№1 ჯადოსნური ახალი წელი „თოლიაში“
ბაგა-ბაღი „თოლია” 2015 წლიდან ფუნქციონირებს და მას სათავეში უდგას ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ახალგაზრდა ქალბატონი – მაკა ხუნჯუა. ბაღი დაკომპლექტებულია გამოცდილი და კვალიფიციური კადრებით, შექმნილია სხვადასხვა ასაკის ჯგუფები და ხორციელდება ბავშვის განვითარებისა და განათლებისთვის საჭირო მრავალფეროვანი აქტივობები, მათ შორის, სასკოლო მზაობის პროგრამა. „თოლიაში” მყუდრო, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა გარემოა. ბაღს აქვს საკუთარი ეზო და სათამაშო მოედანი, ხელოვნური მწვანე საფარითა და გასართობი ატრაქციონებით. დიდი დრო და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვების სუფთა ჰაერზე ყოფნას. ბაღის აღსაზრდელების უსაფრთხოებისთვის, ფუნქციონირებს 24-საათიანი ვიდეოკონტროლი. „თოლიაში” ყოველთვის აღნიშნავენ თითოეული აღსაზრდელის დაბადების დღეს და სხვადასხვა დღესასწაულს. განსაკუთრებული იყო მათი საახალწლო ზეიმი, რომელიც ბაღის თითოეული აღსაზრდელის მეხსიერებაში, მათი ცხოვრების ერთ-ერთ, საუკეთესო დღედ დარჩება.
მაკა ხუნჯუა: ადამიანის ცხოვრებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს ემოციებს, რაც ამა თუ იმ
დღესასწაულს უკავშირდება. ამ ემოციების გამოხატვასა და განცდას კი ბავშვობიდან იწყებენ. ბავშვობაში მიღებული დადებითი ემოციები ადამიანს მთელი სიცოცხლის განმავლობაში მიჰყვება. ამდენად, ჩვენი მიზანია, აღსაზრდელებს ბევრი ლამაზი დღესასწაული ვაჩუქოთ. ახალი წლის დღესასწაული ყველა პატარასთვის განსაკუთრებული და გამორჩეულია. ეს ხომ ულამაზესი, ჯადოსნური და ზღაპრული დღეა, რომელსაც შეუძლია, ირგვლივ ყველაფერი შეცვალოს და სამყარო ბევრად მშვენიერი გახადოს.
– როგორ შეუქმენით საახალწლო განწყობა „თოლიას” აღსაზრდელებს?
– საზეიმო განწყობა და სასიამოვნო მოლოდინი ჩვენს ბაღში ახალი წლის დადგომამდე გაჩნდა. ჩვენ შევეცადეთ, სადღესასწაულო გარემო შეგვექმნა პატარებისთვის. ლამაზმა ნაძვის ხემ, საგანგებოდ მორთულმა დარბაზმა, ციმციმა ფერებმა, საახალწლო განწყობა თავისთავად შეუქმნა მათ.
– როგორ ჩაიარა საახალწლო ზეიმმა „თოლიაში”?
– მიუხედავად სეზონური ვირუსებისა, შევძელით, მოგვემზადებინა
საახალწლო პროგრამა. პატარებმა ხალისიანი განწყობა ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით შექმნეს. აღმზრდელებმა უზრუნველყვეს ბავშვების ჩართულობა სხვადასხვა სახის აქტივობაში, რათა ზეიმი უფრო სახალისო და საინტერესო ყოფილიყო, როგორც ბავშვებისთვის, ისე – მშობლებისთვის.
სურვილების ასრულების იმედი სწორედ ბავშვობიდან მოდის. ახალი წელი საჩუქრების გარეშე, წარმოუდგენელია. ბავშვებს სჯერათ თოვლის ბაბუის არსებობის და მოუთმენლად ელიან მას. ისიც საჩუქრებითა და ტკბილეულით დატვირთული გვესტუმრა და კიდევ უფრო გაგვილამაზა ზეიმი. საზეიმო განწყობა, თანატოლებთან ერთად მხიარულება, ნაძვის ხის ბრწყინვალება, საახალწლო
საჩუქრები – ეს ემოციები და შთაბეჭდილებები სამუდამოდ დარჩება ბავშვების მეხსიერებაში.
ჩვენ თითქმის ყველა დღესასწაულს განსაკუთრებულად აღვნიშნავთ. შემდეგი ჩვენი დიდი ღონისძიება კი დედის დღეს დაუკავშირდება.
P.S. მინდა, საბავშვო ბაღ „თოლიას” სახელით, ბედნიერი ახალი წელი ვუსურვო ჩემს პატარებს და მათ ოჯახებს!
მისამართი: ქ. თბილისი, დიღომი, „ტოიოტას” ცენტრის მიმდებარე ტერიტორია
საკონტაქტო ტელ: 599 91 81 21.
facebook: საბავშვო ბაღი „თოლია”