კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 ბრძნული აზრები

პითაგორა: ნუ შეიძულებთ და სამოთხეში მოხვდებით.
ლაო ძი: ვინც მამაცია და მეომარი – დაიღუპება, ვინც მამაცია, მაგრამ არ ომობს – გადარჩება.
გოეთე: ადამიანი, რომელიც გრძნობებით არის შეპყრობილი, თავისუფალი ვერ იქნება.
არისტოტელე: ვისაც ბევრი მეგობარი ჰყავს, მას მეგობარი არ ჰყავს.
ვოლტერი: ადამიანი მისდევს მიწის კანონებს, მიწა – ცის კანონებს.
კლუჩევსკი: როცა განათლება განადგურდება, დარდი აღარ იარსებებს.
პლატონი: წიგნი არის დავიწყების საშუალება.
ნაბოკოვი: ვისაც უნდა, ყველაფერში მართალი იყოს, მას არ უსმენენ.
ფლობერი: ყველა ადამიანი ოცნებობს, გათავისუფლდეს სიკვდილისგან. არავის უნდა, გათავისუფლდეს ცხოვრების ცდუნებებისგან.
ბალზაკი: სიცოცხლე აღსავსეა საიდუმლოებებით, ხოლო სიკვდილი თვითონაა საიდუმლოება.
მონტენი: სიყვარულის გაყოფა ატყუებს ადამიანს: ჰგონია, ძველიც შეინარჩუნა და ახალიც მოიპოვა. სინამდვილეში, ორივეს კარგავს.
მილტონი: საუკეთესო საზოგადოება მარტოობაა.
ბურსტონი: უბედურია ადამიანი, რომელიც არ იღებს სიამოვნებას იმით, რაც გააჩნია.
თაგორი: წვრილმან შეჭირვებას რომ დიდ ყურადღებას ვუთმობდეთ, ბევრ დიდ გასაჭირს ავცდებოდით.
სოლომონი: მონანიების შესაძლებლობამ არ უნდა გიბიძგოს, რომ მომავალშიც ჩაიდინო ცოდვა.
პოლ ვალერი: ნუ იხმართ იმ სიტყვებს, რომლებსაც ფიქრის დროს არ იყენებთ.
ჰუმბოლტი: დედამიწის ზურგზე არ არსებობს ადამიანი: ბოროტი, ავადმყოფი ან უბედური, რომელიც არ მღერის.
ავიცენა: ბედნიერება, რომელიც თვითონ მოვიდა შენთან, უბედურების მომტანია.
მურაკამი: ნებისმიერი სიცარიელე რაღაცით სავსეა.
როლანი: მთავარი მიზანია, ხოლო ცდებისა და შეცდომების ჯაჭვი თვითონ მიგიყვანს სასურველ შედეგამდე.
მოლიერი: სრულყოფილი ქალი ბევრად მაღალი არსებაა, ვიდრე სრულყოფილი მამაკაცი, მაგრამ იმავდროულად, ძალზე იშვიათი.
ტოლსტოი: სილამაზის შედეგი კი არ არის სიყვარული, არამედ სიყვარული დაგვანახვებს და შეგვაგრძნობინებს სილამაზეს.скачать dle 11.3