კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 ტვინბნელობის იმედად

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ ენაწამხდრები


მაშინ, როდესაც, მაგალითად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მეტიც, უკვე საქართველოს ყოფილი მოქალაქეც კი, გვიამბობს საკუთარი სიმამაცის ამბავს 2008 წლის ომში (და მერე რა, რომ ამის თვითმხილველები ჩვენც ვართ) და გვარწმუნებს, რომ მტრის საბრძოლო თვითმფრინავების ხმის გაგონებაზე კი არ გაიქცა, დაცვა დაახტა თავზე, რადგან ფრონტის წინა ხაზისკენ მირბოდა და, რაც მთავარია, მისი ეს ქცევა სრულიად მსოფლიომ სიმამაცის სიმბოლოდ შერაცხა, მისი თანაგუნდელი, აწ დეპუტატი ნიკა მელია კი გვამცნობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ „ქართული ოცნებისგან“ სწორედ მორალი და ზნეობა განასხვავებს, აწ უკვე „ევროპელი მექართველე“ გიგა ბოკერია კი შენიშნავს, რომ მისი სათნო ყურებისთვის პრემიერ-მინისტრის ბაგეთაგან ჩამოვადნილი გინება (კეთილების) კატეგორიულად მიუღებელია, იმდენადაც კი, რომ მისთვის გიორგი კვირიკაშვილმა არსებობა, ფაქტობრივად, შეწყვიტა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ კი გვაუწყა, რომ ეკონომიკური წინსვლა აშკარაა.
კერძოდ, ხალხის რჩეული ქ-ნისთვის ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველი 2017 წელს უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების ზრდას მიუცია. მომყავს ციტატა: „2017 წელს უძრავი ქონების გაყიდვამ მოიმატა, ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდა სახსარი. კი, პარალელურად არის სიღარიბე, არის სიღატაკეც კი, მცირე, მაგრამ რაღაც რაოდენობაში, მაგრამ ამავე დროს არის ძალიან ბევრი წინსვლა (სტილი დაცულია, განსაკუთრებით, სახსრების რაკურსში).“
ზემოთქმულიდან გამომდინარე კი, იბადება რიტორიკული კითხვები: ან ქართულს ვინ ასწავლის ამ ჩვენს პოლიტელიტას, ან გმირობისა და ზნეობის დეფინიციებს?! ან იქნებ საქმე უფრო მარტივადაა და მხოლოდ ჩვენი ტვინბნელობის იმედად ბრძანდებიან?! –
скачать dle 11.3