური, მაღალი და დახვეწილი. მაკა კი, ჩვეულებრივი, გაპრანჭული გოგო. ბოლო დროს, მოდიოდა ჩემთან და სულ იმაზე მეწუწუნებოდა: როგორ მობეზრდა აჩიკოს გვერდით ცხოვრება, რატომ არ დავუშალე, როცა მას ხვდებოდა; როგორ აუხვია მისმა გარეგნობამ თვალები. აჩიკო ვერ ყიდულობს ყოველდღე მისთვის ჩასაცმელ-დასახურს და არ რჩება დრო, ცოლის გასასეირნებლად. არადა, მე ხომ ვიცი, ზედ ყვებოდა ქმარი. ცივ ნიავს არ აკარებდა, ყველაზე საუკეთესო ეცვა და ეხურა, ყველგან უშვებდა და კიდევ, ეს წუწუნებდა. მოკლედ, ძალიან მწყინდა მისი ასეთი დამოკიდებულება ქმრისადმი, რომელიც ამას არ იმსახურებდა. ერთ დღესაც, მოვიდა და მთხოვა, აჩიკოს ვეტყვი, ვითომ შენთან ვრჩები, დაურეკე და შენც სთხოვე. ერთი ტიპი გავიცანი და მცხეთაში, საკუთარ აგარაკზე დამპატიჟა ღამისთევითო. ძალიან გავბრაზდი, მაგრამ დაქალს ვერაფერი ვუთხარი. აჩიკოს დავურეკე და ვთხოვე, დარჩეს ჩემთან ამ ღამით, დეპრესია მაქვს და მინდა, აქ იყოს-მეთქი. შეწუხდა, თუ ცუდად ხარ, მეც მოვალ. ხომ არ გჭირდება რამე. ვინმემ ხომ არ გაწყენინა, მითხარი, არ მოგერიდოსო. შინაგანად ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი ამ ტყუილის გამო და მივხვდი, მაკა ძალიან ცუდად იქცეოდა. მის ბინძურ საქციელში მეც მხვევდა და ქმარსაც ატყუებდა. ღამეები არ მეძინა, როცა მომიყვა, რა მოხდა მცხეთაში, როგორ უღალატა ქმარს და ეს საიდუმლო მხოლოდ მე ვიცოდი. მაკას და აჩიკოს შვილი არ ჰყავდათ და ამას მაკა დიდად არ განიცდიდა. აჩიკოს კი ბევრჯერ უთქვამს, ძალიან მინდა, მამა გავხდე, მაგრამ ღმერთის ნებაა და ამის გამო, საყვარელ ცოლს, ვერასდროს ვუსაყვედურებო. შეგნებული ადამიანია, მისი ცოლი კი – მოღალატე. მოკლედ, მაკამ იმ ბიჭთან შეხვედრებს მოუხშირა და აღარ მინდოდა, მეც მისი ბინძური ზღაპრების თანამონაწილე ვყოფილიყავი. დავურეკე აჩიკოს და შეხვედრა ვთხოვე. რომ მოვიდა, ეგრევე ის მკითხა, ვინმე ხომ არ გაწუხებს, რა ხდებაო. რთული იყო მოყოლა, მაგრამ გავბედე. თავზარი დაეცა, კინაღამ ხელებში ჩამაკვდა. დავაფიცე, არ ეთქვა, რომ მე ვუთხარი, უბრალოდ, ჩუმად გაყოლოდა ცოლს და გამოეჭირა. ასეც მოიქცა. დღეს, აჩიკო ჩემს გვერდითაა. მიმაჩნია, რომ ერთმანეთისთვის ვართ გაჩენილი, უბრალოდ, დროში ავცდით. მერე რა, რომ უახლოესი დაქალის ქმარი იყო? მაშინ, მისთვის სხვა თვალით არ შემიხედავს. მაგრამ, ცოლის ღალატის მერე, სხვანაირად დავახლოვდით. ერთგულ ადამიანად მიგულა და დღეს, ყველაზე მეტად მე მენდობა. მართალია, ჯერ ისევ ოფიციალურ ცოლ-ქმრად ითვლებიან და გამოდის დაქალის ქმარს გავყევი ცოლად, მაგრამ ესეც მოგვარდება. დაქალი კი, სამუდამოდ დავკარგე და ამას არასდროს ვინანებ. მთავარია, გვერდით სანდო და ერთგული ადამიანი მყავს.
ქეთა, 25 წლის.скачать dle 11.3