№1 ლაქშერი ბრენდი Land Cruiser Prado-ს ახალი ვერსია, ლაქშერი SHISEIDO Ever Bloom Ginza Flower სუნამოთი
გასულ კვირას, „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ მომხმარებელს, ბესტსელერი მოდელი-Land cruiser Prado-ს ახალი ვერსია წარუდგინა. მისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს ქარი, წყალი, მიწა თუ ცეცხლი. ის ოთხივე სტიქიას ამარცხებს. მისი დახვეწილი დიზიანი და გამძლეობა კი – საოცარი კომფორტი და დაცულობაა. პრეზენტაციაზე ასევე, წარმოდგენილი იყო, ლაქშერი სუნამო, ასწლოვანი ისტორიის მქონე არომატი SHISEIDO -ს Ever Bloom Ginza Flower. ასე რომ, იაპონური ფილოსოფია ქართულ ბაზარზე ორმა კომპანიამ – „ისი-პარიმ“ და „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ ერთობლივად წარადგინეს და იქ დამსწრე საზოგადოების აღფრთოვანება და ოვაციებიც
დაიმსახურეს.
ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ Land cruiser Prado შექმნილია ძლიერი, თავდაჯერებული, საქმიანი და ელეგანტური ადამიანებისთვის, ხოლო SHISEIDO -ს სუნამო Ever Bloom Ginza Flower – დახვეწილი, ენერგიული, დინამიკური და თანამედროვე ქალბატონებისთვის. ამ ორივეს კი, აერთიანებს იაპონური ტრადიციები.
ხატია შამუგია (კომპანია „ისი-პარის“ პიარ-მენეჯერი): იაპონური საავტომობილო მარკა „ტოიოტას” ახალი მოდელის „ტოიტა პრადოს” პრეზენტაცია, დაემთხვა პერიოდს, როცა იაპონური ძალიან ცნობილი კომპანია, სახის და სხეულის მოვლის დეკორატიული არომატების ბრენდი „შისეიდო,“ სუნამოს გამოცემიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. პირველი მაღაზია ტოკიოში გინზაზე გაიხსნა და გამომდნარე აქედან, სუნამოს სახელად ჰქვია SHISEIDO Ever Bloom Ginza Flower. ამიტომ, იაპონური კულტურის, მსოფლმხევდელობისა და ფილოსოფიიდან გამომდინარე, „ტოიოტა თეგეტა“ და კომპანია „ისი- პარი“ გავერთიანდით. ეს არის სუნამო, რომელიც ყველა საზღვარს გადალახავს და გიქმნის შეგრძნებას, რომ ერთადერთი და ყველასთვის სასურველი ხარ.
ზუსტად, ასეთივე შეგრძნება ჩნდება ამ ავტომობილში ჩაჯდომისას.
პრეზენტაციის ბოლოს, გათამაშებაც შედგა და არაერთი იქ მყოფი, მანქანის აქსესუარებითა და სუნამოთი, ხოლო ყველაზე იღბლიანი კი, საგზურით ხელში დაბრუნდა სახლში.
შეიძლება, თამამად ითქვას, რომ საახალწლოდ, ორმა წარმატებულმა და უმსხვილესმა კომპანიამ „ისი-პარიმ“ და „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“, ნამდვილად სასიამოვნო საჩუქარი გაუკეთეს ერთგულ, დახვეწილ და გემოვნებიან ქართველ მომხმარებელს.