კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 რაშია გამოუცდელი გვანცა დარასელია და ქმრის რა შეგონებები ეხმარება მას, რომ დანებებაზე უარი თქვას

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

 გვანცა დარასელიასთვის 2017 წელი წარმატებული და მნიშვნელოვანი იყო. გარდა იმისა, რომ ის მეორე შვილის დედა გახდა, ცოტა ხნის წინ, საკუთარი ბიზნესი წამოიწყო. ვაკეში ფეხსაცმლის შოუ-რუმი – Capo Shoes გახსნა.
გვანცა დარასელია:
ძალიან მოულოდნელად, სპონტანურად  ჩავერთე ამ ბიზნესში. ზოგადად, ბოლო დროს, მჯერა, რომ სპონტანური გადაწყვეტილებები ამართლებს. ადრე ასე არ იყო. ისეთი ტიპი ვარ, ყველაფერი უნდა დავგეგმო, გავაანალიზო და ამასობაში, მთელი ცხოვრება გადის და არაფერი იცვლება. ამ საქმის შემოტანით ახალი ენერგია გამეხსნა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული ვარ და სათანადოდ ვერ ვიცლი, მაინც ვცდილობ, გაიგონ მის შესახებ. ჯერჯერობით ახალია, სახელს იხვეჭს და იმედია, მომავალში, ბევრი ერთგული მომხმარებელი გვეყოლება. ვინც ერთხელ მოვიდა, მეორედაც მოვიდა.
– ვისთან ერთად წამოიწყე ეს ბიზნესი?
– შემოთავაზება მივიღე ძალიან ნიჭიერი ადამიანისგან, დიმა კიტიასგან, რომელიც ამ სფეროში დიდი ხანია, მოღვაწეობს. აქვს გამოცდილება, ცოდნა, ძალიან კარგი გემოვნება. დიმა ჩემი შვილის ნათლიაა და უბრალოდ, საუბარში დაიბადა ეს იდეა: მოდი, ერთად ხომ არ გავაკეთოთ. ასე თუ ისე, თავისუფალი ნიშაა. ცალკე, ხარისხაინი ფეხსაცმლის მაღაზია, თან, საქართველოში შექმნილის, ცოტაა. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ეს შესაძლებლობა მიგვეცა მომხმარებლისთვის. ისე ვნერვიულობდი და ვნერვიულობ დღემდე – სხვა პასუხისმგებლობაა, როცა ყველა გიცნობს: დაბალ ან საშუალო დონეს ვერ შესთავაზებ. დიმაც სულ მეუბნება: თითოეულ წყვილს რომ ვაკეთებ, სულ შენზე ვფიქრობ, ორმაგი პასუხისმგებლობაოო. მომავალში  კიდევ ბევრი გეგმა გვაქვს და ბევრი რამის შეცვლას ვაპირებთ.
– დიზაინში იღებ მონაწილეობას?
– ეს არ არის დიზაინერული მაღაზია. ჩვენი მაღაზია იკვლევს ბაზარს – რა მოსწონს ამ ეტაპზე მომხმარებელს და იმას ვთავაზობთ. რა თქმა უნდა, ვქმნით დიზაინს და ბევრი იდეა ჩვენს ფეხსაცმელებს გამოარჩევს გარკვეული ხაზით. თუმცა, აქ შეიძლება, შეხვდეთ მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ მოდელს. გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არის ჩვენს მაღაზიაში, ადამიანს შეუძლია, თავისი ოცნების ფეხსაცმელი შეიკეროს.
– შენს გარდერობში ფეხსაცმელს ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია?
– სულ ასე იყო. საერთოდ, ფეხსაცმელში არასდროს მენანება თანხა. ვფიქრობ, ფეხსაცმელს ყველა ადამიანი უნდა აქცევდეს ყურადღებას. ფეხსაცმელი ვიზუალში ძალიან მნიშვნელოვანია.
– ყიდვისას რას აქცევ ყურადღებას?
– ცნობილი ბრენდის პატენტი ფეხსაცმლის ყიდვას, მირჩევნია, საშუალო დონის ბრენდის ფეხსაცმელი ვიყიდო: უამრავი მაქვს ასეთი. მათ შორის, თბილისში ნაყიდი ფეხსაცმელები. „შანელის“ პატენტსაც არ ვიყიდი. მირჩევნია, მის მაგივრად, კარგი ხარისხის ტყავის ჩანთა ვიყიდო, ვიდრე უხარისხო პატენტი. ჩემთვის მოდა, უპირველეს ყოვლისა, კომფორტია. სადმე რომ მივდივარ, ძალიან უნდა გამოვიპრანჭო, პირველი, რაზეც ვფიქრობ, მინდა კომფორტულად ვიყო. ბოლო დროს მაღალქუსლიან ფეხსაცმელს აღარ ვყიდულობ. ვცდილობ, ისეთი დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი ვიყიდო, გამოსაპრანჭიც რომ იქნება. სტუდენტობის დროს „მარშრუტკით” რომ დადიხარ ქუსლებზე ამხტარი, შემოტკეცილი კაბით – რა მატარებდა ასე, ვერ ვხვდები. ახლა უფრო კომფორტზე ვარ ორიენტირებული და ჩვენს ფეხსაცმელებშიც ეს ჩავდეთ.
–  როგორ ერკვევი ფინანსურ საკითხებში?
– ძალიან რთულია. ვცდილობ, ყველასგან მივიღო რჩევა. რაღაც კურსებსაც ვეძებ, რომ ალღო ავუღო ამ ყველაფერს. ფინანსურ მხარეს რაც შეეხება, ძალიან ძნელია და ამ მხრივ გამოუცდელი ვარ. ნელ-ნელა, პრაქტიკაში, ალბათ, ეს ყველაფერი მოვა. ყველაზე მეტად იმის მეშინოდა, რომ ფეხსაცმლის შექმნის ტექნოლოგიაში  ვერ ვერკვევი. რა თქმა უნდა, დიმას ვენდობოდი, მაგრამ მაინც მაინტერესებდა, პირველი უცხო კლიენტი ამას როგორ შეაფასებდა. შემდეგ, მადლობა რომ გადაგვიხადეს, ცოტა ამოვისუნთქე. თუმცა, დღემდე მეშინია, როცა ინდივიდუალური შეკვეთებია. ვნერვიულობთ, როგორ მოეწონება კლიენტს.
– ადამიანის ცხოვრებაში დგება ეტაპი, როცა ის ცდილობს, საკუთარი საქმე აკეთოს. შენ ეს ეტაპი გიდგას ახლა?
– ჩემს პროფესიაზე, ალბათ, უარს ვერასდროს ვიტყვი. მინდოდა, განსხვავებულიც მეცადა და ვნახოთ, როგორ გამოვა. ერთადერთი, იმის მეშინია, სირთულეებს არ დავნებდე.
– იცი ხოლმე დანებება?
– ხანდახან მჩვევია ასეთი რაღაცები, ვნებდები ხოლმე. იმედია, ახლა ეს არ მოხდება და ჩემი პარტნიორი ამის უფლებას არ მომცემს. ასეთ დროს სულ მჭირდება ვინმე, ვინც დამეხმარება. სხვათა შორის, ძალიან მეხმარება ჩემი მეუღლის შეგონებები. ის თავად, რამდენიმე წელია, ბიზნესით არის დაკავებული და მას, რაც სირთულეები გამოუვლია, ვინ მოთვლის. ბიზნესს თავიდანვე არავინ იწყებს მოგებით. ჩვენთვის მთავარია, ხარისხი დავიჭიროთ. არ გავაკეთებთ უბრალოდ ფეხსაცმელს. საფასო პოლიტიკაც ძალიან დემოკრატიულია, იმ ხარისხთან შედარებით, რაც გვაქვს.
– შენი მეუღლე როგორ შეხვდა ამ გადაწყვეტილებას?
– ვახოს ბიძგი იყო: აჰა, ეს შენ და ჩაიბარე. აბსოლუტურად არ ერევა, მხოლოდ რჩევებით შემოიფარგლება. ქვეცნობიერად, კი არ ვნანობ, მაგრამ ვნერვიულობ. როცა ბიზნესს აკეთებ, მთელი თავით უნდა გადაეშვა, რომ წარმატებული იყოს. ერთადერთი, იმაზე ვნერვიულობ, რამეს ხომ არ ვაკლებ. დიმა რომ არ ყოფილიყო, ამ ბიზნესში ბედს არასდროს ვცდიდი. ის არის დიდი ზურგი, რადგან მთავარს – ფეხსაცმელებს აკეთებს ის.
– ახალი წელი უკვე მოდის. როცა ორი პატარა შვილი გყავს, ეს, ალბათ, კიდევ უფრო სხვა ელფერს სძენს ამ დღესასწაულს?
– სრული ჟრიამული და ჰარმონია ოჯახშია – განსხვავებული დროის მენეჯმენტი, ემოციების უფრო დიდი კონცენტრაცია. ყველამ იცის, ვისაც შვილი ჰყავს, შვილთან ერთად როგორ გადის დრო. მათთან ერთად, როგორ გავიწყდება ყველაფერი. მეორემ სრულიად სხვა რამ დამმართა. იმ დღეს გოგოებმა დამირეკეს: არ გავედი სახლიდან, რაღაც მოვიმიზეზე. მერე ქმარმა დამირეკა: სადღაც მივდივარ და მინდა, მახლდეო. ვუთხარი: იატაკზე ვგდივარ, ზედ მასხედან ბავშვები და წასვლა არსად მინდა-მეთქი. საკუთარი თავი იმაში დავიჭირე, რომ სულ სახლისკენ მიმიწევს გული.
– ვახოს რეაქცია როგორი იყო, უარი რომ უთხარი?
– არაფერი, აუ, მეც მინდა, თქვენთან ერთად, მაგრამ იქ უნდა ვიყოო.
– რთულია, ერთმანეთს შეუთავსო სამსახური და ოჯახი?
– ძალიან ძნელია. ბევრი რაღაცის გადალახვა გიწევს. ვერც სამსახურს მოაკლებ მოტივაციას, სრულად უნდა გადაერთო, შვილებსა და მეუღლზე ხომ, აღარ მაქვს საუბარი. დღის განმავლობაში ძალიან ცოტა დროა და ვერ ვანაწილებ. გადაცემაში ცოტა ხნის წინ ვსაუბრობდით, რომ ნერვიული შფოთვა, ნევროზები, ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ დროის, ცხოვრების მენეჯემენტი არ გვივარგა. ცოტა შინაგანი ტემპი უნდა დავაგდოთ. ის გავაკეთოთ. რაც ვიცით, რომ გამოგვივა და დანარჩენ ფორიაქს შევეშვათ. ისეთი ცხოვრებაა, რომ გიჭირს ამ ტემპის დაგდება. ეს ძალიან ცუდია და თან, მერე ხვდები, რომ მთელი დღე ქოთქოთებდი, შფოთავდი და ისეთი არაფერი გაგიკეთებია.
– რომ არა მეუღლის ხელშეწყობა, ალბათ, გაგიჭირდებოდა ამ ყველაფრის გაკეთება, შეთავსება?
– ძალიან გამიჭირდებოდა. ვახოც ძალიან დაკავებულია და კარგად იცის ამ ყველაფრის ფასი.
скачать dle 11.3