კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 როგორია ცხოვრება მამაკაცთან, რომელსაც სიყვარულის არ სჯერა

თათია ფარესაშვილი დალი მიქელაძე

სიყვარული იმდენნაირია, რამდენი ადამიანიც ცხოვრობს დედამიწაზე. ანუ, მისი აღქმა ძალიან ინდივიდუალურია. ამიტომაც არ არსებობს სიყვარულის მზა რეცეპტი. ზოგი ფიქრობს, რომ სიყვარულის გარეშეც შეიძლება ურთიერთობა და ის უფრო მყარია. ნაკლებია ასეთ დროს მოლოდინები და შესაბამისად, იმედგაცრუებაც. როგორია ცხოვრება უსიყვარულოდ და არის თუ არა ემოციების გარეშე ურთიერთობა სტაბილური?! თუმცა, ყველას ხომ თავისი არჩევანი აქვს


მარიკა (34 წლის):
არ გჯეროდეს იმის, რომ სიყვარული მართლა არსებობს, ნიშნავს უყურებდე ცხოვრებას მუქი სათვალის მიღმა. იმიტომ, რომ ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, როგორი შესანიშნავი რამ არის სიყვარული. როგორ აბედნიერებს ის ადამიანს – ქალისა და კაცის სიყვარულს ვგულისხმობ, თორემ შვილები და მშობლები რომ უნდა გიყვარდეს, ეს სალაპარაკო არც არის.
– ქალსა და კაცს შორის სიყვარული არ უნდა იყოს?
– მეც სულ ვფიქრობდი, რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყო. ასე გავიზარდე და ვერც წარმომედგინა სიყვარულის გარეშე ოჯახი, მაგრამ რეალობა სხვანაირი აღმოჩნდა.
– როგორი უნდა იყოს რეალობა, თუ არ გიყვარს ადამიანი, რომლის გვერდითაც ცხოვრობ?
– მაშინ, მე გკითხავთ,  როგორია რეალობა, როცა ძალიან გიყვარს ის, ვინც გვერდითაც ცხოვრობ? არც ისეთი მშვიდი, ხომ მართალია? სულ შფოთავ, ნერვიულობ, ეჭვიანობ, ღამე არ გძინავს, დილის გათენება არ გიხარია, იმიტომ რომ, გუშინ იჩხუბეთ...
– ძალიან მუქ ფერებში დახატეთ ყველაფერი. სიყვარული ხომ დიდი სიამოვნებაა?!
– რა თქმა უნდა. ადრენალინია და მძაფრი ემოციები. სწორედ ეს მოგვწონს და გვინდა სიყვარულში, მაგრამ ის, რაც ამ სიყვარულის თანმხლებია, ვეჭვობ, ვინმეს მოსწონდეს. ამაში მაშინ დავრწმუნდი, რომცა პირველად ვიტირე სიყვარულის მიზეზით. მაშინ ვფიქრობდი, რომ სამყაროს აღსასრული დადგა და მზე არასდროს ამოვიდოდა. შეიძლება, ის  სიტყვა არ არის, რაც შეიძლება, ჩემს მაშინდელ მდგომარეობას შეუსაბამოთ. ახლა მეღიმება კიდეც და სულ სხვანაირად ვუყურებ ყველაფერს, იმასაც, რომ ოჯახი დიდი სიყვარულით არ შემიქმნია. შევხვდი ადამიანს, რომელსაც ზუსტად ისეთივე შეხედულება ჰქონდა სიყვარულზე, როგორიც მე და ამით გამაოცა. თუმცა, მამაკაცები უფრო მგრძნობიარეები ხდებიან, როცა საქმე სიყვარულს ეხება და უფრო ხალისით იტყუებენ თავს.
– რას ნიშნავს თავს იტყუებენ?
– თუ რეალისტები ვიქნებით, მამაკაცები უფრო არიან სიყვარულის არსებობის „გამანადგურებლები“ და გეტყვით, რატომაც. ერთი არგუმენტიც მეყოფა ამის დასამტკიცებლად – სიყვარულით ირჩევენ, ცოლად მოჰყავთ და მერე ღალატობენ. მითხარით, რა არის ეს? არ ჯობია, ქმარს კი არ უყვარდე, პატივს გცემდეს და ასე იცხოვროთ?
– თქვენ ასეთი ურთიერთობა გაქვთ ქმართან?
– დიახ. მე და ჩემი ქმარი შევთანხმდით, რომ სიყვარულზე საერთოდ არ ვილაპარაკებდით. როცა ერთმანეთი გავიცანით, ორივეს გვქონდა „ზურგსუკან“ თითო მარცხი სიყვარულში. მე ორი წელი ვხვდებოდი ბიჭს, მეგონა, მიყვარდა, მინდოდა მის გვერდით ყოფნა, მაგრამ არ გამომივიდა. ყოველ ნაბიჯზე გულს მტკენდა და ვითმენდი. ბევრს ვითმენდი. ერთ დღეს კი მივხვდი, რომ უბრალოდ, არ ღირდა. თუ ამ ურთიერთობას გავაგრძელებდი, მხოლოდ ცხოვრებას გავირთულებდი და მერე სიყვარულიც გაქრებოდა. მანამდე დავშორდი, სანამ შემძულდებოდა. მე ეს ყველაფერი მოვუყევი ახალგაცნობილ კაცს. მანაც მითხრა, რომ ზუსტად იგივე გამოსცადა გოგოსთან, რომელსაც დაშორდა. დავიწყეთ ურთიერთობა და ერთად ყოფნის გადაწყვეტილებაც მივიღეთ.
– ისე, რომ თქვენ შორის სიყვარული არ გაჩნდა?
– დიახ. რა მოხდა მერე? მომწონდა, იმასაც მოვწონდი. მიზიდავდა, როგორც მამაკაცი და საკმაოდ დადებითი იმპულსებიც მოდიოდა მისგან. ვერცერთი ვერ ვხედავდით „ბნედიანი“ სიყვარულის აუცილებლობას.
– როგორი ქმარია მამაკაცი, რომელსაც არც სიყვარულის სჯერა და არც უყვარხართ?
– ასეთი პრობლემური სიტუაცია ნამდვილად არ გვაქვს. ჩვენ ერთად ვართ უკვე ხუთი წელია და არცერთხელ არ მინანია ჩემი არჩევანი. სიყვარულით გათხოვილი ჩემი მეგობრებისგან განსხვავებით, ქმარს ერთხელაც არ ვუტირებივარ. პატივს მცემს. უფრთხილდება ჩვენს ურთიერთობას. მე არ მაქვს იმის პრობლემა, რომ დილიდან დაღამებამდე „ჩემო სიცოცხლესა“ და „ჩემო სიყვარულოს“ მეძახდეს ქმარი. სხვების დასანახად მოჰქონდეს ყავა, ყვავილები და რესტორანს ხურავდეს ჩემს დაბადების დღეზე. ეს უფრო საკუთარი თავისთვის, საკუთარი პატივმოყვარეობისთვის გაკეთებული ამბიციური განცხადება მგონია – შემომხედეთ, რა მაგარი ქმარი ვარო! მე არ მჭირდება ასეთი „სუპერქმარი“, რომელიც მხოლოდ სხვებს აღიზიანებს და მე არაფერში მარგია.
– თქვენ ფიქრობთ, რომ, რადგან ქმარს არ უყვარხართ, რომც გიღალატოთ, არ ინერვიულებთ?
– მე არ ვფიქრობ, რომ ეს ასეთი მნიშვნელოვანია და დარდით უნდა ავიტკიო თავი იმაზე, რაც ჯერ არ მომხდარა. თუ ჩემი ქმარი მიღალატებს, ამას ისე გააკეთებს, რომ მე ვერ გავიგებ, იმიტომ რომ, მეც მცემს პატივს და საკუთარ თავსაც. მისთვის, ისევე, როგორც ჩემთვის, უცხოა ემოციური აფეთქება და გრძნობების აყოლა. ეს ერთგვარად მაზღვევს ღალატისგან. მან გრძნობით რომ მიღალატოს, მთელი ცხოვრება აუყირავდება – მას ხომ სიყვარულის არ სჯერა.
– თქვენც ხომ არ გჯერათ სიყვარულის.
– ისეთი სიყვარულის, წიგნებში რომ წერენ, არ მჯერა. რატომ უნდა მჯეროდეს, როდესაც რეალურ ცხოვრებაში ასეთი არაფერი ხდება. გეფიცება, მიყვარხარო და უცებ,  როგორც კი შანსი მიეცემა, პირველივე შემხვედრთან გიღალატებს. ოღონდ, არ თქვათ, რომ ასე არ ხდება და მე ვიგონებ. იმდენი მაგალითი მინახავს, შეყვარებული ცოლ-ქმარი მოსისხლე მტრებად რომ გადაკიდებიან ერთმანეთს, რამდენიც გინდათ. თქვენც ხომ იცით, რომ ასეა. უბრალოდ, ზოგჯერ გვირჩევნია, თავი მოვიტყუოთ.
– რატომ უნდა უნდოდეს ქალს, რომ თავი მოიტყუოს?
– რა გითხრათ? ზოგს ჰქონია, თუ ხმამაღლა არ გამოაცხადებს, რომ ქმარზე გიჟდება და ისიც ჭკუას ჰკარგავს ცოლზე, სამარცხვინო მდგომარეობაში აღმოჩნდება. მე ასეთი კომპლექსები არ მაწუხებს. არც ჩემი ქმრის სულში ვაფათურებ ხელებს და არც ემოციური აფეთქებები მჭირდება. მშვიდად ცხოვრების ფასი ვიცი და იმიტომ. საბედნიეროდ, ეს ჩემმა ქმარმაც იცის.
скачать dle 11.3