კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 ჭეშმარიტი რწმენა

გამუდმებული ხსოვნა სიკვდილისა
„... ღმერთმა უთხრა მას: უგუნურო, ამაღამ სულს მოგთხოვენ და, რაც დაიმზადე, ვიღას დარჩება?“ (ლკ. 12,20).
ხედავთ, ძმებო, როგორ ახლოსაა სიკვდილის საფრთხე? ყველანი ადვილად ვამჩნევთ სიკვდილის ხელმწიფებას: ვხედავთ მას ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერ ადგილას. მაგრამ როგორი უბადრუკი სიბრმავე დაგვუფლებია იმავდროულად. შევყურებთ სხვათა სიკვდილს და იშვიათად თუ ვფიქრობთ იმას, რომ ჩვენც მოკვდავნი ვართ. ისე ვცხოვრობთ, თითქოს არასდროს მოვკვდებით და მთელს ამქვეყნიურ დროს ცოდვებში ვატარებთ. მრავალმა ჩვენგანმა უკვე გაასვენა და დამარხა მამა, დედა, შვილი, ძმა, და, ახლობლები და ნათესავები. ვხედავთ, რომ ყველა კვდება, მაგრამ თვითონ როდი ვფიქრობთ საკუთარ სიკვდილზე. არ ვემზადებით მასთან შესახვედრად და ცოდვას ცოდვაზე ვუმატებთ. რატომ ვზრუნავ ასე ძლიერ ჩემს ამქვეყნიურ ცხოვრებაზე, რომელიც მალე განქარდება და არ ვიღვწი ჩემი სულისთვის, რომელიც უკვდავია? და გადის დრო ამგვარ დაუდევრობაში, სინანულისა და გამოსწორების გარეშე. დავფიქრდეთ, ძმებო, სანამ დროა, საკუთარ თავზე; სანამ არ დამდგარა სიკვდილის წუთი და გვრჩება ჟამი მხსნელი სინანულისთვის.

ჯვარი ქრისტესი მორწმუნეთათვის ნუგეშისა და მხნეობის წყაროა
ძმებო! როცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჯვარს აცვეს, ის მტრებით იყო გარშემოხვეული და მათ შორის, მხოლოდ რამდენიმე გახლდათ მისი მეგობარი. გოლგოთა მაშინ ჯვარცმულებზე საშინელი დაცინვით, მუქარითა და ღვთის გმობით იყო მოცული. იმუქრებოდა ყველა – ებრაელი მოსახლეობა, მხედრები, მწიგნობრები და ფარისევლები. თვით უმაღლესი სასულიერო სასამართლოს – სინედრიონის წევრები, იუდეველთა მღვდლები და მღვდელმთავრები. ქრისტეს მეგობრები იდგნენ და ხალხიდან უყურებდნენ ამ წრეგადასულ, ბოროტებით გაცოფებულ ღვთისმგმობელთა და ღვთისმკვლელთა ბრბოს. მახარებლები არ მოგვითხრობენ იმის შესახებ, თუ რა დიდ ტანჯვას და სიმწარეს განიცდიდნენ იმ წუთებში ერთგული მეგობრები იესო ქრისტესი, მაგრამ მათი შინაგანი მდგომარეობა უსიტყვოდაც გასაგებია.
ექვსი საათიდან ცხრა საათამდე ქვეყანა წყვდიადმა მოიცვა. მზემ, თითქოსდა შერცხვენილმა და შეშინებულმა თავისი შემქმნელის ტანჯვით, ნათელი აღარ გამოსცა. საშინელი გოლგოთა უფრო მეტად გახდა შემზარავი. უგონო ღვთისმკვლელები შიშით გაიქცნენ გოლგოთაზე აღმართული ჯვრიდან. გაიქცნენ თავიანთი გაუგონარი დანაშაულის უცოდველი მსხვერპლიდან. გაიქცნენ მკერდში ცემით, შესაძლოა, ღვთისმკვლელობის საშინელი ცოდვის წინათგრძნობით შეპყრობილნი. ჯვართან ადგილი გათავისუფლდა და მოვიდნენ კიდეც იესო ქრისტეს მეგობრები. მიიღეს ნუგეში და მოწმენი გახდნენ კაცობრიობის გამოსყიდვის უდიდესი საქმის აღსრულებისა. მოწმენი გახდნენ, თუ როგორ გადახარა გვერდზე მაცხოვარმა თავი და აღმოუტევა სული. ჩვენც, ძმებო, იესო ქრისტეს ჯვართან ვდგავართ და ვემზადებით, ვემთხვიოთ მის უწმიდეს წყლულებს. მივემთვხიოთ ქრისტეს, არა როგორც მტრები, არამედ, როგორც ერთგული მეგობრები და, უეჭველია, ვპოვებთ ნუგეშს.
მაგრამ, როგორ მივეახლოთ უწმიდესს ჩვენ, ცოდვილნი, რომლებიც ყოველდღე შეურაცხვყოფთ და გადავდივართ ღვთის სიმართლეს? ხომ არ გვეტყვის უფალი: არ გიცნობთ, განვედით ჩემგან, უსჯულოების მოქმედნო. მაგრამ, ნუ შეშფოთდება თქვენი გული... ჩვენ, რა თქმა უნდა, ცოდვილები ვართ, მაგრამ არა – ღვთისმგმობელნი და ღვთისმკვლელები. ჩვენ მზადა ვართ, მოვინანიოთ, მზადა ვართ, გამოვიტიროთ ცოდვები. იესო ქრისტეს ჯვართან მხოლოდ ცრემლისა და სინანულისთვისაა ადგილი. მაშ, მივემთხვიოთ მაცხოვრის უწმიდეს წყლულებს სინანულითა და ლოცვითი ცრემლებით. მივემთხვიოთ მონანულ მეზვერეებთან და ცოდვილებთან ერთად. თაყვანი ვცეთ მის წმიდა ტერფებს მტირალ მაგდალინელთან და მეძავთან ერთად, ვიტიროთ მწარედ პეტრეს მსგავსად, აღმოვუტევოთ ავაზაკთან ერთად ეს ღაღადისი: მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა.
ძმებო, ნუთუ არ გესმით, რას გვამცნობს ჯვრიდან მაცხოვარი? ჩვენთვის პასუხიც მზად არის: „მამაო, მიუტევე მათ... დღესვე ჩემთან იქნები სამოთხეში“ (ლკ. 23,24,43). იტირეთ შეინანეთ. მოუფონეთ უფლის უწმიდეს წყლულებს, მოეხვიეთ მის ღვთაებრივ გვამს და მკაფიოდ გაიგონებთ თქვენს გულში მის მწყალობელ და მიმტევებელ ხმას.скачать dle 11.3