№52 ბროკოლის ერთკვირიანი დიეტა და მინუს 7 კილოგრამი
თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე
მარტივია და იმავდროულად, ძალიან ეფექტურ შედეგს იძლევა. სულ რაღაც ერთ კვირაში, თქვენ შეძლებთ, დაახლოებით, შვიდი კილოგრამის დაკლებას. ანუ, დღეში ერთ ზედმეტ კილოგრამს მოიტოვებთ უკან და ჯანმრთელობასაც არ ავნებთ.
გაფრთხილებთ, თუ კუჭ-ნაწლავის დაავადებები გაწუხებთ, ამ დიეტის დაცვისგან თავი შეიკავეთ.
საუზმე: 200 გრამი მოხარშული ბროკოლი, 1 ცალი თოხლოდ მოხარშული კვერცხი, ჩაი ან ყავა უშაქროდ.
სადილი: 150 გრამი მოხარშული ქათმის თეთრი ხორცი, 100 გრამი მოხარშული ბროკოლი, 1 ჭიქა ბოსტნეულის ახალგამოწურული წვენი.
ვახშამი: 250 გრამი მოხარშული ბროკოლი, მწვანე უშაქრო ჩაი ან დაბალკალორიული მაწონი.
დიეტის განმავლობაში, უნდა სვათ დღეში დაახლოებით 2 ლიტრი წყალი.