№1 ღირებულებაარეულები
ანუ თავისუფლების ხაფანგში
მაშინ, როდესაც ჩვენ ჩვენი გაგვჭირვებია: სიტყვის თავისუფლება ისე გავიგეთ, რომ, რაც ენას მოადგება, ის უნდა გადმოვაფრქვიოთ; რაც კალამს მოადგება, ის დავწეროთ;
და უწმაწური სიტყვები ლამისაა „იუნესკოს” ვაღიარებინოთ, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები;
მეტიც, გასული წლის მიწურულს თვით ქართველი დიპლომატის ცოლიც კი დააკავეს უცხო ქვეყანაში სიგარეტის კონტრაბანდისთვის. მაგალითად, რუსეთის „დუმის“ დეპუტატმა რუსული ტელევიზიები გაკიცხა იმისთვის, რომ არასაკმარისი პატრიოტული გადაცემები აქვთ ტურიზმის შესახებ (არადა, რაც ისინი ოფლს იდენენ პროპაგანდის ეშხით!).
ხოლო, რაკი, ძირითადად, უცხოეთში სამოგზაურო ადგილებს აშუქებენ და მეტად პროფესიონალურადაც, რუსეთის მოსახლეობასაც ჰგონია, უცხოეთში უნდა დაისვენონ, რის გამოც ბიუჯეტი უამრავ ფულს კარგავსო. ამდენად, დაასკვნა, რომ რუსული ტელეარხებით უნდა შეიზღუდოს უცხოეთის ქვეყნების სიამეებისა და სილაზათეების ჩვენება, რომ რუსეთის მოსახლეობას გული არ დაეკოდოსო.
ამ მაგალითის მოხმობით, იმის თქმა მინდოდა, რომ, თუ ესენი ისევ იქ ჩარჩნენ, სადაც იყვნენ (და ერთ დროს ჩვენც ვიყავით), ჩვენ მეორე დაგვემართა: ღირებულებები ისე აირია, სადაცაა, შავსა და თეთრსაც ვეღარ გავარჩევთ, როცა პრემიერიცა და პოეტიც საჯაროდ „საპოჟნიკებივით“ უკურთხებენ. –