კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 როგორ მოიპოვა სტალინმა ამერიკის შეერთებული შტატების ფართომასშტაბიანი დახმარება მეორე მსოფლიო ომში

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

სტალინი საუცხოო, შორსმჭვრეტელი დიპლომატი გახლდათ და არასდროს „აცილებდა მიზანს“. მან ყოველთვის ზუსტად იცოდა – სად, ვისთან, როგორ ემოქმედა. სწორედ ამ თვისებების გამო აღწევდა უდიდეს წარმატებებს სამხედრო-პოლიტიკურ ფრონტზე, რაც უზარმაზარი საბჭოეთის წარმატების საწინდარი იყო.
1942 წლის ივნისის დასაწყისში, როდესაც ფაშისტური გერმანიის თავდასხმიდან ერთი წელიც  არ იყო გასული და მოსკოვის აღების საფრთხე ბოლომდე არ გაენეიტრალებინათ, სტალინმა ერთი პოლიტიკური სვლა ჩაიფიქრა. ბელადმა მაშინდელი პირველი საბჭოთა დიპლომატი (საგარეო საქმეთა მინისტრი) ვიაჩესლავ მოლოტოვი იხმო. მოლოტოვი წერს: „რისთვის მეძახდა სტალინი, არ ვიცოდი. რომ მივედი, მკითხა:
– შეერთებული შტატების სახელმწიფო დამოუკიდებლობის თარიღი თუ იცი?
– 1776 წლის 4 ივლისი, – ვუპასუხე სტალინს.
– მათი ჰიმნის სახელწოდებაც გეცოდინება, – გამომცდელად შემომხედა სტალინმა.
– „ვარსკვლავებით მოფენილი ტილო“, – ვთქვი მე.
– ძალიან კარგი, – გაეღიმა სტალინს, – დღეს ცხრამეტია. ოთხ ივლისამდე თხუთმეტი დღე რჩება და ამ თარიღს გრანდიოზული ზეიმი უნდა მივუძღვნათ მოსკოვში. „დიდ თეატრში“ სამსაათიანი კონცერტი უნდა გაიმართოს. შემდეგ კი კრემლში გადავინაცვლებთ ბანკეტზე. ამ ყველაფრის ორგანიზება ძალიან სწრაფად, უმაღლეს დონეზე უნდა მოხდეს. შენს უწყებაში ვინმე მოძებნე, ვინც ამერიკულ ტრადიციებს კარგად იცნობს და რეჟისორს კონსულტაციას გაუწევს. ვფიქრობ, გრიგორი ალექსანდროვს დავავალო ეს საპასუხისმგებლო საქმე.
საღამოს ასეთი ადამიანი – პროფესორი ანტონ სტეფანეს ძე კრავცოვი უკვე ჩემს კაბინეტში იჯდა და დაწვრილებით ვუხსნიდი, თუ რაში გვჭირდებოდა.“
ბოლო მომენტში, გრიგორი ალექსანდროვს სტალინმა მიხეილ ჭიაურელი ამჯობინა. თბილისში დარეკა და ცნობილი რეჟისორი მოსკოვში გამოიძახა, თან მეუღლის, ვერიკო ანჯაფარიძის წამოყვანაც სთხოვა. ცოლ-ქმარს საქართველოს მაშინდელმა მეთაურმა, კანდიდ ჩარკვიანმა ფილმ „გიორგი სააკაძის“ გადასაღებ მოედანზე მიაგნო და საბჭოთა ბელადის სიტყვები გადასცა. ორიოდე საათის შემდეგ, ჭიაურელი და ანჯაფარიძე უკვე სამხედრო თვითმფრინავში ისხდნენ და ცეცხლის ქვეშ მყოფი საბჭოთა კავშირის დედაქალაქისკენ მიფრინავდნენ.
პროფესორი ანტონ კრავცოვი იხსენებდა: „1942 წლის 20 ივნისს, მოლოტოვმა სტალინთან მიმიყვანა კუნცევოს აგარაკზე. საღამოს ცხრა საათი იყო. იოსებ ბესარიონის ძემ თავის კაბინეტში მიმიღო და მითხრა:
– ანტონ სტეპანოვიჩ, როგორც მითხრეს, თქვენ ამერიკის შეერთებული შტატების დიდი მცოდნე ყოფილხართ და მონოგრაფიაც გამოგიქვეყნებიათ ამ ქვეყნის შესახებ.
– დიახ, ამხანაგო სტალინ. ჩემი წიგნი 1916 წელს დაიბეჭდა ვაშინგტონში და „თეთრ სახლშიც“ კი მიმიღო პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა. გულითადი მადლობა გამომიცხადა და სამახსოვროდ ოქროს სამკერდე ნიშანიც მისახსოვრა შეერთებული შტატების დროშის გამოსახულებით, – ვუთხარი სტალინს.
სტალინმა ამერიკულ ყაიდაზე, ჩემდა გასაკვირად,  მითხრა:
– „დიდ თეატრში“ ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ოთხი ივლისისთვის გრანდიოზული შოუ უნდა დავუდგათ და თქვენი, როგორც ამ ქვეყნის დიდი მცოდნის კვალიფიციური კონსულტაცია გვჭირდება. წუთი წუთზე ამ შოუს მთავარი რეჟისორი გამოცხადდება მეუღლითურთ და ერთად განვიხილოთ ეს საკითხიო.
მიხეილ ჭიაურელი და ვერიკო ანჯაფარიძე ღამის თერთმეტის ნახევარზე მოიყვანეს კუნცევოში, პირდაპირ აეროდრომიდან და გათენებამდე განვიხილავდით ამ გრანდიოზული სპექტაკლის დეტალებს“.
ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სპექტაკლისთვის მზადება უაღრესად გასაიდუმლოებულ ვითარებაში მიმდინარეობდა, ჩვეულ – სტალინურ სტილში. ჭიაურელი და შოუში მონაწილე ყველა მსახიობი თუ შემსრულებელი ღამეებს ათენებდნენ რეპეტიციებზე. ნიშანდობლივი ფაქტია, რომ ეს სამსაათიანი მოქმედება მთლიანად ინგლისურ ენაზე იდგმებოდა და მისი მონაწილეთა ორმოცი პროცენტი ქართველები იყვნენ. სპეციალურად ამ დღისთვის, თბილისში მოღვაწე სასიქადულო ქართველი საოპერო მომღერალი ბათუ კრავეიშვილი მოსკოვში ჩაიყვანეს და მან „დიდი თეატრის“ გუნდთან ერთად, ასევე ინგლისურად, ბრწყინვალედ შეასრულა „ვარსკვლევებით მოფენილი ტილო“ (ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ჰიმნი).
3 ივლისს, საღამოს 6 საათზე, საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა მოსკოვში აკრედიტებული უცხოელი ჟურნალისტები შეკრიბა და პირადად განუცხადა, რომ მომდევნო დღეს, საღამოს რვა საათზე „დიდ თეატრში“ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართებოდა; ღამის თორმეტ საათზე კი კრემლში – საზეიმო ბანკეტი. ორივე ღონისძიების მოსაწვევები ამ განცხადების მერე დაურიგეს უცხოური მედიის წარმომადგენლებს და ღონისძიებებს „დიდ თეატრსა“ და კრემლში 63 ჟურნალისტი დაესწრო. დეტალურად გააშუქეს ყველაფერი და მეორე დღეს მთელი მსოფლიოს პრესა მათი პუბლიკაციებით იყო აჭრელებული. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, უილიამ სტენდლის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში დაგეგმილი მიღების გაუქმება მოუწია, რომელიც ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობისადმი იყო მიძღვნილი და მთელი საელჩო მისი მეთაურებით, ჯერ კონცერტს, შემდეგ კი ბანკეტს დაესწრო. 70 წლის ადმირალი სტენდლი  „დიდი თეატრის“ ლოჟაში სტალინის გვერდით იჯდა. ბანკეტზე კი სტალინთან ერთად სვამდა სადღეგრძელოებს და ძალიან მოხიბლული იყო ამ მოულოდნელი გარემოებით. მეორე დღეს შტატების პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა სტალინს გულთბილი დეპეშა გაუგზავნა კრემლში და მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის დაფასებისთვის. ორი კვირის შემდეგ კი, შეერთებული შტატებიდან საბჭოეთში „სუხოი პაიოკით“ (მშრალი საკვები) დატვირთული 20 გემი ჩამოვიდა. ნობათი „წითელი არმიის“ მებრძოლებისთვის იყო განკუთვნილი.
სტალინის ამ დიპლომატიურ-პოლიტიკურმა სვლამ ბოლომდე გაამართლა. საბჭოთა კავშირი „ლენდ-ლოზში“ ჩართო ამერიკის შეერთებული შტატები და  საბჭოეთისკენ უკვე დიდი სამხედრო დახმარება წამოვიდა.
скачать dle 11.3