კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 როგორ ხვდება ავთანდილ მარგიანი სოჭსა და ადლერში დასვენებისას პუტინს და როდის იყო ის ციხის მაყურებელი

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

ავთანდილ მარგიანს საინტერესო პოლიტიკური ცხოვრების გზა აქვს გავლილი. ის  დღეს  პოლიტიკური კავშირ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერია. უპირველესად, აპირებს, რომ ანაბრები დაუბრუნოს ხალხს და საქართველოს გადარჩენის გზას რუსეთთან და პუტინთან მეგობრობაში ხედავს.
ავთანდილ მარგიანი:
მე ვარ პოლიტიკური კავშირის, „ერთიანი საქართველოს“, ლიდერი. ყველაზე სერიოზული საკითხია ის, რომ უნდა დავიწყოთ მეანაბრეების საქმე. რომელთაც ზიანი მიაყენეს მაშინდელმა ხელისუფლებებმა. ხალხმა უნდა დაიბრუნოს ეს ფული. ქვეყანას მაგის შესაძლებლობს აქვს. ის კი არ გაფანტულა. შეიძლება, ვინმე, ვინც მიითვისა, დაისაჯოს  და იმის ქონება გადმოვიდეს აქეთ. ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, უნდა შემოვიღოთ კანონი სისხლის სამართლის კოდექსში, დაპირების შეუსრულებლობაზე. ბიძინა გააკეთებს ამას.
– მეგობრობთ თქვენ და ბიძინა ივანიშვილი?
– კი ვმეგობრობთ, მაგრამ ხშირად არ ვნაუხულობ. ერთმანეთს ხელს  არ ვუშლით. ივანიშვილი ნამდვილად არის ქართული კაცობის, ნიჭიერების, ერთგულების განსახიერება. მე მჯერა, რომ ივანიშვილი საქართველოს გადაარჩენს და პოლიტიკურად დააკომპლექტებს ისე, რომ არ იწვალოს ქვეყანამ და ხალხმა. „ბიძინა შენზე ერთგული დღეს ჩვენ არვინ არ გვეგულება, რახან აიღე, ვიცით, რომ შეასრულებ ვალდებულებას“.  
– ბატონო ავთანდილ, პუტინთან თუ გაქვთ ურთიერთობა?
– პუტინი გავიცანი 1997 წელს, გერმანიაში. ჩემმა მეგობრებმა გამაცნეს.  სუფრასთან ვსხედვართ და პუტინი გამეხუმრა კიდეც: „ბატონო ავთანდილ, მე კარტული იცის“ და მოგვიყვა მერე, რომ მე პეტერბურგში ქართველი ძმაკაცები მყავსო. მერე მე დავუკავშირდი იმ მეგობრებს და ყველა კარგადაა. პუტინი არის ჩვენი უერთგულესი ძმა და მეგობარი, ნამდვილი კაცური კაცი და „ვინც ვერ გაიგო, პუტინო, ის არის ყოველთვის უტვინი“. პუტინი ყოველ ახალ წელს მე მილოცავს პირველი. „გულის ნათელი მე მიპოვნია, რუსის დიდების მე ვარ მნახველი, რუსეთი ჩვენი გულის ფეთქვაა, რუსეთი ჩვენი ძმობის სახელი“. ხადარკოვსკიმ და სხვა ნაძირლებმა 14 მილიონამდე დახარჯეს, რომ გადაეკიდებინათ პუტინი საქართველოსთვის. მოუგონეს, ვითომ კასპშია დაბადებული. პუტინი რომ ქვეყანას უძღვება, მაგას თუ ვერ დაინახავ, მაშინ შენ ადამიანურად ხარ უსინდისო ან სულელი. პუტინი ჩვენი ძმა და მეგობარია, ყველასი, მაგრამ ჩვენ, ხომ ხედავთ, როგორ ვექცევით. პუტინი ოთხი წელია, არ მინახავს. როცა სოჭში ისვენებდა, ადლერში ჩავდიოდი, ვნახულობდი. დიდი პატივი მცა. პუტინის ძმები ჩემი ძმები და მეგობრები არიან.  გვაქვს სატელეფონო კომუნიკაცია, მაგრამ არ ვაწუხებ. პუტინთან ქართველი თუ მივა, ნებისმიერ საქმეში გვერდით დაუდგება. დედამიწაზე ერთ-ერთი დიდი ვარსკვლავია.
– როგორ გაიხსენებდით თქვენს ედუარდ შევარდნაძესთან მოღვაწეობის პერიოდს?
– შევარდნაძის დაბრუნებას მე ჩავუდექი სათავეში.182 ათასი ხელმოწერა შევაგროვეთ და რომ ჩამოვიყვანეთ, კარგად დაიწყო. დაწყნარდა საქართველო, მაგრამ, ახლა რომ არ ვთქვა, არ  შეიძლება – მე, ვალერი კვარაცხელიამ და ჩემმა ძმადნაფიცმა, გოგუაძემ, რადგან „მოქალაქეთა კავშირი“ შემოეხვია ედუარდს, ცალკე პარტიის დაფუძნება ვცადეთ. დავტოვეთ თანამდებობები და გამოვედით. ედუარდი სამი თვე მიგზავნიდა ხალხს: ავთანდილ, ერთი პარტია ხომ გვაქვს, მოდიო. მე რომ არ წავედი, ეს ჩემი მთავარი შეცდომა იყო. მივქარე, რომ გადავდექი, მაგრამ ბოლომდე ძალიან მაფასებდა – რომ დაამთავრა თავის მოღვაწეობა სულ მპატიჟებდა მასთან და თვეში რამდენჯერმე მივდიოდი.  შემიძლია, გავიდე და ხატზე დავიფიცო, თუ შევარდნაძის ანგარებით და უსამართლოდ გაკეთებული საქმე მენახოს. შევარდნაძემ თქვა: მარგიანი რომ არ ყოფილიყო, საქართველო დაიშლებოდაო. ჩვენ რომ წამოვედით ბლოკიდან, „მოქალაქეთა კავშირის“ ყრილობა იყო სპორტის სასახლეში და სიტყვით გამოსვლა მთხოვეს. ჩემამდე გამოვიდა ელენე თევდორაძე, მაშინ ქართული კარგად არ იცოდა: ბატონო ედუარდი, პოსტსაბჭოთა ვერხუშკები და თქვენი შურიანობით (ესე იგი თქვენზე შურიანობით) დაგამინსკი-სოჩინსკი დაგარიანოსტი, პატომ მი ასტაიომსია მოტკ... (აქ ცუდი სიტყვა თქვა) და ბევრი იცინა შევარდნაძემ – მართალია, მართალიო.
– ვიცი, რომ აქტიურად აშენებდით ეკლესიებს...
– პირველი ეკლესიის აშენება საბჭოთა კავშირში გამომივიდა მე. მაშინ აკრძალული იყო და ცოტა ვიეშმაკე. ბოლნისში რემონტდებოდა ეკლესია, იმის ნატეხები ჩამოვატანინე გარდაბანში, ღამე გავთხარეთ და მიწაში ჩავდეთ. მაგ დროს მე რაისაბჭოს თავმჯდომარე ვიყავი. რაიკომი პირველად მე გავაუქმე დედამიწაზე. სამი დღის შემდეგ, ვურეკავ არქეოლოგ შოთა ჩართოლანს: ბატონო შოთა, აქ მონაცემებია, რომ რაღაც ისტორიული ძეგლი იდგა და იქნებ არქეოლოგები გამომიგზავნოთ-მეთქი. გამოაგზავნეს. მთელი დღე თხრიდნენ და დაწერეს აქ ნაძეგლარიაო. მე ავაშენე ეკლესია. თბილისში ჯვრისწერაზე ვიყავი, ვახტანგ გოგუაძისა და მისი მეუღლის მეჯვარე. მოვიდნენ და მითხრეს, პატრიარქი  გეძებსო. თქვენ რომ ააშენეთ, იმ ეკლესიის გახსნააო. მივედით, გადამეხვია უწმიდესი და თქვა: უფალო, უმრავლოს ქართველ ერს ავთანდილ მარგიანისნაირი ადამიანებიო. იმის შემდეგ სხვაგანაც ვაშენებდი კოშკებს და ეკლესიებს. ხუთი ათასი კომლი ჩავასახლე გარდაბანსა და დმანისში. ახლა კრწანისს უნდა გადავარქვა სახელი და მამათი დავარქვა. ანა კალანდაძის გასვენებაში ვიყავი სამებაში. გვერდით როინ მეტრეველი, მინდია უგრეხელიძე, ჯიმი ყიფიანი მედგნენ. ჩაიარა პატრიარქმა და მოტრიალდა. გვეგონა, რაღაც დარჩა, მაგრამ ჩემთან მოვიდა და გადამეხვია. მე მეუხერხულა როინთან: ბატონო როინ, უხერხულია-მეთქი. მან კი მითხრა: რას ლაპარაკობ, მე ყოველ შაბათ-კვირას საპატრიარქოში ვარ, საპატრიარქოზე ისტორიას ვწერ და სულ თქვენზე ლაპარაკობსო. ორი ნაკრძალი – ქვემო ქართლის და ფონიჭალის ავთანდილ მარგიანმა გააუქმა და გადმოსცა საპატრიარქოსო. 22 კილომეტრში ავკრძალე მიწების ყიდვა-გაყიდვა და შავნაბადაზეც დავდგი კოშკი და ეკლესია. მე რუსეთში მაგარი საძმო მყავს. რუსეთის პატრიარქსაც ვიცნობ.
– მაშინ აქტიური იყო „ქურდული სამყარო“. მათთან არ გქონდათ ურთიერთობა?
– მე ქურდული სამყარო დიდ პატივს მცემდა, რადგან სამწელიწად-ნახევარი ვიჯექი ციხეში და კამერას ვუყურებდი. უნივერსიტეტში სხვის მაგივრად გამოცდების ჩაბარების გამო დამიჭირეს. 26 სვანი მყავს მოწყობილი და 27-ე – მთიული. დამიბარეს და მითხრეს, ოთხი ფაქტი გვაქვს შენი, სხვის მაგივრად გამოცდების ჩაბარების. მოიტანე რვა ათასი მანეთი, თორემ დაგიჭერთო. მე ვუთხარი: ოთხი კაცი არ გყავთ ვინმე, მოიყვანეთ, მოგიწყობთ და გავსწორდებით-მეთქი. აიღო შიდა ყურმილი და ეუბნება თავის უფროსს: სვანი ბიჭია, მარგიანი, მოსული და თვითონ რომ რქები აქვს, ის უნდა დაგვადგასო – მომეცით ოთხი კაცი და გავსწორდეთო. რას მომცემდნენ, წადი, სამ დღეში მოიტანე ის თანხაო. რას მოვიტანდი. დამიჭირეს და ვიყავი მაყურებელი. იქ ჩემი ძმადნაფიცი გახდა დურუ ხურცილავა. დურუსთან ერთად ერთ კამერაში ვიჯექი, ჩემ გარდა, არავის იკარებდა. მერე მარტო იყო. ჩემ თვალწინ ორჯერ ჩამოიღო რკინის კარი ბეჭებით. მერე ჩაიყვანეს და ჩაცხრილეს. დურუს მანამდეც ვიცნობდი. მეცხრე კლასში ვიყავით და საბჭოთა კავშირის ჩემპიონ ბორის კახიანთან ერთად იყვნენ ამოსული  სვანეთში. ჩვენ წავიყვანეთ, რუსი ტურისტი გოგონები გავაცანით. ეს დაამახსოვრდა დურუს. მეც მახსოვდა. ციხიდან რომ გამოვედი, დავიწყე მუშაობა ბრიგადირად, ჩამაბარეს თევზის ქარხანა. ენის დაცვის დღე იყო. დავინახე, ქაშუეთთან ნოდარ დუმბაძე და სპორტის სასახლის თავმჯდომარე, მივედი და ვუთხარი: თევზის ქარხანა ჩამაბარეს, წამოდით-მეთქი და თევზზე დავპატიჟე. რომ ჩავედი, რესტორანში შევუკვეთე სადილი. გენერალური დირექტორი იყო ბაქრაძე. ამ ბაქრაძეს ვეუბნები: ნოდარ დუმბაძეა მოსული მეგობრებთან ერთად და აბრძანდით რესტორანში-მეთქი. ავთანდილ, ექიმებმა ამიკრძალეს ალკოჰოლის მიღებაო. კაცო, ალკოჰოლის მიღება კი აგიკრძალეს, მაგრამ ფულის დახარჯვა ხომ არ აუკრძალავთ-მეთქი. რომ გამოვედი, იხოცებოდნენ სიცილით. წავედით და კარგად ვიქეიფეთ. გავიდა დრო და გივი კვანტალიანი რომ მოვიდა პირველ მდივნად, მითხრა: წამოდი, მუხროვანის კოლონია დავათვალიეროთო და ვხედავ, ვიღაც ხეს ეფარება. ვიცანი, ის იყო, ვინც მე დამიჭირა. თურმე დაუჭერიათ და ცხრა წელი მიუსჯიათ იმისთვის, მე რომ ტყუილად დამიჭირა. მუხლი არ იყო ასეთი, რომ სხვის მაგივრად გამოცდების ჩაბარებისთვის დაეპატიმრებინათ. რუსეთმა შეამოწმა ეს და დაიჭირეს. თურმე, გაუფრენია იქ. დაბლა იწვა, სადაც ორმოცდაათი-სამოცი კაცია და სახეზე ხელებს იფარებდა: სვანები მოდიანო.
скачать dle 11.3