№52 კითხვა-პასუხი
კითხვა: შემაწუხა ჰერპესმა, ვერ ვხვდები, რა იწვევს. ყოველი ზამთრის სეზონზე მიჩნდება და როგორ ვუმკურნალო სახლის პირობებში?
პასუხი: ჰერპესი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დაავადებაა, რომელსაც იწვევს ვირუსი. ჰერპესის ვირუსი შეიძლება, გადაიცეს კონტაქტური და ჰაერ-წვეთოვანი გზით. დაავადებას, ასევე, იწვევს გადაციება ან გადახურება, იმუნიტეტის დაქვეითება. ზეითუნის ზეთი შეიცავს ანტიოქსიდანტებს. ის საუკეთესოა ჰერპესის სამკურნალოდ. გააცხელეთ ზეთი და დაუმატეთ ცოტაოდენი ლავანდის ზეთი, ფუტკრის ცვილი. გააციეთ და დაიტანეთ მიღებული ნარევი ინფიცირებულ ადგილას. გვირილას ნაყენი – გვირილა სამკურნალო მცენარეა და მას ახასიათებს ანტივირუსული თვისებები. შეგიძლიათ, გამოიყენოთ გვირილის ნაყენი. სოდა – ბამბით მოისვით სოდა ჰერპესზე. ის გააქრობს ტკივილს და დააჩქარებს ჰერპესის გაქრობის პროცესს. შავი ჩაი – შავი ჩაი მდიდარია ტანინით, რომელიც ცნობილია ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. ჩადეთ ჩაის პაკეტი ერთ ჭიქა ცხელ წყალში. გაციების შემდეგ ამოიღეთ და დაიდეთ ინფიცირებულ ადგილას 5 წუთით. გაიმეორეთ პროცედურა დღეში ორჯერ ან სამჯერ.
კითხვა: კბილებმა მიიღო მოყვითალო ფერი და პირში არასასიამოვნო სუნი მაქვს. რა არ ვცადე, მაგრამ ეს პრობლემა ვერ გადავჭერი. ახლა მითხრეს, რომ ამას ნახშირი მომიგვარებს, როგორ მოვიქცე, ღირს ცდად?
პასუხი: აქტივირებული ნახშირი, ამ პრობლემას ნამდვილად მოგიგვარებთ და ცდაც ღირს. გაიხეხეთ კბილები აქტივირებული ნახშირით კვირაში 2-3-ჯერ. ის წყალში იხსენება და არ აზიანებს ემალს. პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის მოსაცილებლად კი, ეს არის არა მხოლოდ ეფექტური დეოდორანტი, არამედ აღადგენს მჟავა-ტუტოვან ბალანსს პირის ღრუში, რომელიც იცავს კბილებსა და ღრძილებს ბაქტერიებისა და დაავადებისგან. გაიხეხეთ კბილები აქტივირებული ნახშირით და არ დაგაბნიოთ მისმა ფერმა. წყლის გამოვლებისას პირის ღრუში, შავი ნაწილაკები უკვალოდ გაქრება.