კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 „აკრძალვები“ გარდერობში

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე


ყველა ქალის ცხოვრებაში დგება ასაკი, როცა მან გულდასმით უნდა იზრუნოს საკუთარ გარეგნობაზე და შესაბამისად, ბევრი რამ შეცვალის ჩაცმის სტილშიც. რაც ეპატიება თინეიჯერ გოგონას და საყვარლად წარმოაჩენს, ორმოცს გადაცილებულ  ქალბატონს სასაცილოს ხდის.
უპირველესად, გაითვალისწინეთ, რომ ყველა ასაკი თავისებურად მშვენიერია! უბრალოდ, საჭიროა, იპოვოთ თქვენი სტილი. გაეცანით ქვემოთ მოცემულ რჩევებს – რამდენიმე აკრძალვას, რომელიც დაგეხმარებათ თქვენს გარდერობში ჰარმონია შეიტანოთ. გაითვალისწინეთ და იყავით მომხიბვლელნი!
რჩევა პირველი
ხშირად ორმოცს გადაცილებული ქალბატონები იცვამენ მინი ქვედაბოლოებსა და კაბებს იმ მიზნით, რომ მამაკაცთა ყურადღება მიიპყრონ და ფეხების სილამაზის დემონსტრირება მოახდინონ. თუმცა, ჯერ კიდევ კოკო შანელი – სილამაზისა და სტილის უკვდავი ექსპერტი – ამტკიცებდა, რომ მუხლი ქალის სხეულის ყველაზე ულამაზო ნაწილია, რომელიც უმჯობესია, დაფარული იყოს. წამყვანი სტილისტები მას ეთანხმებიან: მაშინაც კი, თუ თქვენი ფეხები იდეალური ფორმისაა და ცელულიტის არანაირი კვალი არ ატყვია, უმჯობესია, უარი თქვათ მაცდუნებელ მინი სიგრძეზე და აირჩიოთ დახვეწილი სიგრძე – მუხლის ოდნავ დაბლა.
რჩევა მეორე
მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ შესანიშნავად გამოიყურებით მჭიდრო, შემოტკეცილ სამოსში, მაინც გაითვალისწინეთ, რომ ის ძალიან ვულგარულად გამოიყურება ელეგანტური ასაკის ქალბატონებზე. არის ერთადერთი გამონაკლისი: დასაშვებია ამ სტილის საღამოს ან კოქტეილის კაბის ჩაცმა. ყველა სხვა შემთხვევაში, უნდა დაემშვიდობოთ ლეგინსებს, მოტკეცილ ბლუზებს, მოტკეცილ ჯინსებს. თუ, მაინცდამაინც, ძალიან გსურთ, მოხდენილი სილუეტის ხაზგასმა, აირჩიეთ კლასიკური, მომდგარი ჯინსები და ტოპები, რომლებზეც ჟაკეტს ან კარდიგანს მოიცვამთ და წელზე დახვეწილი ქამრით გამოკვეთთ.
რჩევა მესამე
იმისთვის, რომ გარშემო მყოფებმა არ მიგიღონ ისეთ ქალბატონად, რომელიც ყველანაირად ცდილობს გაახალგაზრდავებას, უმჯობესია, უარი თქვათ მყვირალა ფერებზე: ლიმონისფერ-ყვითელზე, სალათისფერზე, მკვეთრ ვარდისფერზე – უპირატესობა მიანიჭეთ ჩალისფერ-კრემისფერ გამას მარგალიტის ელფერით, პასტელის ტონებს. ეცადეთ, იპოვოთ კომპრომისული გადაწყვეტილება. მაგალითად, შეუხამეთ მკვეთრი ფერის ტოპი მშვიდი ფერის ჟაკეტსა და ქვედაბოლოს.
აბსოლუტურად ტაბუირებულია მულტფილმების პრინტები და აპლიკაციები მაისურებზე, რაც უკიდურესად ალოგიკურად, უცნაურად და შეუსაბამოდ გამოიყურება.
შემდეგი ორი რჩევა
საერთოდ უარი თქვით რეზინისა თუ პლასტიკური მასალისგან დამზადებულ, იაფ სამკაულებზე. თუ, მაინცდამაინც ბიჟუტერიას ირჩევთ, ძვირფასად მაინც უნდა გამოიყურებოდეს და საიუველირო ნაკეთობას ჰგავდეს. და კიდევ:
ზედმეტად მოღებული მკერდი არც თუ ისე კარგია ელეგანტური ასაკის ქალბატონებისთვის – გამომწვევი და ვულგარულია.  უმჯობესია, აირჩიოთ დამდგარი საყელოს მქონე ტანსაცმელი ქვეშ ელეგანტური დეკორით.
ყველა  ქალბატონისთვის გასათვალისწინებელია: ელეგანტურობა, ლაკონურობა, უბრალოება – ეს არის ის ძირითადი ცნებები, რასაც უნდა დაეყრდნოთ ახალი, იდეალური გარდერობის შექმნისას.

თუ გინდა, რომ ქალი
 მოხიბლო...

როგორ იქცევა ჭკვიანი მამაკაცი, რომელსაც საყვარელ ცოლთან არ უნდა კონფლიქტი და ჰარმონიაში ცხოვრება სურს?  სხვათა შორის, ქალის გულის მოგება ბევრად უფრო იოლია, ვიდრე ზოგიერთ მამაკაცს წარმოუდგენია და სულაც არ არის ამისთვის აუცილებელი ბრილიანტები,  ან ძვირფასი ქურქი.... უბრალოდ, უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე მარტივი რჩევა. მაგალითად:
1. არ მისცეთ საშუალება ცოლს, გარეცხოს ჭურჭელი ისეთ დღეებში, როცა მისთვის დღესასწაულია – გააკეთეთ ეს თვითონ. ნახავთ, როგორ გაუხარდება და დაგიფასებთ;
2. ჭკვიანი ქმარი არასდროს დასცინებს ცოლს, როცა ის კედელში ლურსმანს აჭედებს – გამოართმევს და თავად მიაჭედებს. ჩამოყრილ მტვერსაც კი მოწმენდს;
3. ცოლთან დისკუსიისას არასდროს მოიყვანოთ ლოგიკური არგუმენტები, გახსოვდეთ – ამ შემთხვევაში, იდიოტად გამოიყურებით. საერთოდაც კამათს აზრი არა აქვს. ქალი მაშინაც კი მართალია, როცა მართალი არ არის;
4. თუ ჩხუბის დროს გრძნობთ, რომ ცოლს არგუმენტები ეწურება და მალე ტირილს დაიწყებს – დაასწარით და გაჩუმდით. მერე კი გაუღიმეთ – მაშინვე განაიარაღებთ;
5. აუცილებლად დაეხმარეთ ცოლს, როცა ის სახლს ალაგებს – ის მაინც გააკეთეთ, რომ აწიოთ ფეხები, როცა მტვერსასრუტით მოგიახლოვდებათ;
6. საჩუქარი უყიდეთ ისეთი, რომელიც მისი გემოვნებით შეირჩევა. ნუ ეცდებით, მოაწონოთ ის, რაც თქვენ მოგწონთ – მაინც არაფერი გამოგივათ;
7. შეაქეთ ყოველთვის, როცა კერძს მოგიმზადებთ – ეს მას სტიმულს მისცემს და ერთხელაც, ნამდვილად გემრიელი გამოუვა.

დამოუკიდებელი და
 ქალური


როგორ შევინარჩუნოთ ქალურობა, როცა გვინდა, ძლიერები და დამოუკიდებლები ვიყოთ?  ერთი შეხედვით, ქალურობა თითქოს გამორიცხავს დამოუკიდებლობას. მაგრამ, რეალურად, ასე არ არის. ხასიათის სიმტკიცე არ გამორიცხავს სინაზეს, თუ ქალი ჭკვიანია და პიროვნულ დამოუკიდებლობას მბრძანებლობაში არ ურევს.  ბალანსის დაჭერა ადვილი არ არის. დამოუკიდებელი და ძლიერი ქალი არ ყვირის თავისი სიმართლის დასამტკიცებლად. საყვარელ ადამიანთან ერიდება ოფიციოზს. აკეთებს ტაქტიკურ სვლებს და ისე იღებს სასურველს. დამოუკიდებლობა ქალს თავდაჯერებულობას მატებს. თავდაჯერებული ქალი კი მამაკაცისთვის ყოველთვის საინტერესო და მიმზიდველია.
გახსოვდეთ, რომ ქალურობის ხელოვნური ჯავშნით დაფარვა, მცდარი ნაბიჯია. ხელოვნური უხეშობა, ხელოვნური აქტივობა და მამაკაცური ქცევები, მხოლოდ წაგიხდენთ იმიჯს.
ძალიან დაგეხმარებათ იუმორის გრძნობა და სიტუაციის მარტივად აღქმა. მამაკაცი შეიძლება, არ იმჩნევდეს, მაგრამ ადვილად გაარჩევს „ფალშს“. ანუ, არ უნდა ითამაშოთ.
თქვენი დამოუკიდებლობა გამოიყენეთ იმისთვის, რომ გახდეთ უფრო ქალური. ქალურობა შიგნიდან მოდის და სწორედ დამოუკიდებლობა მატებს მას განსაკუთრებულ ხიბლს.скачать dle 11.3