კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 რა უჯდება სემეკის საბჭოს წევრ გიორგი ფანგანს იპოთეკური სესხის გასტუმრება და რამდენი ავტომანქანა ჰყავთ მას და მის მეუღლეს

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

სემეკის წევრი გიორგი ფანგანი 1983 წელსაა დაბადებული თბილისში. უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე მიიღო (რომელიც 2005 წელს დაამთავრა) და სპეციალობით იურისტია.
მისი სამუშაო გამოცდილებაც 2005 წელს დაიწყო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში: თავდაპირველად,  იურიდიულ დეპარტამენტში, მოგვინებით – მეთოდოლოგიური და ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის მეთოდოლოგიური სამმართველოს უფროსად. 2008 წელს „თელასში“ გადაინაცვლა იურისტად. 2010 წელს კი ისევ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დაუბრუნდა – ამჯერად მეთოდოლოგიური უზრუნველყოფისა და მომსახურების ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის დირექტორად. ხოლო 2015 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნული კომისიის წევრად დაინიშნა.
გიორგი ფანგანის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2017 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც სემეკის წევრმა და ოჯახის წევრებად მიუთითა: 1982 წელს დაბადებული თამარ ჟიჟიაშვილი და ოთხი შვილი: 2004 წელს დაბადებული ვლადიმერი, 2010 წელს დაბადებული ელენე, 2011 წელს დაბადებული ნიკოლოზი და 2012 წელს დაბადებული დავითი.
ოჯახის ერთადერთი უძრავი ქონება – საცხოვრებელი ბინა თბილისში, შატბერაშვილის ქუჩაზე (183 კვ. მ.) – გიორგი ფანგანის საკუთრებაა; მას, ასევე, ჰყავს 1991 წლის „მერსედესი“. მისი მეუღლე კი შემდეგი სამი ავტომანქანის მფლობელია: 2003 წლის mercedes a-class, 2004 წლის Range Rover, 2009 წლის Mercedes-Benz Ml350.
2016 წლის განმავლობაში გიორგი ფანგანმა, როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის წევრმა, 160 700 ლარი აიღო, მისმა მეუღლემ კი, როგორც „სოკარ გაზ დისტრიბუშენის“ მთავარმა სპეციალისტმა – 29 260 ლარი.
თამარ ჟიჟიაშვილმა 2016 წელს „თი ბი სი ბანკიდან“ სამომხმარებლო სესხი აიღო – 19 900 ლარის ოდენობის (2020 წლამდე), გიორგი ფანგანმა კი იპოთეკური სესხი – 160 000 ლარის ოდენობით (2026 წლამდე), რომლის მომსახურებაც ორ თვეში 4 165 ლარი დაუჯდა. ამას გარდა, ვლადიმერ და ელენე ფანგანების სწავლის საფასურად, 3 000 და 2 800 ლარი გადაიხადა.
გიორგი ფანგანის მიერ შევსებული პირველი დეკლარაცია 2015 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო სემეკის წევრად დანიშვნისთანავე. უცვლელია მისი ოჯახის წევრთა და უძრავ-მოძრავი ქონების ოდენობა. რაც შეეხება შემოსავლებს: გიორგი ფანგანმა, როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დეპარტამენტის დირექტორმა, 83 370 ლარი აიღო, მისმა მეუღლემ კი, როგორც „სოკარ გაზ დისტრიბუშენის“ მთავარმა სპეციალისტმა, 8 099 ლარი.
скачать dle 11.3