კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 ხვიჩა მაღლაკელიძის ანეკდოტები

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


ტიპი სუფრასთან მაგრად დათვრა. ჩართეს მუსიკა, წამოდგა და მიადგა გურულ მამაოს:
– ვიცეკვოთ, მამაო..
– არა შვილო ჩემო, არ ვცეკვავ.
– კარგი.
გავიდა ცოტა ხანი და ისევ მიადგა. ისევ უარით გაისტუმრა მამაომ. მეოთხედ რომ მიადგა, გადაირია მამაო:
– შენ, შვილო ჩემო, შავი კაბა რომ მაცვია, ქვრივი ხომ არ გგონივარ?
***
ფსიქიატრი ეუბნება პაციენტს:
– გილოცავთ! ჩვენ დიდი პროგრესი გვაქვს მკურნალობაში!
– ამას ეძახით პროგრესს, ექიმო? ექვსი თვის წინ, ნაპოლეონი ვიყავი და ახლა ვინ ვარ?
***
მამაკაცს მოეწონა ქალი და ცდილობს, მის შესახებ ყველაფერი გაიგოს:
– ქალბატონო, მომხიბვლელად გამოიყურებით... ვინ იყო თქვენი პირველი მამაკაცი?
– მამაკაცი ჯერ არ მყოლია.
– ქალიშვილი ხართ?
– არა, გინეკოლოგი.
***
მეგრელს ეკითხებიან:
– კაცო, ამ სიგარეტის კოლოფს რომ აწერია, კლავსო, ნეტა, მართლია?
– იცი, რას გეტყვი? სექსის მერე, ჭამის მერე და ყავასთან კაია და „დალშე,“ არ ვიცი.
***
ბიჭი ეუბნება საყვარელ გოგონას:
– იცი, საყვარელო, ღმერთმა რატომ შექმნა პირველად მამაკაცი და შემდეგ ქალი?
– როგორ არ ვიცი: პირველად ესკიზი მზადდება და მერე შედევრი.
***
კახელი მიხო შევა მაღზიაში და გამყიდველ გოგონას ეკითხება:
– შამპუნი გაქვთ თქვენა?
– კი, კვერცხის.
– მარტო კვერცხის, კაცო? დანარჩენს დაბანვა არ უნდა?
***
– საყვარელო, საახალწლოდ რა გაჩუქო?
– სულ ერთია, ძვირფასო, მთავარია, ავტომატიკა იყოს.
***
დაქალების საუბარი:
– ვაიმე, გოგო, შენ რა მოწევა დაიწყე? როდის?
– აი, მივლინებიდან რომ დაბრუნდა ჩემი ქმარი და საფერფლეში სიგარეტის ნამწვავი აღმოაჩინა, იმ დღიდან ვეწევი.
***
გურული ცოლი ეჩხუბება ქმარს:
– შენ მეისპე მალე! არ დეიღალე ყოველდღე სხვადასხვა ქალთან სიარულით? გამაგებინე, თემურია ხარ თუ გუგული?
– რეებს მოიგონებ ხოლმე, გუგული რა შუაშია, ქალო?
– რა შუაშია და... აბა, რას დააპროწიალებ მაგ ორ კინკილა  კვერცხს გუგულივით ბუდიდან ბუდეში?
***
იმერეთში უყურებენ გადაცემას „რა, სად, როდის?“. უცბად, ერთი წამოხტა და ამბობს:
– რა საშინელი გადაცემაა!
– რატომ, ძამა?
– აბა, ვუყურებ და ექვსი შარვალ-კოსტუმში გაზიზინებული ტიპი, ტვინს იჭყლიტავს, როგორ მოუგოს საწყალ პენსიონერს ხარაგაულიდან.скачать dle 11.3