№51 რა მოხდა ამ დღეს
18 დეკემბერი
1865 – ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურად გაუქმდა მონობა.
1912 – ამერიკის კონგრესმა აკრძალა ქვეყანაში წერა-კითხვის უცოდინარ ემიგრანტთა შესვლა.
19 დეკემბერი
1863 – ინგლისელმა ფრედერიკ უოლტონმა დააპატენტა ლინოლეუმი.
1997 – ამერიკის შეერთებული შტატების ეკრანებზე გამოვიდა ჯეიმს კემერონის ფილმი „ტიტანიკი“.
20 დეკემბერი
1880 – ბროდვეიზე (ნიუ-იორკი) აინთო პირველი ელექტრონული ქუჩის განათება.
1892 – ალექსანდრ ბრაუნმა და ჯორჯ სტილმანმა მიიღეს პატენტი პნევმატურ საბურავებზე.
1924 – ციხიდან დროზე ადრე გაათავისუფლეს ადოლფ ჰიტლერი.
1939 – სტალინს მიენიჭა „სოციალისტური შრომის გმირის“ წორდება.
21 დეკემბერი
1898 – პიერ და მარია კიურებმა აღმოაჩინეს რადიუმი.
1902 – ლონდონში გამოჩნდა საავტომობილო მოძრაობის პირველი მარეგულირებელი – პოლისმენი ზოლებიანი ჯოხით.
1913 – გაზეთში „The New York World“ გამოქვეყნდა პირველი კროსვორდი (32-სიტყვიანი).
1982 – ვერტმფრენ „მი-28-ის“ პირველი ფრენა.
22 დეკემბერი
1216 – რომის პაპმა ჰონორიუს მესამემ დაამტკიცა დომინიკელ ბერთა ორდენი. ეს ორდენი მომავალში ინკვიზიციის მთავარი დამრტყმელი ძალა გახდა.
1882 – ედუარდ ჯონსონმა გამოიგონა ნაძვის ხის ელექტროგირლანდები.
1933 – მარკუს ვან დერ ლიუბეს სიკვდილი მიუსაჯეს ბერლინის რაიხსტაგის დაწვისთვის.
1989 – რუმინეთში დაემხო ჩაუშესკუს რეჟიმი.
23 დეკემბერი
1888 – ვინსენტ ვან გოგმა საფრანგეთის ქალაქ არლიში ნერვული შეტევის ნიადაგზე მოიჭრა მარცხენა ყური.
1947 – ამერიკელმა მეცნიერებმა უილიამ შოლკიმ, უოლტერ ბრატეინმა და ჯონ ბარდინმა შექმნეს პირველი ტრანზისტორი.
24 დეკემბერი
1866 – ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა რასისტული ორგანიზაცია „კუკ-ლუკს კლანი“.
1906 – ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ტრანტ როკში ფესენდენმა პირველად გადასცა რადიოში მუსიკალური ნაწარმოები.