კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 როგორ მოატყუა ლავრენტი ბერიამ გერმანიის დაზვერვის მეთაური

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

ბერიას უკიდეგანო ეშმაკობასა და სადაზვერვო გენიას რომ საზღვარი არ ჰქონდა, ფაშისტური დაზვერვის შეფებთან ურთიერთობებითაც ირკვევა.
როგორც ცნობილია, 1941 წლის ივნისამდე საბჭოთა კავშირ-გერმანიის ურთიერთობები ყველა სფეროში მაღალ დონეზე იყო აწყობილი და მხარეებს ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი ჰქონდათ. გამონაკლისი არც  დაზვერვა გახლდათ და ლავრენტი ბერია საკმაოდ ხშირად ხვდებოდა როგორც ჰენრიხ ჰიმლერს – „ესესის“ რაიხსფიურერს, ასევე მის ხელქვეითს, დაზვერვის შეფს – ვალტერ შელენბერგს.
1939 წლის ოქტომბრის მიწურულს, ჰოლანდიის ქალაქ მაასტრიხტში ბერია და შელენბერგი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. ეს შეხვედრა შელენბერგის თხოვით გაიმართა და თავის უფროსს, პავლე ფიტინიც ახლდა. ფიტინი იმ პერიოდში საბჭოთა საგარეო დაზვერვას მეთაურობდა და ასე იხსენებს ამ ამბავს:
„ბერიამ დამიბარა და მითხრა:
– მოემზადე. ხვალ დილით ჰოლანდიის ქალაქ მაასტრიხტში მივდივართ. ვალტერ შელენბერგს უნდა შევხვდეთ, მისივე თხოვნით და ვნახოთ, რას გვეტყვის ეს მელაო.
შელენბერგს პირადად, მართალია, არ ვიცნობდი, მაგრამ მასზე ბევრი რამ ვიცოდი. შელენბერგი ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან გამოცდილი, ჭკვიანი მზვერავი გახლდათ. არაერთი მახვილგონივრული სადაზვერვო ოპერაცია ჰქონდა ჩატარებული და ბერიაც სწორედ ამიტომ უწოდებდა მას მელას. მეც და ბერიამაც გერმანული ენა კარგად ვიცოდით და შელენბერგთან თარჯიმნის გარეშე უნდა გველაპარაკა. კონსპირაციული ბინა ქალაქის გარეუბანში მდებარეობდა და ორივე მხარე ერთდროულად მივედით იქ.
– თქვენ ნამდვილი გერმანული პუნქტუალობით გამოირჩევით, – შეგვაქო შელენბერგმა, რაზეც ბერიამ უპასუხა:
– დაზვერვა უზუსტობებს ვერ იტანს, ჰერ ვალტერ.
ბერიამ ფაშისტური დაზვერვის შეფს ჩემი თავი გააცნო და აუცილებელი ფორმალობების შემდეგ, შელენბერგმა შორიდან მოუარა:
– ჰერ ლავრენტი, ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, თუ რარიგ დიდ პატივს სცემენ ერთმანეთს ჩვენი ორი დიდი ბელადი – სტალინი და ჰიტლერი. მათ საერთო მიზანი აქვთ – სოციალიზმის გამარჯვება კაპიტალისტების დამარცხებით. მტერიც საერთო გვყავს და აქ იმიტომ მოგიწვიეთ, რომ თუკი თქვენ მხარესაც ექნება სურვილი, მტერს ჩვენს ფრონტზე ერთობლივი ძალებით ვებრძოლოთო.
აშკარა იყო, რომ შელენბერგი ერთობლივ სადაზვერვო ოპერაციებს გვთავაზობდა დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ. ბერია, რა თქმა უნდა, მიხვდა ამას, მაგრამ არ გაუმჟღავნებია და შელენბერგს უთხრა:
– თუ შეიძლება, დააკონკრეტეთ.
– რაიხსფიურერი ჰიმლერი გთავაზობთ, ერთობლივი სადაზვერვო მოქმედებები ვაწარმოოთ დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ, რომელმაც პოლონეთის გამო უტიფრად გამოგვიცხადა ომი და არც თქვენ გწყალობთო.
– კონკრეტულს, რას გვთავაზობთ?
– სადაზვერვო ინფორმაციების გაცვლას, – უმალვე მიუგო ბერიას შელენბერგმა და აშკარა იყო, რომ წინასწარ კარგად გახლდათ მომზადებული.
ბერიას გაეღიმა და უთხრა:
– შემხვედრ წინადადებას გთავაზობთ. თუკი ერთობლივად უნდა ვებრძოლოთ საერთო მტერს, მაშინ მხოლოდ ინფორმაციების გაცვლა არაა საკმარისი.
– კიდევ რა? – იკითხა შელენბერგმა.
– ასეთ შემთხვევაში, ჩვენი რეზიდენტურები უნდა გავაერთიანოთ.
მოგვიანებით ასეც მოხდა და ბერიამ თავის მიზანს მიაღწია.“
სხვადასხვა ქვეყნის რეზიდენტურთა გაერთიანება დაზვერვაში უპრეცედენტოა და ვინც ამ საქმეში კარგადაა ჩახედული, იტყვის, რომ ეს ორივე მხარის შეცდომააო. თვით ძალიან მეგობრული ქვეყნებიც კი შეიძლება, მტრები გახდნენ და ორივეს ერთმანეთის რეზიდენტურების გაშიფვრა ძალიან ძვირად დაუჯდეს. თუმცა, ბერია, რის ბერია იყო, ამისთვის მახე წინასწარ არ ჰქონოდა დაგებული. ჯერ კიდევ, შელენბერგთან შეხვედრამდე ივარაუდა ყოველივე. სტალინს შეუთანხმდა და საბჭოთა-ბრიტანული რეზიდენტურისთვის სათადარიგო აგენტების მომზადების ბრძანება გასცა. ანუ, როდესაც ფაშისტებმა მთელი თავისი ბრიტანული რეზიდენტურის შემადგენლობა ჩააბარეს საბჭოთა დაზვერვას და საბჭოეთმაც იგივე გააკეთა, ფაშისტებისგან განსხვავებით, საბჭოეთს უკვე სათადარიგო ქსელიც ჰყავდა ბრიტანეთში გაგზავნილი, რომლის არსებობა ფაშისტებმა არც კი იცოდნენ და უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი რამ, ვერც კი წარმოიდგინეს.
პავლე ფიტინი წერს: „1939-1941 წლის მაისამდე საბჭოთა და ფაშისტური დაზვერვა კოორდინირებულად მუშაობდა ბრიტანეთში. ამ ქსელის კოორდინატორი კი, ფაშისტი მზვერავი – ვერნერ შნაიდერი იყო. ის საკმაოდ მაღალი კლასის მზვერავი გახლდათ და კარგად ასრულებდა თავის მოვალეობას.  მაგრამ, თავის შეფ შელენბერგივით, ვერც კი წარმოედგინა, რომ ბრიტანეთში მეორე საბჭოთა სადაზვერვო ქსელიც არსებობდა და ნებისმიერ დროს მზად იყო როტაციისთვის...“
 საინტერესო  გაგრძელება ჰქონდა ამ ისტორიას. 1941 წლის 20 ივნისს, როდესაც ფაშისტური თავდასხმა საბჭოეთზე უკვე არავისთვის ეჭვს არ იწვევდა, ბერიას ბრძანებით, ფაშისტური სადაზვერვო ქსელი დიდ ბრიტანეთში „ჩაუშვეს“... 21 ივნისს კი „მი-6-მა“ 136 ფაშისტი ჯაშუში დააკავა თავის რეზიდენტიანად. რა თქმა უნდა, „ჩაშვებულ“ იქნა ფაშისტების მხრიდან საბჭოთა სადაზვერვო ქსელიც და „მი-6“ საბჭოელებსაც დააპატიმრებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველა მათგანი საბჭოეთში დაბრუნებულიყო. ფუნქციონირება კი ახალმა სადაზვერვო ქსელმა დაიწყო, რომელიც ბრიტანული დაზვერვისთვის მიუწვდომელი გახლდათ...
ბერიას მარტივმა, მაგრამ გენიალურმა მოფიქრებამ, ისე ძლიერ დააზიანა ფაშისტური დაზვერვა და დაეხმარა ბრიტანულს, რომ მოგვიანებით, თავად ბრიტანელებიც აღნიშნავდნენ ამას. ვალტერ შელენბერგი კი, თავის მემუარებში, რომელიც ომის შემდეგ დაიბეჭდა, წერდა: „ბერიას ეშმაკურმა ვერაგობამ ისე დაგვაზარალა, რომ ბრიტანეთში ერთი აგენტიც აღარ გვყავდა. ინფორმაციის გარეშე დავრჩით და იძულებული გავხდით, ყველაფერი თავიდან დაგვეწყო... “
скачать dle 11.3