კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 ვისთან ჰქონდა ავთო აბესლამიძეს მეგობრული სექსი და რა დიაგნოზი დაუსვეს მას ფსიქოლოგებმა

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი


ცოტა ხნის წინ მომღერალი, „X ფაქტორის“ გამარჯვებული, ავთო აბესლამიძე საზოგადოების წინაშე ახალი სიმღერითა და კლიპით წარდგა. სამომავლოდ, ავთოს კიდევ ბევრი საინტერესო გეგმა აქვს, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.

ავთო აბესლამიძე: ჩემთვის ის სიმღერა, რომელზეც ცოტა ხნის წინ კლიპი გადავიღე, ყველა იმ ემოციის გამოხატვაა, რაც შეიძლება, ადამიანს შეყვარებულის მიმართ ჰქონდეს.
– როგორია შენი სიყვარულის ისტორია?
– შეიძლება, არც ვიცი, რა არის სიყვარული, რადგან ეს არის ის გრძნობა, რომელსაც ვერავინ ხსნის. ჩემთვის სიყვარული არის, როდესაც სულ მეორე ადამიანზე ფიქრობ, მის დანახვაზე რაღაც ხდება... ეს ყველაფერი კი, ერთი ღამის შემდეგ დაიწყო და ამიტომაც ჰქვია სიმღერას „ერთი ღამე“. როდესაც მაიკო კაჭკაჭიშვილს შევეხმიანე, მან მითხრა: რა აზრი გინდა, რომ იდოს სიმღერაშიო. ვუთხარი: ერთი ღამით დაწყებულ სიყვარულზე მინდა-მეთქი. შეიძლება, იმ ადამიანთან ერთად, არც ვიყო მომავალში და ალბათ, არც ვიქნები, რადგან ამისთვის ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს.
– რას ნიშნავს ერთი ღამით დაწყებული სიყვარული?
– ერთი ინტიმური ღამით დაიწყო ეს სიყვარული. ჩვენ დიდი ხანია, ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ იმ ღამემ ბევრი რამ გადაწყვიტა. ხომ იცი, რა არის ეს ქიმია. შეიძლება, ადამიანი ყველანაირად მოგწონდეს, მაგრამ ქიმია არ იყოს თქვენ შორის და ამან ნერვებიც კი მოგიშალოს. ამასთან ქიმია იყო, თან, ორმხრივად. მაგრამ, ვერ ვიქნებოდით ერთად. ახლაც არ ვარ ამას შეგუებული, მაგრამ, გინდა თუ არ გინდა, ყველაფერს ეჩვევი. ქვეცნობიერად მაინც მგონია, რომ ერთად ვიქნებით, მაგრამ რეალობაში ასე არ იქნება.
– რა არის მიზეზი?
– მას სხვა ცხოვრება აქვს. მე ვხედავ მის ადგილს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ მან ამისთვის ბევრ რამეზე უნდა თქვას უარი. გარდა ამისა, ეს სალაპარაკო გახდება, ბევრი ადამიანი უნდა დაკარგოს. ჩვენ დავსხედით, ვისაუბრეთ ყველაფერზე და ასე გადავწყვიტეთ. დღემდეც ბევრ რამეზე ვსაუბრობთ, იმ საკითხის გარდა – ესეც მომწონს და მომავალში, ვფიქრობ, არაფერია გამორიცხული. ორივესთვის ასე ჯობდა.
– ცნობილი სახეა?
– არა, უბრალოდ, ორივეს მხრიდან გახდებოდა სალაპარაკო. თუმცა შეიძლება, ისიც ცნობილია. სულ მომწონდა, სულ მინდოდა, ჩემ გვერდით ყოფილიყო. ხშირად მქონია ისეთი შემთხვევა, რომ ვიღაც მომწონებია, ვიღაცისთვის ამის თქმა ვერ გამიბედავს. თუნდაც იმიტომ, რომ ასაკით უფროსი ყოფილა და მიფიქრია: ბავშვად არ ჩამთვალოს-მეთქი. ჩემთვის ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, მომისმინოს და ერთმანეთის გვესმოდეს. მხოლოდ საძინებლის კარის მიკეტვა და იქ განმარტოება, არ არის ურთიერთობა. მის მიმართ სულ მქონდა ფიქრები, თუნდაც იმისა, რომ მომცემოდა საშუალება, ერთხელ მაინც შევხებოდი. რომ შევეხე, მერე დაიწყო ყველაფერი. ჩვენ იმდენად მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, რომ არ იყო გამორიცხული, ის მოსულიყო ჩემთან ან მე მივსულიყავი მასთან.
– მეგობრული სექსი გქონდათ?
– კი და ხშირად ვუყურებ ამ ფილმს მეგობრებზე, მერე რომ ერთად რჩებიან. კი, მეგობრული სექსი გვქონდა. ორივეს გვინდოდა, რა თქმა უნდა, თორემ დღეს სექსს ვის დააძალებ, თუ არ უნდა. დღემდე ერთმანეთს ვესაუბრებით, ვმეგობრობთ, ორივე ჩვენ-ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. არავინ არაფერი იცის, მხოლოდ ჩემი ერთი მეგობრის გარდა. მისმა მეგობრებმაც კი არ იციან, რადგან ქალის ცხოვრება მაინც სხვაა. არ არის საჭირო ვინმესთან ზედმეტი საუბარი.
– მომავალში თქვენ შორის მეგობრული სექსი გამორიცხულია?
– მოდი, მე სექსი მინდა და შევხვდეთ – ასე  არ მესახება იმ ადამიანთან ურთიერთობა, ვინც ჩემთვის ძვირფასია. სხვასთან შეიძლება, უარი რატომ უნდა თქვა. მაგრამ, ამ ადამიანთან არ შეიძლება. თუ ერთად არ ვიქნებით, მხოლოდ მეგობრები უნდა ვიყოთ და ერთჯერადად რაღაცების „გასწორება,” არ შეიძლება. ის, რომ მისი მოკითხვა მიხარია, რომ დავინახავ და „მისწორდება”, ბევრი რამ „მკიდია”, ამას შეიძლება, სიყვარული დავარქვა ან შეიძლება, პერიოდული – აფრენა.
– ეს ყველაფერი სხვასთან ურთიერთობაში არ შეგიშლის ხელს?
– ახლა კი ვფიქრობ მასზე, მაგრამ გავა დრო და ალბათ, მივეჩვევი ამ მდგომარეობას. მე სიყვარულის არ მჯეროდა, რადგან მგონია, ეს ყველაფერი შეჩვევაა მხოლოდ. თუმცა, ახლა ვხდები, რომ ასე არ ყოფილა. ერთი რამ ნამდვილად ვიცი: ჩემს ცხოვრებაში ვერავინ იქნება იმის გამო, რომ სხვა დამავიწყოს. მე რომ ვინმემ ასე გამიკეთოს: ჩემთან დაიჭიროს ურთიერთობა, იმიტომ რომ, სხვა დაივიწყოს – ძალიან ცუდი იქნება. მე ამას ვერ ავიტან.
– კლიპში ჟესტების ენა გაქვს გამოყენებული. ეს რატომ გადაწყვიტე?
– შენ ხომ გესმოდა ჩემი სიმღერის ტექსტი, სმენადაქვეითებულებს არ ესმოდათ. ამიტომ, გადავწყვიტე, მათაც მოესმინათ. სანამ ამას გადავწყვეტდი, მანამადე მათთან ვისაუბრე, ძალიან ვინერვიულე. თარჯიმანი კი მყავდა და შეხვედრა რომ დამთავრდა, საუბარი, თავის ენაზე ტაში დამიკრეს, იტირეს და ორი მათგანი ჩამეხუტა კიდეც. რადგან მათ მოეწონათ, შემდეგ გადავწყვიტე, კლიპიც გადამეღო. მინდოდა, ჩემი სიყვარულის ისტორია მათაც მოესმინათ, რომ თვითონაც გაუგზავნონ ერთმანეთს და სიყვარული აუხსნან. იმდენად მინდოდა ჟესტების ენის შესწავლა და ისეთი დიდი გამოხმაურება მოჰყვა მათი მხრიდან კლიპს, რომ ძალიან ბედნიერი ვარ. თუმცა, ბევრმა მკითხა, შშმ პირი ხომ არ გიყვარსო. ისიც ითქვა, ეს ყველაფერი გამოიყენეო. ბევრმა კი მითხრა, ბოლოს რატომ გოგონაც არ გამოიყვანე კლიპში, რომ რამე ეთქვაო. შშმ პირებს დიდ პატივს ვცემ, უბრალოდ, ვინც მიყვარს, არ არის შშმ პირი და ამიტომაც არ იყო საჭირო, ბოლოს ვინმე გოგონა გამომეჩინა. მე, უბრალოდ, ჩემი სიყვარულის ისტორია მოვუყევი ყველას აბსოლუტურად.
–  მახსოვს, თურქეთთან დაკავშირებით ძალიან კარგი გეგმები გქონდა.
კიდევ არის. შარშან დეკემბერში იყო ამაზე ლაპარაკი და მე 10 იანვრიდან 4 თვის განმავლობაში ხმა არ მქონდა. რთული პერიოდი მქონდა, მაგრამ მადლობა მათ, რომ მოლაპარაკებაზე უარი არ თქვეს. უბრალოდ, მათ უნდათ, რომ თურქეთის „ვოისში“ მივიღო მონაწილეობა, რაც მე არ მინდა. ამაზეც შევთანხმდით და ისევ იმაზე, რომ ჩემთვის დაწერენ ახალ სიმღერას, რომელსაც რუმინეთში ან სტამბულში ჩავწერთ და 4 ქვეყანაში გავყიდით. საქართველოშიც ბევრი გეგმა მაქვს – ვაჟა დურგლიშვილის ორი სიმღერა, ასევე, ძალიან მაგარი კომპოზიტორის, ნატო ღოღობერიძის სიმღერა. საქართველოს მსმენელში ვეძებ ჩემს ჟანრს, რომელი მოეწონებათ და კარგად მიიღებენ. მერე იმას უფრო ხშირად გავაკეთებ. თუმცა, ჩემს სტილზე, რა თქმა უნდა, არ ვიტყვი უარს.
– როგორ დაიბრუნე ხმა?
– საშინელება იყო. სასიმღერო კი არა, სალაპარაკო ხმაც არ მქონდა. ვისთან არ ვიყავი, ბოლოს ფსიქოლოგებსაც მივმართე და მათ მითხრეს, ქვეცნობიერული დეპრესიააო. გავგიჟდი, „X ფაქტორის“ დროს არ დამმართნია და ახალი წლების შემდეგ, გავიღვიძე და ვეღარ წავიმღერე. ახალი წლების პერიოდში ვსვამდი, ვეწეოდი და საერთოდ, როცა ვსვამ, ბევრს ვმღერი, ორი დღე ხმა მაქვს გადაღლილი. ამას დავაბრალე, მაგრამ გავიდა 10 დღე და – არაფერი. რა არ გავაკეთე, ვისთან არ ვიყავი, მაგრამ – არაფერი. მუსიკასაც ვერ ვუსმენდი, რადგან თურმე ამ დროს, გინდა არ გინდა, მუსიკას იოგებიც ჰყვება, იძაბება. არ ვლაპარაკობდი. ყველამ იცოდა ჩემი პრობლემა და ერთ-ერთ კონცერტზე გიორგი უშიკიშვილმა მითხრა: რა გჭირს ხმაზეო. ასე და ასეა-მეთქი და გამიშვა ერთ ქალთან, დიანა ჭავჭავაძესთან, რომელიც თავად აკეთებს წამალს. გიორგი, როგორც კი რამე პრობლემა შეექმნება ხმასთან დაკავშირებით, მაშინვე მასთან მიდის. მერე აღმოჩნდა, რომ მასთან დადის სოფო ხალვაში, სტეფანე, თაკო გაჩეჩილაძე, მოკლედ, ყველა. მასთან მეხუთე ვიზიტის შემდეგ, ხმა დამიბრუნდა, ვიმღერე და მას შემდეგ, აღარ მქონია პრობლემები.
скачать dle 11.3