კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 დაფნის ფოთლის უნიკალური თვისებები

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


დაფნის სასარგებლო თვისებები მრავალმხრივია. მცენარე, რომელიც თითქმის ყველა ოჯახში გვხვდება, შეგიძლიათ, სამკურნალოდ ძალიან ბევრი დაავადების დროს გამოიყენოთ.
დაფნის ზეთი ძალიან სასარგებლოა და გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა: ართრიტი, რევმატიზმი, ართროზი, ჰაიმორიტი, კუნთების ტკივილი. ამას გარდა, ამშვიდებს ნერვებს და აყუჩებს თავის ტკივილს.
დააქუცმაცეთ 30 გრამი დაფნის ფოთოლი, დაასხით 1 ჭიქა მცენარეული ზეთი და 1 საათით ჭურჭელი ცხელ წყალში ჩადგით. შემდეგ ამოიღეთ და 1 კვირის შემდეგ  ისევ ჩადგით ჭურჭელი ცხელ წყალში 1 საათით. შემდეგ, ნარევი გაწურეთ და ზეთი მაცივარში შეინახეთ.
დაღლილობის დროს და ნერვების დასამშვიდებლად ისევ დაფნის ზეთი დაგეხმარებათ. ჩაასხით რამდენიმე წვეთი არომალამფაში ან რაიმე გამაცხელებელში. ცოტა ხანს დაიცადეთ. ძალიან მალე თქვენ დაგიბრუნდებათ კარგი განწყობა, სიმხნევე და ტონუსი.
დიაბეტის მკურნალობის დროს შაქრის დასაწევად – დაფნის 10 ფოთოლს დაასხით 3 ჭიქა ადუღებული წყალი და 2-3 საათის განმავლობაში გააჩერეთ. ნახევარი ჩაის ჭიქა მიიღეთ დღეში სამჯერ, ნახევარი საათით ადრე ჭამამდე.
 წიწაკა და დაფნის ფოთოლი ერთად – მსუბუქი გამხსნელია შეკრულობის დროს.
სახსრებისთვის: 30-35 ცალი ფოთოლი დააქუცმაცეთ, დაასხით 300 მილილიტრი თბილი წყალი და 5 წუთი ადუღეთ. ნახარში ჩაასხით თერმოსში და 5-6 საათი გააჩერეთ. გაწურეთ და მიიღეთ 20-წუთიანი შუალედებით, 12 საათის განმავლობაში პატარა ყლუპ-ყლუპობით. პროცედურა გრძელდება 3 დღე.
ერთკვირიანი შესვენების შემდეგ მკურნალობა გაიმეორეთ. სასურველია, ნახარშის მიღებისას ჭამოთ ბევრი ბოსტნეული.
 სახსრებში ტკივილის მოსახსნელად – 10 გრამ დაფნის ფოთოლს 150 მილილიტრი ადუღებული წყალი დაასხით და 3 წუთის განმავლობაში ადუღეთ ნელ ცეცხლზე. მოცემული ნაყენი დალიეთ, სანამ  გაცივდება. რაც შეეხება დროს, ნაყენის მიღება აუცილებელია პირველად, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე და ჭამიდან, ერთი საათის შემდეგ.
პროცედურა გაიმეორეთ 3 დღე ზედიზედ 2 კვირის განმავლობაში. 3 დღე სვით, ოთხი დღე კი – დაისვენეთ. მომდევნო კვირას კვლავ გაიმეორეთ.
კურსის ხელახლა გავლა რეკომენდებულია მხოლოდ 6 თვის შემდეგ.  ნაყენის მიღების სამდღიან პერიოდში უნდა იკვებოთ მხოლოდ ვეგეტარიანულად. აკრძალულია ალკოჰოლი.
მადისა და წონის კლებისთვის – ჩააწყვეთ ჩაიდანში დაფნის რამდენიმე ფოთოლი. დაუმატეთ დარიჩინი და წამოადუღეთ. გააჩერეთ 5 წუთის განმავლობაში. რეკომენდებულია მიღებული ნაყენი დღეში ერთხელ, ერთი ჭიქა. თუ არ გაწუხებთ კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ნაყენი 20 დღის განმავლობაში დალიეთ. მომდევნო 10 დღე კი, შეისვენეთ. შემდეგ კვლავ განაგრძეთ მიღება.
რევმატიზმის დროს – 1 წილ დაქუცმაცებულ დაფნის ფოთოლს შეურიეთ 2 წილი გამდნარი კარაქი, 30 წუთი გააჩერეთ წყლის ორთქლზე, გააცივეთ და წაისვით მტკივნეულ ადგილზე.
 დაჟეჟილობის, ნაღრძობის, დამბლისა და დაჭიმულობისას ტკივილებს ხსნის და გაჭრილს სწრაფად ახორცებს: 1 კოლოფი დაფნის ფოთოლი (აფთიაქში იყიდება) დააქუცმაცეთ, დაამატეთ 200 გრამი მცენარეული ზეთი, კარგად აურიეთ, გააჩერეთ 1 კვირა, შემდეგ გაწურეთ და წაისვით მტკივნეულ ადგილებზე.
იგივე ზეთი გამოიყენება ქრონიკული ქოლეცისტიტის დროს, მიიღეთ 10-15 წვეთი რძესთან, კეფირთან ან ჩაისთან ერთად, დღეში 2-3-ჯერ.
ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ – ოსტეოქონდროზი ხშირად ხდება წელისა და ხერხემლის ტკივილის მიზეზი. ტკივილის დასაამებლად, დაფნის ფოთლის სამკურნალო ზეთისა და ნაყენის რეცეპტი გამოიყენეთ.  დაფნის ფოთოლი დააქუცმაცეთ და 1-2 სადილის კოვზს დაასხით 1 ჭიქა ზეითუნის ზეთი. 15 დღე თბილ ადგილას გააჩერეთ. ეს ზეთი მტკივან ადგილას უნდა შეიზილოთ და შემდეგ თბილად შეიფუთოთ. წასმა უმჯობესია, ღამით.
ნაყენის მოსამზადებლად აიღეთ 1 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ფოთოლი და დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი. თავზე დააფარეთ, შეფუთეთ და დატოვეთ ასე 4 საათი. შეგიძლიათ, თერმოსში მოამზადოთ. შემდეგ გაწურეთ. ეს 1 დოზაა, რომელიც 12 საათის განმავლობაში პატარა ყლუპებით უნდა მიიღოთ. მკურნალობის კურსი 4 დღეა.
თუ გაწუხებთ არასასიამოვნო სუნი პირიდან ან ისეთი ანთებითი პროცესები, როგორიცაა – სტომატიტი, გინგივიტი – ღრძილების ანთება, შეგიძლიათ დღეში რამდენჯერმე დაღეჭოთ დაფნის ფოთოლი, ამის შემდეგ, ერთი საათის განმავლობაში არაფერი ჭამოთ და დალიოთ.
დაფნის ფოთლები შეგიძლიათ, გამოიყენოთ იმ ოთახის სადეზინფექციოდ, სადაც ავადმყოფი იმყოფება. ამისთვის, რამდენიმე ფოთოლს დაასხით ადუღებული წყალი, დააყენეთ 15 წუთი. შემდეგ გადმოღვარეთ თეფშზე – მთელი ოთახი დაფნის ფოთლის არომატით აივსება და ავადმყოფობის გამომწვევი ბაქტერიებისგან გაიწმინდება.
დაფნის ფოთლის ნაყენი დასალევად – 10 საშუალო ზომის დაფნის ფოთოლს დაასხით 3 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ სამი საათის განმავლობაში და მიიღეთ ნახევარი ჭიქა, დღეში სამჯერ – როგორც შაქრის დამწევი საშუალება დიაბეტის შემთხვევაში, ანთების საწინააღმდეგოდ რევმატოიდული ართრიტის დროს და როგორც ანტიბაქტერიული და იმუნომასტიმულირებელი საშუალება სხვადასხვა ავადმყოფობის დროს.
დაფნის ფოთოლი ეფექტურად ებრძვის სოკოვან დაავადებებს და ფეხს ოფლიანობისგან იცავს. 10 ცალ დაფნის ფოთოლს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და რამდენიმე საათი გააჩერეთ. გაიკეთეთ ამ ნაყენის აბაზანები კვრაში 2-3-ჯერ და ფეხის ოფლიანობის, სოკოს პრობლემები ნაკლებად შეგაწუხებთ.
დაფნის ზეთი: ერთ-ნახევარი სუფრის კოვზ დაფქულ დაფნის ფოთოლს დაასხით ერთი ჭიქა მცენარეული ზეთი. დადგით ბნელ, გრილ ადგილას ერთი კვირა. გადაწურეთ და გამოიყენეთ კანის ანთებითი დაავადებების, ნაწოლების სამკურნალოდ.
დაფნის ზეთი ეფექტურია თავის ტკივილის დროსაც. ყავის საფქვავში დაფქვით ხმელი დაფნის ფოთოლი ისე, რომ ორი სადილის კოვზი ფხვნილი გამოვიდეს. დაასხით ერთი ჭიქა მცენარეული ზეთი და ერთი კვირით ბნელ ადგილას გააჩერეთ. თავის ტკივილის დროს დაფნის ზეთით საფეთქლები დაიზილეთ და რამდენიმე წუთში იგრძნობთ შვებას.
დაფნის ფოთლის ნაყენი გარეგანი გამოყენებისთვის: ფეხის უსიამოვნო სუნისა და ოფლიანობის მოსაცილებლად – 30 ცალ დაფნის ფოთოლს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ სამი საათის განმავლობაში. შემდეგ გადმოღვარეთ თბილი წყლით სავსე თასში და გაიკეთეთ ფეხის აბაზანა 10 წუთის განმავლობაში.

რატომ არ უნდა გადაყაროთ კვერცხის ნაჭუჭი
კვერცხი შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ ყველა ამინომჟავას, მიკრო და მაკროელემენტებს. ფაქტობრივად, ერთადერთი პროდუქტია, რომლის 97 პროცენტის შეწოვაც ხდება ორგანიზმის მიერ და არ ტოვებს შლაკებს. მდიდარია ცილებით და ორგანიზმის სწორი ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის, უპირველესია. აუცილებელია ტვინის კვებისა და სასქესო ჰორმონების ჩამოყალიბებისთვის.
ეს პროდუქტი აუცილებელია მათთვის, ვისაც პროტეინების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა ესაჭიროება: ბავშვებს, მოზარდებს, ფეხმძიმე და მეძუძურ
ქალებს, სპორტსმენებს. ყვითელი გული მდიდარია ქოლესტერინით, ამიტომ ხანში შესულთათვის და სისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტებისთვის, მისი დიდი რაოდენობით მოხმარება არ არის რეკომენდებული. დღეში ორი კვერცხის მიღებით მოზრდილის ორგანიზმი ფოსფორზე მოთხოვნილებას 25 პროცენტით იკმაყოფილებს.
გიფიქრიათ, რა სასარგებლოა მისი ნაჭუჭი, რომელსაც თითქმის ყოველდღე ვაგდებთ ნაგვის ურნაში? კვერცხის ნაჭუჭი დიდი ოდენობით და სულ 27 მიკროელემენტს შეიცავს, ესენია: ფტორი, სპილენძი, რკინა, მარგანეცი, მოლიბდენი, ფოსფორი, გოგირდი, თუთია, სილიციუმი... ერთი კვერცხის ნაჭუჭი შეიცავს 2 გრამ კალციუმს. კვერცხის ნაჭუჭს შემდეგნაირად ამზადებენ: კვერცხი კარგად გარეცხეთ თბილ წყალში, გაათავისუფლეთ ცილისა და გულისგან და ისევ გარეცხეთ. 5 წუთით მდუღარე წყალში ჩადეთ, შემდეგ კი 2-3 საათის განმავლობაში, მშრალ ხელსახოცზე გააშრეთ. გამომშრალი ნაჭუჭი დაფქვით და ის მზადაა მოხმარებისთვის. მოზრდილებისთვის დოზირება განისაზღვრება დღეში 3 გრამამდე, ასაკის მიხედვით. კვერცხის ნაჭუჭის კურსის ჩატარება შეიძლება, წელიწადში ორჯერ, 15-20-დღიანი ხანგრძლივობით. 6 თვიდან წლამდე ბავშვებს დანის წვერის ოდენობით აძლევენ, ხოლო 1 წლიდან 3 წლამდე კი, ორმაგი დოზით.
გთავაზობთ რეცეპტებს ხალხური მედიცინიდან ოსტეოპოროზის სამკურნალოდ:10 ლიმონი კანიანად წვრილად დაჭერით. აიღეთ 5 კვერცხის ნაჭუჭი (კარგად გარეცხეთ სანამ მთელია, უმჯობესია, სარეცხის საპნით), გააცალეთ შიდა აპკი. გააჩერეთ რამდენიმე საათი, რომ  კარგად გამოშრეს. ჩაყარეთ ელექტროსაფქვავში და დაფქვით. ეს ფხვნილი შეურიეთ ლიმონს და 7–10 დღე დადგით, რომ ფხვნილი მთლიანად გაიხსნას ლიმონში. ქილას თავზე დაახურეთ ჰერმეტულად, მუქ და სქელ ქაღალდში გაახვიეთ და მოათავსეთ ბნელ, გრილ ადგილას, მაგრამ არა სიცივეში. მიიღეთ 2 სადილის კოვზი 3-ჯერ დღეში, ერთი თვის განმავლობაში. ეს ვარიანტი კარგია მათთვის, ვისაც უჭირს ნაჭუჭის ფხვნილის ჭამა. ეს წამალი ზამთარში უნდა მიიღოთ.
თუ წელიწადში ერთხელ, პროფილაქტიკისთვის კვერცხის ნაჭუჭის ასეთ კურსს ჩაიტარებთ, ოსტეოპოროზის საშიშროება აღარ გექნებათ. კალციუმს, რომელსაც შეიცავს კვერცხის ნაჭუჭი, ლიმონთან ერთად, ადვილად შეიწოვს ჩვენი ორგანიზმი.
ასევე, იგივენაირად მოამზადეთ კვერცხის ნაჭუჭისა და ლიმონის ნარევი, რაც პირველი ვარიანტის შემთხვევაში. უბრალოდ, შემდეგ გაწურეთ. 300 გრამი თაფლი იქამდე შეათბეთ, რომ გადნეს და დაასხით ნაჭუჭისა და ლიმონის ხსნარს. კარგად მოურიეთ და ერთი ჭიქა კონიაკიც დაუმატეთ. გადაასხით მუქ ქილაში და აუცილებლად მშრალ, ბნელ, გრილ ადგილას შეინახეთ. მიიღეთ დესერტის კოვზით დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ. თუ წამალს ზრდის სტიმულაციის ან კალციუმის შესავსებად იყენებთ, საჭიროა, ექვსთვიანი კურსის ჩატარება. თითო ულუფის შემდეგ დაისვენეთ ერთი კვირა და გააგრძელეთ მკურნალობა. არ შეიძლება, ერთბაშად რამდენიმე ულუფის მომზადება, რადგან წამალი სამკურნალო თვისებებს კარგავს. თუ კუჭის მწვავე დაავადებები გაწუხებთ, წამალმა შეიძლება, კუჭის ლორწოვანი გააღიზიანოს.
კვერცხი და შაქარი, ან 1 ჭიქა ცხელ რძეში ათქვეფილი ქათმის კვერცხის კოქტეილი, ბრონქიტის დროს შესანიშნავი ნახველის დამარბილებელი საშუალებაა. ცხელი რძისა და კვერცხის კოქტეილი ხსნის ასევე, თავის ტკივილსა და შაკიკის შეტევას. თუმცა, ექიმები ამბობენ, რომ უმი კვერცხი ნაკლებად სანდოა, ბევრ ბაქტერიას შეიცავს და სალმონელოზის საფრთხის შემცველიცაა. ამიტომ, გვირჩევენ, კვერცხი, ძირითადად, მოხარშული მივიღოთ.
კვერცხი ხელს უწყობს რადიოაქტიური ნივთიერებების გამოდევნას. ადამიანის ორგანიზმი სწრაფად იგროვებს რადიოაქტიურ ნივთიერებებს – რადიონუკლიდებს, რაც ჩვენს ირგვლივ არსებობს და საზიანოა ჯანმრთელობისთვის. სწორედ ამ მოტივით, რომ ისინი გამოიდევნოს ორგანიზმიდან, გამოიყენეთ კვერცხის ნაჭუჭის პუდრი – 1/4 ჩაის კოვზი ყოველდღე, რამდენიმე კვირის განმავლობაში.
განსაკუთრებით სასურველია კვერცხის ნაჭუჭის მიღება შემოდგომასა და გაზაფხულზე.
10 უმი კვერცხის ნაჭუჭი კარგად გარეცხეთ, გააშრეთ და შემდეგ დაფქვით, რაც შეიძლება, წმინდად. ეს ნაჭუჭი მოათავსეთ პატარა ჭურჭელში და დაასხით იმდენი ლიმონის წვენი, რომ ნაჭუჭი დაფაროს. შემდეგ ეს ნარევი, თავდახურული, 10 დღით უნდა დადგათ ბნელ ადგილას. 10 დღის შემდეგ იმდენივე თაფლი დაასხით, რამდენიც ნარევია. ეს ნაზავი დიდმა თუ პატარამ, ვისთვისაც კეთდება, უნდა მიიღოს ყოველდღე, სურვილის მიხედვით – დღეში ერთხელ ან ორჯერ, ორი კვირის ან ერთი თვის განმავლობაში. პატარამ – ნახევარი ჩაის კოვზი, დიდმა – ერთი ჩაის კოვზი. თაფლი თავისი თვისებებით ამდიდრებს და კალციუმის მარაგის შევსების გარდა, იმუნიტეტსაც უძლიერებს ადამიანს.скачать dle 11.3