№51 სად არის სიყვარული?

ეს ტესტი შეუძლიათ ჩაიტარონ როგორც  ქალბატონებმა, ასევე მამაკაცებმა. შეიძლება ითქვას, უნივერსალურია. მთავარია, გულახდილად უპასუხოთ შეკითხვებს. მერე კი შეძლებთ, გაარკვიოთ თქვენი დამოკიდებულება პარტნიორის მიმართ. ასე მიიღებთ პასუხს კითხვაზე: გიყვართ თუ არა თქვენ ის და უყვარხართ თუ არა მას თქვენ. შეკითხვებს უპასუხეთ მარტივად  – მხოლოდ „კი“ ან “არა“. შედეგები ნახეთ სულ ბოლოს.
1. ეს ქალი (მამაკაცი) ცხოვრებას მირჩევნია;
2. როცა შორს ვარ მისგან, ძალიან მენატრება. მინდა, ყიველდღე ერთად ვიყოთ;
3. ჩემი ყველა წარმატების შესახებ, უპირველესად მინდა, მას ვახარო; 
4. მასთან ყველანაირი კავშირი სიამოვნებას მანიჭებს;
5. როცა ის ცუდად არის, მეც ცუდად ვარ. ადგილს ვერ ვპოულობ, ვნერვიულობ;
6. ძალიან არ მინდა, რომ ცხოვრებაში მას რაიმე გაუჭირდეს. ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის;
7. მასში არაფერია ისეთი, რაც გამაღიზიანებდა, ნერვებს მომიშლიდა;
8. უცებ რომ დიდი ფული ვიშოვო, ყველაფერს მხოლოდ ჩვენთვის დავხარჯავდი;
9. მხოლოდ ის მინდა, რომ ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს;
10. მის უარყოფით მხარეებს სიმშვიდით აღვიქვამ და ბედნიერი ვარ. არ მინდა, სრულყოფილება;
11. მის გამო ნებისმიერ მსხვერპლზე წავალ;
12. ხანდახან ვფიქრობ, რომ ჩვენ სიყვარული კი არა, ურთიერთპატივისცემა გვაერთიანებს;
13. არ არსებობს ამქვეყნად ძალა, რომელიც ჩვენ დაგვაშორებდა;
14. ვიცი, რომ მასაც ვუყვარვარ;
15. ხელახლა რომ მქონოდა საშუალება, არჩევანს კვლავ მასზე შევაჩერებდი. 
ნახეთ შედეგები: 
თუ შეკითხვების უმეტესობას უპასუხეთ „კი“ –  სანერვიულო არაფერია. ფაქტია, რომ თქვენ პარტნიორი გიყვართ და მასაც უყვარხართ. 
ერთ-ორ კითხვაზე გაცემულმა უარყოფითმა პასუხმა არ შეგაშფოთოთ. ეს არაფერს ნიშნავს. 
თუ რვა  შეკითხვა მაინც აღმოჩნდა ისეთი, რომლებზეც    უარყოფითი პასუხი გაეცით, საქმე ცუდადაა – სიყვარული თქვენს შორის აღარაა. საერთოდ, რატომ ხართ ერთად, გაუგებარია.  
