№52 შეცდომა, რის გამოც მამაკაცი მიდის...
თუ გათხოვებამდე ქალები ცდილობენ, საკუთარი თავისთვის საუკეთესო კოსმეტიკა, ტანსაცმელი და გართობის ფორმა შეარჩიონ, წლებთან ერთად, უმეტესობას საკუთარ თავზე ეკონომიის გაკეთების სინდრომი უჩნდება.
პრობლემა ფინანსურ მდგომარეობაში კი არა, თვითშეწირვაშია.
რა საფრთხეებთანაა დაკავშირებული ეს, ერთი შეხედვით, უწყინარი „მსხვერპლი“?
მოდი, თავიდან გავარკვიოთ, რას ნიშნავს საკუთარ თავზე ეკონომია. ზოგს ჰგონია, რომ მისი არსი იაფფასიანი ნივთების შეძენაშია. სინამდვილეში კი – ეკონომიაა, როდესაც ქალს აქვს შამპუნი, ერთი კოლგოტი, ერთი წყვილი ფეხსაცმელი სეზონზე და წყვილი თეთრეული გამოსაცვლელად.
კიდევ ერთი მაგალითი: ქალი მიდის მაღაზიაში, იძენს პროდუქტებს, ტანსაცმელს შვილებისთვის, ქმრისთვის, საკუთარი თავისთვის კი ფული არ რჩება, ან ფიქრობს: „სხვა დროს იყოს“. ასეა ყოველ ჯერზე. შეიძლება, ისე გათვალო ბიუჯეტი, რომ საკუთარი ინტერესებიც დაიკმაყოფილო.
ანუ, უკვე მიხვდით – საუბარია ისეთ ეკონომიაზე, როცა დახეულ კოლგოტებს გაკერავ ან შარვლის ქვეშ ჩაიცვამ; როცა თეთრეული უკვე გახუნდა, როცა გარდერობში შეუხამებელი ტანსაცმელია და ერთადერთი კაბა გაქვს გამოსასვლელი.
ხშირად ხდება, რომ ფული აქვს, მაგრამ ქალი მიდის მაღაზიაში, არჩევს მოწონებულ ნივთს, დიდხანს ატრიალებს ხელში, მაგრამ მაინც არაფერს შეიძენს.
ეკონომია, რომელიც ჩვევად იქცევა, რთულად იკურნება.
ქალები, რომლებიც ამ ჩვევას იძენენ, კარგავენ მომხიბვლელობას. მათი ცხოვრება სავსეა ხარჯებზე დარდით და ეს სახეზე დაღლილობითა და უკმაყოფილებით გამოისახება. აქედან მოდის მუდმივი გაღიზიანება და ქალურობის უქონლობა. რაც განქორწინების ერთ-ერთი, ყველაზე გავრცელებული მიზეზია.
მამაკაცს ასეთი ქალისადმი ინტერესი უქრება. ნუ გექნებათ იმედი, რომ, როცა საკუთარ თავზე ეკონომიას სწევთ, ქმარი საჩუქრებით აგავსებთ. მამაკაცი ვერ ხედავს აზრს, დახარჯოს ფული იმაზე, რაც იაფი ღირს. ამ ეკონომიას ის აღიქვამს, როგორც საკუთარი თავის მოვლის სურვილის უქონლობას.
ჭკვიანმა ქალმა მშვენივრად იცის, რომ შეიძლება, გამოიმუშაო ან შთააგონო საყვარელი მამაკაცი ახალ ქმედებებზე. მას ეხერხება ბიუჯეტის დაგეგმვა და პრიორიტეტების გადანაწილება ისე, რომ საკუთარი თავი არ დაივიწყოს. არასდროს გასწიოთ საკუთარ თავზე ეკონომია!
ახალი შეგრძნებები
თქვენი ქორწინება საკმაოდ წარმატებულია, მაგრამ ამჩნევთ, რომ წინანდელი ლტოლვა აღარ არის, სიყვარულით ნაკლებად ხართ დაკავებული იმის გამო, რომ დაიღალეთ. ნუთუ ყველასთან ასეა? სიყმაწვილეში ყველაფერი უფრო მარტივია – სისხლში ჰორმონები „თამაშობენ“. თქვენ შეგიძლიათ, არ დაიძინოთ მთელი ღამე, დილით კი „ცინცხალმა“ გაიღვიძოთ. წინ დიდი იმედები და გეგმებია. წლების შემდეგ კი, სილამაზესთან ერთად, იკლებს თავდაჯერებულობა, ოჯახზე მზრუნველობას მიაქვს მთელი ძალები. მაგრამ, არ დაგავიწყდეთ, რომ თუ ცოლ-ქმარი კმაყოფილია ინტიმური ურთიერთობებით, მაშინ ეს ქმნის ფონს, რომელზე დაყრდნობითაც ვითარდება მათი სხვა სფეროებში ურთიერთობაც. ეს ფონი ახდენს გავლენას ამ ურთიერთობების წარმატებაზეც.
როცა ცოლ-ქმარს არ ავიწყდება ერთმანეთისთვის სინაზისა და სიყვარულის გამოხატვა, როგორც წესი, არც „ცივდებიან“ ერთმანეთის მიმართ.
დროთა განმავლობაში ყველა ოჯახს უჩნდება თავისი ,,რეცეპტები”. რაც უფრო ხშირად გამოაჩენთ ერთმანეთის მიმართ დადებით ემოციებს, მით უფრო ძლიერი იქნება თქვენი კავშირი!
მიეცით ერთმანეთს დასვენების საშუალება. გამოსავალი ყოველთვის არსებობს. ნუ შეიტანთ სახლში სამსახურებრივ პრობლემებს. მეგობრების ერთი-ორსაათიანი ზარები შეგიძლიათ, სხვა დროისთვის გადადოთ.
თუ მნიშვნელოვან ზარს ელოდებით, გამოიყენეთ ავტომოპასუხე. ამით თქვენ გაუკეთებთ ეკონომიას ძვირფას დროსა და სულიერ ძალებს.
შეგექმნებათ შესანიშნავი განწყობა, რომელსაც მაშინვე იგრძნობს მეუღლე.
ნუ გადააქცევთ ქმარს მეგობარ გოგონად – ეს არის ოქროს წესი ცოლ-ქმრის ცხოვრებაში. მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენს გვერდით მამაკაცია! ეს მამაკაცი კი უნდა აცდუნოთ და დაიპყროთ ყოველდღე.
მაგალითად, ცოლი ტრიალებს სარკის წინ და ქმარს ეუბნება, რომ მოიმატა ოცი კილო, არ ეტევა არც ერთ ქვედაბოლოში; ან ქმართან იწყებს ანტიცელულიტური კრემის თვისებებზე საუბარს. ერთი სიტყვით, ლაპარაკობს იმას, რასაც არავითარ შემთხვევაში, არ იტყოდა გაცნობის დღეებში, წლებში.
გასაგებია, რომ, როდესაც ცოლი იწყებს ასეთ თემებზე ჩივილს, მას უნდა, ქმარმა უთხრას: „ძვირფასო, მიუხედავად ყველაფრისა, შენ მშვენიერი ხარ!” მაგრამ ქმრები ჩვეულებრივ ასეთ რამეს არ ამბობენ და ნელ-ნელა გულგრილები ხდებიან. დაფიქრდით, სანამ ასეთ საკითხებზე მეუღლესთან ისაუბრებდეთ.
თუ თქვენსა და თქვენს მეუღლეს შორის გაუცხოება შეიმჩნევა, საღამოს გაიხსენეთ ის კარგი, რაც იყო თქვენ შორის. დაათვალიერეთ ძველი სურათების ალბომი მასთან ერთად, გაიღიმეთ, ეცადეთ, ისიც გააცინოთ.
უთხარით, რომ ძველებურად გიყვართ, რომ გრძნობთ მის სიყვარულსაც. დელიკატურად მოაგონეთ თქვენს შორის არსებული ინტიმური დეტალები. მიანიშნეთ, რომ ეს შესანიშნავი და დიდებული იყო.
რთულია ფლირტი საკუთარ ქმართან, მაგრამ შესაძლებელიცაა და სასურველიც. უთხარით კომპლიმენტი, გაიცინეთ მის ხუმრობებზე, აკოცეთ ყურზე. ერთი სიტყვით, ხომ იცნობთ თქვენს ქმარს! შედეგი აუცილებლად იქნება!
გახსოვდეთ, თქვენი ვნება არსად გამქრალა! უბრალოდ, ის „დაიმტვერა“ ყოფითი პრობლემებისგან. გადაწმინდეთ ეს მტვერი და გაიხარეთ ცხოვრებით!