კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 ვისმა თანადგომამ გადაატანინა პაატა გურასპაულს წინასაარჩევნო ბრალდებებით გამოწვეული გულისტკენა და რაში არ ეთანხმება ის ზაზა ფაჩულიას

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

 საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. პაატა გურასპაულმა არჩევნებში წარმოდგენილი დელეგატების 80-პროცენტიანი მხარდაჭერა მიიღო და ფედერაციის პრეზიდენტის სადავეები მიხეილ გაბრიჩიძისგან გადაიბარა. წინასაარჩევნო პროცესი დიდ ვნებათაღელვასთან იყო დაკავშირებული.
პაატა გურასპაული
: ვიცი, ახლა გამადიდებელი შუშით მაკვირდებიან. მესმის, რომ ბოლო წლებში ქართულ კალათბურთს შეიძლება, ყველაზე რთული პერიოდი აქვს, რადგან ეროვნული ნაკრები ახლა თაობათა ცვლის ძალიან რთულ პროცესს განიცდის. ნაკრებიდან წავიდა ის თაობა, რომელმაც ოთხ ჩემპიონატზე გაგვიყვანა. წავიდა ზაზა ფაჩულია, ვიქტორ სანიკიძე, ღმერთმა ქნას, დიდხანს იყვნენ, მაგრამ ხვალ თუ ზეგ კიდევ რამდენიმე წავა. ზუსტად ეს იყო ძირითადი ბირთვი, რომელზეც წლების განმავლობაში იდგა ნაკრები. მეორე პრობლემაა ევროლიგა, რომელიც თავის მოთამაშეებს სანაკრებო პაუზების დროს არ უშვებს, რაც ჩვენთვის უმძიმესია. შერმადინი და შენგელია, რომლებიც ევროლიგაში მოთამაშე გუნდებში თამაშობენ, ჩვენი ხერხემალია. შესაძლოა, ხვალ მათ სხვებიც შეემატონ და როგორღაც, ამის კომპენსაცია უნდა გავაკეთოთ. ძლიერი ნაკრები, ძლიერი კლუბები და ძლიერი რეგიონები – ეს არის ჩემი მისია. რეგიონებში წარმოუდგენლად შრომატევადი საქმიანობა უნდა დავიწყოთ, რადგან კალათბურთი მარტო თბილისი არ არის.
– საკმაოდ დიდ ვნებათაღელვასთან იყო დაკავშირებული არჩევნები. ბევრი უსამართლოს უწოდებს თქვენს გამარჯვებას.
– მე არ ვიცი, ვინ არის ის „ბევრი“. ვფიქრობ, კალათბურთში არასწორი დღემდე არაფერი გამიკეთებია და არც ამ ნაბიჯს მივიჩნევ მცდარად. მოვიდა დრო, რომ ჩემი გამოცდილება, ცოდნა და კავშირები ქართული კალათბურთის საკეთილდღეოდ გამოვიყენო. ვერ ვხვდები, რატომ მიაჩნიათ უსამართლოდ ჩემი გამარჯვება. თუ კი საკალათბურთო სამყაროში ვინმე ჩემი მეგობარია და ის მხარს მიჭერს, მე ამაში უსამართლობას ვერ ვხედავ.
– მათი ერთ-ერთი არგუმენტია ის, რომ ბოლო წუთს უკონკურენტოდ დარჩით. ხეცურიანმა არჩევნებამდე ერთი საათით ადრე თქვა უარი არჩევნებში მონაწილეობაზე და მიზეზად უსამართლო გარემო დაასახელა.
– მე არ ვეთანხმები ამ მიზეზს. ნამდვილად არ იყო უსამართლო გარემო. შეიძლება, მეც მქონდა დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, მაგრამ არ შეიძლება, გამგეობის წევრებს არ ენდო. მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს და რა მექნა? მეთქვა, არა, შეცვალეთ-მეთქი?! მე მივიღე ეს მოცემულობა და იმას, რომ მხარს ბევრი მიჭერდა, უსამართლობას ვერ დავარქმევ. გადაწყვეტილება, რომელიც ჩემმა კონკურენტმა მიიღო, მოულოდნელი და არასასიამოვნო იყო. თუმცა, ეს მისი ნებაა. ვისურვებდი, ასე არ ყოფილიყო, მაგრამ ეს ჩემზე არ იყო დამოკიდებული. კონკურენტული გარემო არ გამოვიდა, მაგრამ აქ მე არაფერ შუაში ვარ. ჩემი გუნდის კარი ყველასთვის ღიაა, მათ შორის მათთვის, ვინც ოპონირებას მიწევდა.
– თუმცა, თქვენ მოიაზრებოდით ფედერაციის წარმომადგენლად.
– და რატომ მოვიაზრებოდი? მე ფედერაციაში არ ვყოფილვარ. ვიყავი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტი. ექვსი წელია, ვცდილობ, თბილისში კალათბურთი გამოცოცხლდეს. კარგი ურთიერთობა მაქვს ფედერაციასთან. ჩემი კონკურენტების აზრით, კალათბურთი კატასტროფულ მდგომარეობაშია. მე ასე არ მიმაჩნია. კალათბურთი ერთ-ერთი წარმატებული სპორტია. თუმცა, არის საკითხები, რაშიც ფედერაციას არ ვეთანხმები, მაქვს კითხვები, რომელსაც ცივილიზებულად დავსვამ და რაღაც აუცილებლად შეიცვლება.
– ცუდი მდგომარეობა არ არისო, თქვით. თუმცა, ზაზა ფაჩულია იყო ერთ-ერთი, რომელმაც თქვა, რომ კალათბურთი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
– ნამდვილად არ ვიცი, ეს ზაზამ თქვა თუ არა, მაგრამ მე არ ვეთანხმები. არ ვამბობ, რომ პრობლემები არ არის. თუმცა, ეს კატასტროფულ მდგომარეობას არ ნიშნავს. ნებისმიერი ადამიანი რომ გააჩერო ქუჩაში და საქართველოში წარმატებული სპორტის სახეობები ჩამოათვლევინო, ასიდან ასი დაგისახელებთ კალათბურთს. შევეცდები, ყველაფერი სწორ რელსებზე შევაყენო. მაინც ვერ ვხვდები, რატომ უნდა დაიღუპოს კალათბურთი ჩემს ხელში?! უსამართლობამ გაიმარჯვაო, რომ ამბობენ, ესე იგი, მე ვარ უსამართლო? ჩემი ცხოვრებაა უსამართლო? ვერ ვხვდები, რატომ ამბობენ ამას. მე ჩემს საქმეს გავაკეთებ და ჩასაფრებულის პოზიციიდან თუ ვინმე რამეს იტყვის, ეს მისი გადასაწყვეტია.
– ჯერ იყო ფაჩულიას განცხადება, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. მალე ამას მოჰყვა მწვრთნელების – ტუღუშისა და ხოშტარიასთვის ხელშეკრულების გაწყვეტა, რომლებიც ზაზას ფავორიტი კანდიდატის მხარდამჭერებად მოიაზრებოდნენ. მალე კახა შენგელიამაც შიო ხეცურიანის სასარგებლოდ მოხსნა კანდიდატურა და საბოლოო ჯამში, ერთ მხარეს დარჩით თქვენ და მეორე მხარეს ყველა დანარჩენი კონკურენტი.
– ერთ მხარეს არა, მე საკალათბურთო სამყაროს უმეტეს ნაწილთან ერთად დავრჩი, რაც არჩევნებში გამოჩნდა. ოთხმოცი პროცენტი ცოტა ნამდვილად არ არის. ცხრა წლიდან კალათბურთში ვარ და როგორ შეიძლება, ითქვას, რომ მარტო ვარ. პირიქით, იმედი მაქვს კონკურენტებიც მიხვდებიან, რომ ერთი საქმე უნდა ვაკეთოთ და ჩასაფრებულის პოზიციიდან ლაპარაკი არ შეიძლება.
– მარტო – კანდიდატებს შორის, თორემ კონკურენტები, პირიქით, ხაზს უსვამდნენ, რომ ფედერაციის მხარდაჭერა გქონდათ.
– ეჭვიც არ მეპარება, რომ ფედერაციაში შიოს მხარდამჭერებიც იყვნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მის უკან ფედერაცია იდგა. თუმცა, თუ ფედერაცია ჩემი წარსული ღვაწლისა და კალათბურთის მიმართ ჩემი დამოკიდებულების გამო მხარს მიჭერს, ამ მხარდაჭერას არჩევნებს რატომ უკავშირებენ? მათ მიიღეს არჩევნების ამ სახით ჩატარების მოცემულობა, მაგრამ ბოლო მომენტში თქვეს უარი. რას ნიშნავს „ფედერაციის კაცი?!“ კი ბატონო, შეიძლება, პაატა გურასპაულის პიროვნებამ გარკვეული პლუსები მომცა ჩემი წარსულის გამო და თუ ვინმე მხარს მიჭერს, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის – ფედერაციის წევრებს ვგულისხმობ და არა ფედერაციას. მე ფედერაციას არ წარვუდგენივარ კანდიდატად, ეს ჩემმა კავშირმა გააკეთა.
– ფაჩულიას კომენტარი ვახსენეთ. მედიის ყურადღება მიმართული იყო, როგორი იქნებოდა მისი განცხადება არჩევნების შემდეგ. როგორც ვიცი, თქვენს გამარჯვებას არ გამოხმაურებია?
– ნამდვილად არ ვადევნებ განცხადებებს თვალს. იმდენად დავიღალე და გამოვიფიტე ამ ყველაფრით, რომ სამი დღე საერთოდ უნდა დავივიწყო ყველაფერი – დავისვენო, რომ ახალი კვირიდან საღი გონებით შევუდგე საქმიანობას. მე საერთოდ არ ვუყურებდი იმ კომენტარებს, რაც კეთდებოდა, მაგრამ მაინც მოდიოდა ჩემამდე ინფორმაცია და გულს მტკენდა ასეთი დამოკიდებულება. თუმცა, არასასიამოვნო ხმების მიუხედავად, მე არცერთი შეურაცხმყოფელი სიტყვა არ მითქვამს.
– იყო პერიოდი, როცა კალათბურთის ერთ-ერთ ტალანტად მოაზრებოდით. რამდენად ხართ კმაყოფილი, თქვენი, როგორც მოთამაშის კარიერით?
– მოთამაშის კარიერით კმაყოფილი ვერ ვიქნები. მქონდა შანსი, რომ უფრო დიდი კალათბურთი მეთამაშა, მაგრამ ფაქტობრივად, 21 წლის ასაკში მოვრჩი დიდ კალათბურთს. ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, ვერ შევძელი, შანსი  გამომეყენებინა. თუმცა, არსად წავსულვარ და ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ ჩვენ მიერ შექმნილმა თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ამ სფეროს განვითარებაში.
– ოჯახის შესახებაც გვიამბეთ.
– მეუღლე ჩემი თანაკლასელი იყო. ბავშვობიდან ერთად ვართ და სკოლის დამთავრებიდან ექვსი წლის შემდეგ, დავქორწინდით. მყავს ორი შვილი. უფროსი – გიორგი კალათბურთს თამაშობდა, მაგრამ შემდეგ სწავლისკენ გადაიხარა. კავკასიის ბიზნესსკოლა დაამთავრა და დღეს წარმატებული ფინანსისტია. მეორე შვილს – ლაშას ტექნიკური უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და მისი ინტერესის სფერო კომპიუტერიაზაცია და ინტერნეტია. უფროსი შვილისგან ორი შვილიშვილი მყავს. ისინი არიან ჩემი სიცოცხლეები. მეუღლისა და შვილების თანადგომა იყო ჩემთვის ძალის მომცემი, წინასაარჩევნო პერიოდში გადაღლილობისა და ჩემ მიმართ გამოთქმული დაუმსახურებელი განცხადებების დროს. ახლა, ნელ-ნელა გამოვდივარ მდგომარეობიდან. ოჯახი ჩემთვის უპირველესია. კაცი ოჯახში თუ არ ვარგა, არც კალათბურთში გამოდგება და არც სხვაგან. კალათბურთი ჩემი ცხოვრებაა და მისი დამსახურებით ჩამოვყალიბდი იმ ადამიანად, როგორადაც დღეს მიცნობენ. იმ ბედნიერებისთვის, რაც წლების განმავლობაში მან მომანიჭა, ვალში ვარ კალათბურთის წინაშე და რადგან ეს შანსი მომეცა, ვალს აუცილებლად დავაბრუნებ.
скачать dle 11.3