კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 ნაცარქექიას გასაჭირი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ არდასწრების უფლება


სანამ ჩვენ იმას ვარჩევდით, უნდა შეეგინებინა თუ არა პრემიერ-მინისტრს დეპუტატ მელიასთვისის, ეს უკანასკნელი კი აშკარად შექსპირის რიჩარდის როლს ასრულებდა (არადა – რა გინდა, უქნა რიჩარდს?!), ჩვენმა ოკეანისგაღმელმა სტრატეგიულმა პარტნიორმა გაეროს სხდომაზე იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების საკითხი დააყენა, გაერომ კი აშშ-ს მოუწოდა, უკან წაიღოს თავისი გადაწყვეტილება.
ეს კიდევ ნახევარი უბედურება იქნებოდა ჩვენთვის, რომ არა დონალდ ტრამპის ქადილი ვინც მხარს არ დაგვიჭერს, მას აშშ დახმარებას შეუწყვეტს, ანუ, ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერიაო.
ჰოდა, საქმეს ისე შეეტყო, რომ საბედისწერო წრეში ჩავცვივდით, იმ მარტივი მიზეზით, რომ, ერთი მხრივ, სწორედ და მხოლოდ აშშ-ს მხარდაჭერაა ჩვენი მყიფე ტერიტორიული მთლიანობის გარანტი; ხოლო, მეორე მხრივ, ჩვენ გარშემო, ფაქტობრივად, ანტიდასავლური კოალიციაა შეკრული (რუსეთი, თავისთავად, თავის სომხეთიანად; თურქეთი – უკვე დასავლეთთან დაპირისპირებული, თავის აზერბაიჯანიანად, რომელმაც დაგმო იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადება და ირანიც, ხომ, არის არის ანტიმედასავლეთე?!).
ერთი სიტყვით, გასულ კვირას ისეთი დილემის წინაშე დავდექით, აი, ნაცარქექიასაც რომ გაუჭირდებოდა გადაწყვეტილების მონახვა, მაგრამ, რაკი ნათქვამია, ღმერთი კარს რომ ხურავს, ფანჯარას აღებსო, გაეროს ზემოხსენებულ სხდომას საქართველოს დელეგაცია არ დაესწრო, 35-მა ქვეყანამ თავი შეიკავა (თვით ევროკავშირის ქვეყნებმაც), ხოლო ათზე მეტმა მხარი აშშ-ს დაუჭირა (მათ შორის, იმ ნაურუმაც კი, ეს ჩვენი სოხუმი და ცხინვალი რომ აღიარა).
რაც მთავარია, დუმილის, ანუ არდასწრების უფლება სხვა ქვეყნებმაც გამოიყენეს, მათ შორის, ბალტიისპირეთის და უკრაინამ და, თქვენ წარმოიდგინეთ, თურქმენეთმაც (თურქმენეთმაც-მეთქი, ვინაიდან მაინც მუსლიმანური ქვეყანაა), რაც იმას ნიშნავს, რომ, მაშასადამე, აშშ-ს ანგარიში გაუწიეს. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ იქნებ არც ის დროა შორს, ჩვენს მილსადენებში რომ თურქმენული გაზი გაივლის. ოღონდ, მთავარია, იქამდე საქმე ისეც არ გამწვავდეს, რომ ერთმანეთის პირისპირ მოგვიწიოს ჩამწკრივება აშშ-ს გადაწყვეტილების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს (იმის მიუხედავად, რომ ამჯერად გადავრჩით), თორემ აშკარად ეულნი ვიქნებით ანტიდასავლური გაერთიანების ალყაში. –

скачать dle 11.3