№1 ორგანიზმის „დასასვენებელი“ ერთდღიანი დიეტა
თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე
გადატვირთული სადღესასწაულო სუფრის შემდეგ, ორგანიზმი განტვირთვას ითხოვს. ამიტომ, აუცილებელია, იზრუნოთ ორგანიზმის დასვენებაზე და ამით, ერთგვარი შვება იგრძნოთ. გაითვალისწინეთ, აუცილებელია, დღის განმავლობაში, დაახლოებით, 3 ლიტრი წყლის დალევა.
საუზმე: 50 გრამი „ჰერკულესის“ ფაფა, ერთი ჩაის კოვზი თაფლით და ნახევარი ჭიქა ფორთოხლის წვენი.
სადილი: 100 გრამი ქათმის თეთრი ხორცი და ერთი ჭიქა დიეტური იოგურტი.
ვახშამი: ქათმის წვნიანი, ბოსტნეულის ან ხილის სალათა.
დესერტი: 1 ცალი ბანანი, 6 ცალი შავი ქლიავის ან გარგარის ჩირი.