კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: დამეხმარეთ, დავძლიო ქედმაღლობის ცოდვა.
პასუხი:
ქედმაღლობის ცოდვა მარტო იმ ადამიანს კი არ ამძიმებს, რომელსაც ის ახასიათებს, არამედ სხვებზეც დამთრგუნველად მოქმედებს. ჩაიხედეთ თქვენს გულში – რა მოგწონთ, რა გაქვთ ისეთი, რომ სხვებზე უკეთესად მიიჩნიოთ თავი? ყველაფერი, რაც გაგვაჩნია, ხომ უფლის ბოძებულია და უფლისგან მოცხემული ამპარტავნების უფლება არავის აქვს. ქედმაღლობის მკურნალი არის სიმდაბლე, სიმდაბლესა და სხვა სათნოებებს კი ადამიანის გულში ეკლესია ააღორძინებს. იარეთ ეკლესიაში და ის სათნოება, რითაც ღმერთმა დაგასაჩუქრათ, იმრავლებს. მაშინ, მხოლოდ ქედმაღლობის ცოდვას კი არა, სხვა სიმძიმეებსაც მოიშორებთ.
კითხვა: არსებობს თუ არა საგანგებო ლოცვები ჰომოსექსუალობისგან გასათავისუფლებლად?
პასუხი
: ჰომოსექსუალიზმი უდიდესი ცოდვაა. რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი ისეთი ფიზიკური ნაკლით იბადება, რაც ამ ცოდვაში ჩავარდნას უწყობს ხელს, მაგრამ ძირითადად, ასეთ ცოდვაში სულის დაჭუჭყიანებით, მიმბაძველობით, უფალთან დაშორებით ვარდებიან. ყველა შემთხვევაში ადამიანი იპოვის ძალას (თუ მოინდომებს), რომ ამ ცოდვას თავი დააღწიოს. სპეციალური ლოცვეი ამ ცოდვისგან გასათავისუფლებლად არ არსებობს, თუმცა მისგან თავის დაღწევას, მოძღვრის გარეშე, დამოუკიდებლად ვერ შეძლებს ადამიანი. ამიტომ, უპირველესად, ასეთ ადამიანს ვურჩევთ, მიმართოს მოძღვარს, რომელიც განსჯისა და განკითხვის გარეშე მოისმენს მის აღსარებას. სწორედ მოძღვართან ურთიერთობით, მრავალჯერ აღსარების თქმითა და მტკიცე სულიერი ნებით დაიძლევა ეს ცოდვა. მოძღვარი ამ ცოდვით შეპყრობილ თავის სულიერ შვილს თავიდანვე შეურჩევს ლოცვებსაც და ცხვრების სტილის შეცვლაშიც დაეხმარება.
კითხვა: ამბობენ, რომ ცოდვა შთამომავალზე გადადის, შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს – ქრისტიანულ კანონიკას და თუ ასეა, როგორ უნდა მოინანიოს შთამომავალმა წინაპრის მძიმე ცოდვა?
პასუხი
: წინაპრის მიერ ჩადენილი ცოდვა შთამომავალს არ მოეკითხება, რადგან ყველა ადამიანი თავის ცოდვაზე თვითონ აგებს პასუხს. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ წინაპრის მიერ ჩადენილი მძიმე ცოდვა ერთგვარად აისახება შთამომავლის სულზე. წინაპრის ცოდვა აზარალებს შთამომავალს და ამიტომ აუცილებელია, ადამიანმა იცხოვროს ღვთისთვის მოსაწონად – ეკლესიურად; უნდა ილოცოს, თქვას აღსარება, ეზიაროს და გათავისუფლდეს საკუთარი ცოდვებისგან და როდესაც ამას შეძლებს, ის დაძლევს საკუთარი წინაპრის ცოდვის მიმართ მიდრეკილებასაც.
კითხვა: რატომ დაუშვა ღმერთმა ანგელოზის გაამპარტავნება და რა საქციელით გამოხატა ეს ცოდვა ანგელოზმა?
პასუხი:
უფალმა ანგელოზებს მისცა თავისუფალი ნება. თავისუფალი ნება კი ცოდვის შესაძლებლობასაც გულისხმობს, როგორც თავისუფალი ნების ბოროტად გამოყენებას. ანგელოზებსა და ადამიანებს თავისუფალი ნება რომ არ ჰქონოდათ, ისინი პიროვნებები კი არა, საგნები იქნებოდნენ. ხოლო ცოდვილი ანგელოზი იმით დაეცა, რომ საკუთარი სილამაზით მოიხიბლა და სიამაყის გამო თავი ღმერთს დაუპირისპირა.

скачать dle 11.3