კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 რამდენი საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი აქვს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს, ვაჟა ჯანყარაშვილს

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ვაჟა ჯანყარაშვილი 1957 წელსაა დაბადებული, უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო (რომელიც 1979 წელს დაამთავრა) და კვალიფიკაციით იურისტია. მისი სამუშაო გამოცდილება 1983 წელს დაიწყო საბჭოთა საქართველოს პროკურატურაში და 1991 წლამდე შემდეგი თანამდებობები გამოიცვალა: კანცელარიის უფროსის კონსულტანტი, გამომძიებელი, პროკურორის თანაშემწე, საგამოძიებო სასამართლოს პროკურორი, კადრების განყოფილების პროკურორი. 1991-1995 წლებში წითელწყაროს რაიონის პროკურორი იყო,  1995-2000 წლებში საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურაში მუშაობდა: შინაგან საქმეთა ორგანოებში გამოძიების კანონიერებაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოადგილედ და პროკურატურის ორგანოებში გამოძიების კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსად. 2002 წელს საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსად დაინიშნა; 2003 წელს – საქართველოს გენერალური პროკურატურის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლის სამართლებრივი დევნის სპეციალური სამსახურის უფროსად; 2004 წლის აგვისტო-სექტემბერში ქვემო ქართლის საოლქო პროკურორად მუშაობდა. 2004-2007 წლებში საქართველოს გენერალური პროკურატურის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაზე სისხლის სამართლებრივი დევნის სპეციალური სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო; 2007-2009 წლებში – გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2009 წელს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამსახურებრივი ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გახდა. 2010 წლის ბოლოს – საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობის კონტროლისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსი, ხოლო 2012 წლის მაისიდან დღემდე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრია.
ვაჟა ჯანყარაშვილის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2017 წლით თარიღდება, რომელიც მან, ცხადია, შეავსო, როგორც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა და ოჯახის წევრად მიუთითა ძმისშვილი – 1997 წელს დაბადებული გიორგი ჯანყარაშვილი.
ვაჟა ჯანყარაშვილის საკუთრებაა: მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი ლანჩხუთის რაიონის სოფელ გრიგოლეთში (354 კვ. მ.), მიწის ნაკვეთი (308 კვ. მ.) და საცხოვრებელი სახლი თბილისში, ვ. ბოჭორიშვილის ქუჩაზე (92 კვ. მ.), მიწის ნაკვეთი დედოფლისწყაროს რაიონში (2 606 კვ. მ.), ბინა თბილისში, პეკინის ქუჩაზე (102 კვ. მ.), საცხოვრებელი სახლი დედოფლისწყაროში (63 კვ. მ.). ასევე, ჰყავს 1997 წლის ავტომანქანა „მერსედეს ბენცი“ და „თი ბი სი ბანკში“ გახსნილ ანაბარზე 10 000 აშშ დოლარსაც ინახავს, ხოლო დეკლარაციის შევსების მომენტში, ნაღდ ფულად 15 000 აშშ დოლარი ჰქონდა.
2016 წლის განმავლობაში, მან, როგორც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, 78 000 ლარი აიღო, ხოლო სარემონტო სამუშაოები 6 500 ლარი დაუჯდა.
скачать dle 11.3